კუმისის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 32:
'''კუმისის ტბა''' — ხელოვნური ტბა [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]], [[გარდაბნის მუნიციპალიტეტი|გარდაბნის მუნიციპალიტეტში]], [[ქვემო ქართლის მხარე]]ში, სოფელ [[კუმისი]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთით. წარსულში [[ტბა]]ს წარმოადგენდა, ამჟამად [[წყალსაცავი]]ა.<ref name="tsu">[https://www.tsu.ge/data/file_db/library/trapaidze_resursebi.pdf წყლის რესურსები // თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]</ref>
 
კუმისის ტბა მოქცეულია იაღლუჯის მაღლობსა და წალასყურის ვაკეს შორის არსებულ ამავე სახელწოდების ტაფობში, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 475 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 5,4 კმ², აუზის ფართობი 97 კმ², დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 3,2 კმ-ზე, სიგანე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 2 კმ-ზე. მაქსიმალური სიღრმე 4 მ (დამოკიდებულია წყლის დონის რყევაზე).<ref>{{ქსე|6|71|აფხაზავა ი.|არა}}</ref>
 
კუმისის ტაფობი ამოვსებულია მეოთხეული ტბიურ-მდინარეული და დელუვიურ-პროლუვიური ნაფენებით. ჯერ კიდევ [[1960]]-იან წლებში ტბის ფართობი სულ რაღაც 0,48 კმ² იყო, სიღრმით კი 50 სმ-ს აღწევდა.<ref name="mar.">[[ლევან მარუაშვილი]], საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, გამ. „ცოდნა“, თბ., 1964, გვ. 66-265</ref> სანამ ტბას გააფართოვებდნენ მისი წყალი მწარე-მლაშე იყო. აქ, 1967 წლამდე [[ქანი (გეოლოგია)|ქანებიდან]] გამონაჟონი მარილიანი წყალი იდგა. 1967 წელს მასშტაბური პროექტი განხორციელდა, — ტბიდან მლაშე წყალი ამორეცხეს და შიგ ორი არხის წყალი ჩაუშვეს. ერთით წყალი [[მტკვარი|მტკვრიდან]] ამოდიოდა — უზარმაზარი ტურბინებით ქაჩავდნენ, მეორით კი მდინარე [[ალგეთი]]დან თვითდინებით ეშვებოდა. გარდა იმისა, რომ [[თევზი]]ს წარმოება იყო აყვავებული, ტბიდან სარწყავი არხი გადიოდა, რომელიც კუმისის სამხრეთით კრწანისის ველებს რწყავდა. წყლის დონის აწევასა და სიღრმის მომატებას მოჰყვა [[თევზი]]ს გამრავლება.<ref>[https://bpn.ge/analizi/6231-mitovebuli-sakhlebi-da-tonobith-dakhocili-thevzi.html მიტოვებული სახლები და ტონობით დახოცილი თევზი]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კუმისის_ტბა“-დან