ლისის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(დაემატა ახალი ცნობები)
|ვიკისაწყობი =
}}
'''ლისის ტბა''' — ტბა [[საქართველო]]ში, [[თბილისის ქვაბული|თბილისის ქვაბულში]], [[თბილისი|ქალაქის]] ჩრდილო-დასავლეთით, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 624 მ სიმაღლეზე.<ref>„თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020“ (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი), გვ. 27</ref> ზედაპირის ფართობი 0,47 კმ², აუზის ფართობი — 16 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 4 მ, წყლის მოცულობა — 1,22 მლნ. მ³. საზრდოობს [[წვიმა|წვიმის]], [[თოვლი]]სა და [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლით]]. მაღალი დონე აქვს [[გაზაფხული|გაზაფხულზე]], დაბალი — [[შემოდგომა]]ზე. [[ზაფხული|ზაფხულში]] [[წყალი]] თბილია, მაქსიმალური [[ტემპერატურა]] — 28&nbsp;°C. [[ზამთარი|ზამთრობით]] ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. [[წყალი]] მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). ტბაში მოშენებულია [[თევზები|თევზი]]. საწყლოსნო [[სპორტი]]სა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე [[თბილისი|თბილისელთა]] დასასვენებელი ადგილია.<ref>{{ქსე|6|252|აფხაზავა ი.|არა|}}</ref>
 
ლისის ტბა [[თბილისი]]ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი ზონაა. აქ მშვენიერი ჰავაა დასასვენებლად. თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით, ლისის ტბა ზღვის დონიდან მათზე რამდენიმე ასეული მეტრით მაღლა მდებარეობს. მისი მიდამოების კეთილმოწყობა ჯერ კიდევ 1937 წლიდან დაიწყო. მაშინ ტბის ირგვლივ 1400-მდე სხვადასხვა ჯიშის მცენარე დაირგო გარემოს გასამწვანებლად. დამახასიათებელია ბორცვიანი პლატო [[რელიეფი]].<ref>[http://travelingeorgia.ge/region/Resort-Lisi-lake/ კურორტი ლისის ტბა // ცნობები ლისის ტბის შესახებ]</ref>