ბედი ქართლისა (ჟურნალი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''"ბედი ქართლისა"''', ''"რევიუ დე კარტველოლოჟი"'' ("Bedi Kartlisa. Revue de Kartvélologie") ქართველოლოგიური სამეცნიერო ჟურნალი. დაარსდა [[1948]] წელს [[პარიზი|პარიზში]]. [[1958]] წლამდე გამოდიოდა ქართულ ენაზე. ამ წლიდან სტატიები იბეჭდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ყოველწლიურად გამოდიოდა ჟურნალის ერთი ან ორი გაერთიანებული ტომი ([[1983]] წელს გამოვიდა ბოლო - 41-ე ტომი).
 
ჟურნალი გამოდიოდა [[საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრი]]ს დახმარებით. "ბედი ქართლისამ" თავის გარშემო შემოიკრიბა უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგები; "ბედი ქართლისაში" იბეჭდებოდა აგრეთვე ქართველი, აზერბაიჯანელი და ჩრდილოეთკავკასიელი საბჭოთა მეცნიერების სტატიები. ჟურნალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. დამაარსებელი ნ. სალია (ქურციკაშვილი), დირექტორ-რედაქტორი - პროფ. [[სალია, კალისტრატ|კ. სალია]], მდივანი - გ. გოგოლაშვილი. ჟურნალის სამეცნიერო საბჭოში, რომლის თავმჯდომარე იყო კ. სალია, შედიოდნენ: [[ასფალგი, იულიუს|ი. ასფალგი]] (მიუნხენი), [[დიუმეზილ, ჟორჟ|ჟ. დიუმეზილი]] (პარიზი), [[ლაფონი, რენე|რ. ლაფონი]] (ბორდო), [[ლენგი, დეივიდ|დ. ლენგი]] (ლონდონი), [[მელიქოვი, ირენე|ი. მელიქოვი]] (სტრასბურგი), [[მერსიე, შარლ|შ. მერსიე]] (პარიზი), [[მოლიტორი, იოზეფ|ი. მოლიტორი]] (ბამბერგი), [[უტიე, ბერნარ|ბ. უტიე]] (საბლე-სიურ-სართი), [[პარი, კატრინ|კ. პარი]] (პარიზი), [[პეჩი, გერტრუდ|გ. პეჩი]] (იენა), [[შმიდტი, კარლ ჰორსტ|კ. ჰ. შმიდტი]] (ბონი), [[ესბროკი, მიხაელ ვან|მ. ვან ესბროკი]] (ბრიუსელი), [[ფოგტი, ჰანს|ჰ. ფოგტი]] (ოსლო), [[წერეთელი, მიხეილ|მ. წერეთელი]] (ბერლინი).
 
[[კატეგორია:საფრანგეთის ჟურნალები]]