ლისის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ლისის ტბა [[თბილისი]]ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი ზონაა. აქ კარგი [[ჰავა]]ა დასასვენებლად. [[თბილისი]]ს სხვა უბნებისგან განსხვავებით, ლისის ტბა [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] მათზე რამდენიმე ასეული მეტრით მაღლა მდებარეობს. მისი მიდამოების კეთილმოწყობა ჯერ კიდევ 1937 წლიდან დაიწყო. მაშინ ტბის ირგვლივ 1400-მდე სხვადასხვა ჯიშის მცენარე დაირგო გარემოს გასამწვანებლად. დამახასიათებელია ბორცვიანი პლატო [[რელიეფი]].<ref>[http://travelingeorgia.ge/region/Resort-Lisi-lake/ კურორტი ლისის ტბა // ცნობები ლისის ტბის შესახებ]</ref>
 
2007 წელს მის სიახლოვეს გაიხსნა თბილისის ახალი იპოდრომი. დღეს ისეთ ფართომასშტაბიან პროექტს, როგორიცაა ლისის ტბის მიმდებარედ ოთხასამდე ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანება, ახორციელებს კომპანია „ლისი დეველოპმენტი“. პროექტის პირველი უბანია ლისი ვერანდა, რომლის მოწყობა 2015 წლის შემოდგომაზე[[შემოდგომა]]ზე დასრულდა.<ref name="lisi" />
 
ლისის ტბა მისი შემოგარენით [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 615-730 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით, რომლებიც ზღვის დონიდან 380-600 მეტრამდე მერყეობს, ლისის ტბა, [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 30-იანი წლებიდან მოყოლებული, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარეკრეაციო ზონაა. ტბის ტერიტორია გამოირჩევა [[თბილისი|თბილისში]] ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი [[ფაუნა|ფაუნით]].<ref name="lisi" />