იკორთის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''იკორთის ტაძარი''' — ძველი [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|ქართული მართლმადიდებლური]] ტაძარი, მდებარეობს [[სოფელი|სოფელ]] [[იკორთა|იკორთას]] ([[გორის მუნიციპალიტეტი]]) განაპირას, მთის კალთაზე. გუმბათოვანი ტაძარი აგებულია [[1172]] წელს. გეგმით ოთხკუთხა შენობის [[გუმბათი]] საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს ეყრდნობა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ტაძარი უხვად ნათდება გუმბათის მაღალ ყელში დატანებული 12 სარკმლიდან. კედელ-კამარები თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო (ფრანგმენტები შემორჩენილია აფსიდში, ჩრდილოეთ კედელსა და გუმბათზე), სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებს მიშენებული ჰქონდა კარიბჭეები (დანგრეულია), ახლანდელი სამხრეთ კარიბჭე გვიანდელია.
 
ტაძრის ფასადები და [[გუმბათის ყელი]] მდიდრულადაა მოჩუწურთმებულიმოჩუქურთმებული და გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. იკორთის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ქრონოლოგიურად და მხატვრულსტილისტიკური თავისებურებებით უადრესი ნიმუშია [[XII საუკუნე|XII]]-[[XIII საუკუნე|XIII საუკუნეების]] მიჯნაზე შექმნილი ქართლის გუმბათოვანი ტაძრებისა, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე.
 
იკორთის ტაძარში არიან დაკრძალული [[კახეთის აჯანყება 1659|კახეთის აჯანყების]] ([[1659]]) ხელმძღვანელები:[[ჩოლოყაშვილი, ბიძინა |ბიძინა ჩოლოყაშვილი]], [[შალვა ქსნის ერისთავი|შალვა]] და [[ელიზბარ ქსნის ერისთავი|ელიზბარ]] ქსნის ერისთავები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იკორთის_ტაძარი“-დან