წარღვნა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''წარღვნა''', მეორედ მოსვლა, წყალრღვნა, სამყაროს დაღუპვა, {{lang-de|რაგნაროკი}}, ადამიანთა მოდგმის გაწყვეტა წყალდიდობის ან მსოფლიო ხანძრის მეშვეობით — საყოველთაო უზნეობის, უსაქციელობის, გადაგვარების დროს, კაცთა მოდგმის განახლების მიზნით (რაგნაროგში ღმერთებიც იღუპებიან). საბერძნეთში ეს მოხდა დევკალიონის დროს, შუამდინარეთში უთ(ა)ნაფიშთიმის დროს, (იგივე ზიუსუდრა). ბიბლიური წარღვნა კი პატრიარქ [[ნოე]]ს ჟამს.
 
ნოე წელიწადს 12 თვედ ყოფდა. თითოეულ თვეში 30 დღე შედიოდა. ძველ დროში პირველი თვე ჩვენი კალენდრის მიხედვით სექტემბრის მეორე ნახევრიდან იწყებოდა. კოკისპირული წვიმა კი წამოვიდა „მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს“ და ძვ. წ. 2370 წლის ნოემბერსა და დეკემბერში 40 დღე-ღამის განმავლობაში გადაუღებლივ წვიმდა.ერთ-ერთ ისტორიულ წყაროში ნათქვამია: „დედამიწაზე წარღვნა 40 დღეს გრძელდებოდა . . . წყლის დონემ ისე აიწია, რომ ცისქვეშეთში ყველა მაღალი მთა დაფარა. წყალი მაღალი მთების მწვერვალებსაც კი 6,5 მეტრით სცდებოდა
 
კიდობნის აშენების შემდეგ, ღმერთმა უთხრა ნოეს: „შედით კიდობანში შენ და შენი ოჯახი, რადგან დავინახე, რომ შენა ხარ მართალი ჩემ წინაშე ამ თაობაში. წმინდა ცხოველთაგან აიყვანე შვიდ-შვიდი, დედალ-მამალი, უწმინდურ ცხოველთაგან მხოლოდ ორ-ორი, დედალ-მამალი“ (დაბადება 7:1, 2). ზოგიერთი თარგმანი, მაგალითად, „ახალი ინგლისური ბიბლია“, „ახალი იერუსალიმის ბიბლია“ და „[[თანახი]] — წმინდა წერილები“, ამ ებრაულ ტექსტს თარგმნის „შვიდ წყვილად“. რის საფუძველზე განარჩევდნენ წმინდა ცხოველებს უწმინდური ცხოველებისგან? როგორც ჩანს, ცხოველებს იმის საფუძველზე კი არ განარჩევდნენ, თუ რომელი იყო საჭმელად ვარგისი და რომელი არა, არამედ იმის საფუძველზე, თუ რომლის შეწირვა შეიძლებოდა მსხვერპლად ღვთის თაყვანისცემისას და რომლის არა. წარღვნამდე ადამიანები ხორცს არ ჭამდნენ. ცხოველები საკვებად „წმინდად“ და „უწმინდურად“ მოსეს რჯულით დაიყო და მოსეს რჯულის გაუქმებასთან ერთად ეს ცნებებიც გაუქმდა . როგორც ჩანს, ნოემ იცოდა, რომელი ცხოველების გამოყენება შეიძლებოდა ღმერთისთვის მსხვერპლის შეწირვისას. კიდობნიდან გამოსვლისთანავე „აუშენა ნოემ სამსხვერპლო უფალს და აიღო ყოველი წმიდა პირუტყვისაგან და ყოველი წმიდა ფრინველისგან, და აიტანა სრულადდასაწველნი სამსხვერპლოზე“ (დაბადება 8:20).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წარღვნა“-დან