კუმისის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
No edit summary
ხაზი 38:
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, გეოლოგის, [[ალექსანდრე ჯანელიძე|ალექსანდრე ჯანელიძის]] მიხედვით, კუმისის ტბა [[ფსევდოკარსტი|ფსევდოკარსტული]] წარმოშობისაა.<ref name="mar."/> ტბა საზრდოობს წვიმის წყლითა და მცირე ნაკადულებით. ტბის ფსკერი სამკურნალო თვისების მქონე [[ტალახი]]თაა მოფენილი. შუა ნაწილში ტალახის სისქე რამდენიმე ათეული სმ-ია.<ref>[http://moe.gov.ge/res/images/file-manager/sajaro-ganxilva/saakadze/auditi.pdf რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში]</ref> კუმისის ტალახს აქტიურად იყენებენ თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე.<ref name="travelingeorgia">[http://travelingeorgia.ge/region/Resort-Kumisi/ კურორტი კუმისი]</ref>
 
კუმისის ტბის მისი წყალმარილოვანი და ორგანული ფაზების შემადგენლობა, სხვადასხვა მიკრო- და მაკროელემენტების და ორგანული ნივთიერებების შემცველობა მათიპარფიუმერულ-კოსმეტიკურ პროდუქციაში გამოყენების და პერსპექტიულობის პროგნოზირების საშუალებას იძლევა.<ref>[http://gtu.ge/Ctmf/Science/Disertation/Referat/2017/Khatuna_Michelashvili.pdf საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი]</ref> კუმისის ტბის შემოგრენი წარმოდგენილია მრავალფეროვანი ველის ბალახოვანი მცენარეულობით.<ref>[http://greenalt.org/webmill/data/file/Draft_EIA_ver12_Geo_Part2.pdf ბუნებრივი და სოციალური გარემოს არსებული მდგომარეობა]</ref> სანაპირო თითქმის მთლიანად არის გარშემორტყმული მცენარეულობით. გვხვდება [[ისლი]] და [[ლელქაში]], რომელსაც [[წყლის ფრინველები]] აფარებენ თავს.<ref name="travelingeorgia" />
 
მდიდარია [[თევზი]]თ. მრავლად მოიპოვება [[კეფალი]], [[სქელშუბლა]], [[კობრი]], [[ლოქო]], [[სარკისებრი კობრი]], [[ხრამული]], [[წვერა]], და სხვა; ტბაზე ხშირად ეწყობა სამოყვარულო შეჯიბრებები სპორტულ თევზჭერაში.<ref name="travelingeorgia" />
 
აღსანიშნავია, რომ [[2002|2002 წლის]] [[16 სექტემბერი|16 სექტემბერს]] კუმისის ტბაში ჩავარდა სასაზღვრო ძალების საავიაციო რაზმის VB-2 ტიპის [[შვეულმფრენი]], რომელიც ასევე სასწავლო ფრენას ასრულებდა. დაიღუპა ორივე პილოტი — კაპიტნები: ნუგზარ ცხოვრებოვი და ზურაბ ბუქვაიძე. მომხდარი კატასტროფიდან ორიოდე დღის შემდეგ, სასაზღვრო ძალების კიდევ ერთი, ამჯერად Vბ-8VN ტიპის შვეულმფრენი ჩამოვარდა კინაღამ ტბაში.<ref>[http://www.opentext.org.ge/index.php?m=54&y=2002&art=7159 საჰაერო ტრაგედია ქართულ ცაში...]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კუმისის_ტბა“-დან