ალვარო მორატა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
23 ივნისს „Marca.com“-მა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ალვარო მორატა „[[მადრიდის რეალი|მადრიდის რეალის]]“ პირველ გუნდში ითამაშებდა<ref>http://www.marca.com/2012/06/23/futbol/equipos/real_madrid/1340439579.html</ref>. მისი დაწინაურება გამოიწვია მისმა ბრწყინვალე თამაშმა „[[რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)|კასტილიაში]]“. ბოლო ორი სეზონი ის კლუბის ლიდერი იყო. მას შეუძლია როგორც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში, ისე პლეიმეიკერადაც და მარცხენა ნახევარმცველადაც. „[[რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)|კასტილიის]]“ ბოლო სეზონში მორატამ 17 გოლის გატანა მოახერხა<ref>http://www.merengues.ru/main/4883-marca-morata-stanet-pervym-priobreteniem-madrida.html</ref>.
 
=== სეზონი 2012/13 და 13/14 ===
მორატამ ახალ სეზონში პირველად მე-2 ტურში, „[[ხეტაფე (საფეხბურთო კლუბი)|ხეტაფეს]]“ წინააღმდეგ ითამაშა, ის სათადარიგო სკამიდან შევიდა მოედანზე. მე-11 ტურში „[[ლევანტე (საფეხბურთო კლუბი)|ლევანტეს]]“ წინააღმდეგ მორატა ამჯერადაც სათადარიგოდან გავიდა მოედანზე და 84-ე წუთზე მან გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა (1:2).
 
2013-14 წლების სეზონში, [[მადრიდის რეალი|მადრიდის „რეალში“]] [[კარლო ანჩელოტი]]ს მოსვლის შემდეგ, ალვარო პირველი გუნდის სტაბილურ წევრად იქცა. ის ხშირად შემოდიოდა სათადარიგო სკამიდან, ძირითად შემთხვევაში [[ქარიმ ბენზემა]]ს ნაცვლად. მორატამ [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა]]ზეც მოახერხა თავის გამოჩენა. მან მისი პირველი გოლი 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში, „შალკეს“ წინააღმდეგ გაიტანა. მორატამ დუბლი შეასრულა [[ლა ლიგა|ლა ლიგის]] უკანასკნელ ტურში, [[ესპანიოლი (საფეხბურთო კლუბი)|„ესპანიოლის“]] წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც სამეფო კლუბმა 3-1 მოიგო. ალვარო ბენზემას ნაცვლად შეცვლაზე შემოვიდა 24 მაისს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ.
 
== სანაკრებო კარიერა ==