ხანი (ტიტული): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ხანი''' (თურქ.) — თურქული და მონღოლური ტიტული. თავდაპირველად ა...
(განსხვავება არ არის)

13:54, 15 ივნისი 2017-ის ვერსია

ხანი (თურქ.) — თურქული და მონღოლური ტიტული. თავდაპირველად აღნიშნავდა ტომის ბელადს (მაგ. ირანისა და ავღანეთის მომთაბარე ტომებში). სელჩუკთა და ხვარაზმშაჰების დროს იყო თავადის ტიტული. მონღოლეთის იმპერიაში XIII-XIV საუკუნეებში - ულუსის გამგებელი. სახელმწიფოებში,რომლებიც წარმოიქმნენ მონღოლეთის იმპერიის დაცემის შემდგომ,ხანი ხელმწიფის ტიტული იყო,ოსმალეთის იმპერიაში - სულთნის ტიტული. ირანში სეფიანთა დროს ხანი იყო ოლქის გამგებელი,ასევე სამხედრო-ფეოდალურ დიდგვაროვანთა ერთ-ერთი ტიტული.

ლიტერატურა