პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 24:
 
==სტალინური რეპრესიები==
===კოლექტივიზაც
===კოლექტივიზაცია===
 
საბჭოთა წყობილებისთვისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს სოფლად შექმნილი ვითარება წარმოადგენდა. საბჭოთა ხელისუფლების პოზიციები სოფლად სუსტი იყო იმიტომ, რომ მიწაზე კერძო საკუთრება არსებობდა. ეს კი ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკები მთავარ პრინციპს - კერძო საკუთრების გადაქცევა სახელმწიფო საკუთრებად. ქალაქად ვითარება შედარებით სტაბილური იყო. ფაბრიკა ქარხნების ასევე რკინიგზა სახელმწიფო საკუთრებაში იყო გადასული. ბურჟუაზიის წინააღმდეგობაც დათრგუნეული იყო. თუმცა ცხოვრების დონის დაქვეითებას შეიძლებოდა ქალაქშიც დაეძაბა ვითარება. გარდა ამისა თუ მრეწველობა არ განვითარდებოდა, საჭირო დონეს ვერ მიაღწევდა ქალაქის თავდაცვისუნარიანობა, რაც გარესამყაროსთან დაპირისპირებულ საბჭოთა კავშირისთვის ძალზე საშიში იყო.
 
[[სტალინი]]ს მიზანი, სწრაფად გადაექცია საბჭოთა კავშირი ინდუსტრიალიზებულ ქვეყნად, უკავშირდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდის აუცილებლობას როგორც მზარდი რაოდენობის მუშების გამოსაკვებად, ისე ვალუტის გამოსამუშავებლად, რათა უცხოური ტექნოლოგია შეეძინათ მარცვლეულის ექსპორტის მეშვეობით. პრობლემის მოგვარების გზად მან კოლექტივიზაცია გამოაცხადა - გლეხების იძულება, უარი ეთქვათ თავიანთ მიწებზე და სახელმწიფოს კუთვნილ, სახელმწიფოს მიერ მართულ უზარმაზარ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში ემუშავათ.