კუმისის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 36:
კუმისის ტაფობი ამოვსებულია მეოთხეული ტბიურ-მდინარეული და დელუვიურ-პროლუვიური ნაფენებით. ჯერ კიდევ [[1960]]-იან წლებში ტბის ფართობი სულ რაღაც 0,48 კმ² იყო, სიღრმით კი 50 სმ-ს აღწევდა.<ref name="mar.">[[ლევან მარუაშვილი]], საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, გამ. „ცოდნა“, თბ., 1964, გვ. 66-265</ref> სანამ ტბას გააფართოვებდნენ მისი წყალი მწარე-მლაშე იყო. აქ, 1967 წლამდე [[ქანი (გეოლოგია)|ქანებიდან]] გამონაჟონი მარილიანი წყალი იდგა. 1967 წელს მასშტაბური პროექტი განხორციელდა, — ტბიდან მლაშე წყალი ამორეცხეს და შიგ ორი არხის წყალი ჩაუშვეს. ერთით წყალი [[მტკვარი|მტკვრიდან]] ამოდიოდა — უზარმაზარი ტურბინებით ქაჩავდნენ, მეორით კი მდინარე [[ალგეთი]]დან თვითდინებით ეშვებოდა. გარდა იმისა, რომ [[თევზი]]ს წარმოება იყო აყვავებული, ტბიდან სარწყავი არხი გადიოდა, რომელიც კუმისის სამხრეთით კრწანისის ველებს რწყავდა. წყლის დონის აწევასა და სიღრმის მომატებას მოჰყვა [[თევზი]]ს გამრავლება.<ref>[https://bpn.ge/analizi/6231-mitovebuli-sakhlebi-da-tonobith-dakhocili-thevzi.html მიტოვებული სახლები და ტონობით დახოცილი თევზი]</ref>
 
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, გეოლოგის, [[ალექსანდრე ჯანელიძე|ალექსანდრე ჯანელიძის]] მიხედვით, კუმისის ტბა [[ფსევდოკარსტი|ფსევდოკარსტული]] წარმოშობისაა.<ref name="mar."/> ტბა საზრდოობს წვიმის წყლითა და მცირე ნაკადულებით. ტბის ფსკერი [[ლამი]]ს სამკურნალო თვისების მქონე [[ტალახი]]თაა მოფენილი. შუა ნაწილში ტალახის სისქე რამდენიმე ათეული სმ-ია.<ref>[http://moe.gov.ge/res/images/file-manager/sajaro-ganxilva/saakadze/auditi.pdf რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში]</ref> კუმისის ტალახს აქტიურად იყენებენ თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე.<ref name="travelingeorgia">[http://travelingeorgia.ge/region/Resort-Kumisi/ კურორტი კუმისი]</ref>
 
კუმისის ტბის წყალმარილოვანი და ორგანული ფაზების შემადგენლობა, სხვადასხვა მიკრო- და მაკროელემენტების და ორგანული ნივთიერებების შემცველობა მათიპარფიუმერულ-კოსმეტიკურ პროდუქციაში გამოყენების და პერსპექტიულობის პროგნოზირების საშუალებას იძლევა.<ref>[http://gtu.ge/Ctmf/Science/Disertation/Referat/2017/Khatuna_Michelashvili.pdf საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი]</ref> კუმისის ტბის შემოგრენი წარმოდგენილია მრავალფეროვანი ველის ბალახოვანი მცენარეულობით.<ref>[http://greenalt.org/webmill/data/file/Draft_EIA_ver12_Geo_Part2.pdf ბუნებრივი და სოციალური გარემოს არსებული მდგომარეობა]</ref> სანაპირო თითქმის მთლიანად არის გარშემორტყმული მცენარეულობით. გვხვდება [[ისლი]] და [[ლელქაში]], რომელსაც [[წყლის ფრინველები]] აფარებენ თავს.<ref name="travelingeorgia" />
ხაზი 43:
 
აღსანიშნავია, რომ [[2002|2002 წლის]] [[16 სექტემბერი|16 სექტემბერს]] კუმისის ტბაში ჩავარდა სასაზღვრო ძალების საავიაციო რაზმის VB-2 ტიპის [[შვეულმფრენი]], რომელიც ასევე სასწავლო ფრენას ასრულებდა. დაიღუპა ორივე პილოტი — კაპიტნები: ნუგზარ ცხოვრებოვი და ზურაბ ბუქვაიძე. მომხდარი კატასტროფიდან ორიოდე დღის შემდეგ, სასაზღვრო ძალების კიდევ ერთი, ამჯერად Vბ-8VN ტიპის შვეულმფრენი ჩამოვარდა კინაღამ ტბაში.<ref>[http://www.opentext.org.ge/index.php?m=54&y=2002&art=7159 საჰაერო ტრაგედია ქართულ ცაში...]</ref>
 
== გალერეა ==
<gallery mode="packed-overlay" heights="140px">
ფაილი:Lake Kumisi and a hill.jpg
ფაილი:Geliujitepe (G.N. 2012).jpg
ფაილი:Kumisis-bunebrivi-resursebi-tba.jpg
</gallery>
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კუმისის_ტბა“-დან