ზიმბაბვე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: იმფორმ → ინფორმ using AWB
ხაზი 119:
ზიმბაბვეს [[კლიმატი]] მერყეობს ჩრდილოეთში [[სუბეკვატორული კლიმატური სარტყელი|სუბეკვატორული კლიმატიდან]] სამხრეთში [[ტროპიკული კლიმატური სარტყელი|ტროპიკულ კლიმატამდე]]. წელიწადში გამოირჩევა სამი სეზონი: თბილი ნოტიო ზაფხული (ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, 21—27 °С), გრილი მშრალი ზამთარი (აპრილი — ივნისი, 13—17 °С, მთებში იცის სუსხიც) და ცხელი მშრალი გაზაფხული (აგვისტო — ოქტომბერი, 30—40 °С). წელიწადში ნალექების რაოდენობა შეადგენს 400 მმ-დან სამხრეთის დაბლობებში 2000 მმ-მდე აღმოსავლეთის მთებში.
 
[[პლატო]]ს ცენტრალური ნაწილის საშუალო წლიური ტემპერატურაა — 18,89  °C; საშუალოწლიური მაქსიმუმი — 25,56  °C, მინიმუმი — 12,22  °C.
 
ივნისი და ივლისი ყველაზე უფრო გრილი თვეებია წელიწადში. ამ დროს ქვეყნის ძირითადი ნაწილისთვის დამახასიათებელია მსუბუქი სუსხი, მაგრამ ძლიერი ყინვები (−5  °C და უფრო დაბალი) საკმაოდ იშვიათია. აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაწყებული ტემპერატურა თანდათან იზრდება და თავის პიკს აღწევს ოქტომბერში, ამიტომ სექტემბერი და ოქტომბერი ყველაზე უფრო ნაკლებად სასიამოვნო თვეებია. თუმცა ზღვის დონიდან 1200 მეტრზე უფრო მაღლა მდებარე რეგიონებში 37  °C-ზე უფრო მაღალი ტემპერატურა იშვიათობაა — როგორც წესი, ამ თვეებში ტემპერატურა იმყოფება 29—35  °C-ის ინტერვალში.
 
ჰაერის ფარდობითი ტენიანობა ოქტომბერში და სექტემბერში არ აჭარბებს 35—40 %-ს. ნოემბრიდან დაწყებული დღის ტემპერატურა ეცემა მზარდი ღრუბლიანობის გამო, რომელიც თან ახლავს წვიმების სეზონის დასაწყისს, ხოლო ტენიანობა მატულობს<ref name="Southern Rhodesia">Southern Rhodesia. Handbook for the use of prospective settlers on the land. Fifth edition. 1930</ref>.
ხაზი 296:
 
== ეკონომიკა ==
1980 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ზიმბაბვე ეკუთვნოდა აფრიკის კონტინენტზე [[ეკონომიკა|ეკონომიკურად]] ერთ-ერთ ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებს. დღეისათვის ზიმბაბვე შედის მსოფლიოში ყველაზე უფრო ღარიბი ქვეყნების რიცხვში. 2012 წელს [[მთლიანი შიდა პროდუქტი]] ერთ სულ მოსახლეზე — 600 USD დოლარია. ეს ყველაზე უფრო დაბალი დონეა მსოფლიოს ყველა ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ.<ref name="The World Factbook">[https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/rankorder/2004rank.html?countryname=Zimbabwe&countrycode=zi&regionCode=afr&rank=227#zi The World Factbook]</ref>
 
=== მრეწველობა ===
ხაზი 368:
2009 წლის იანვრისთვის ინფლაციამ მიაღწია 321 000 000 %-ს. დამყარდა აბსოლუტური მსოფლიო რეკორდი, ბრუნვაში შემოღებული იქნა კუპიურა ნომინალით 100 ტრილიონი ზიმბაბვეს დოლარი, ხოლო მოკლე დროის გასვლის შემდეგ ხელისუფლება წავიდა ქვეყანაში ნებისმიერი უცხოური ვალუტის გამოყენებაზე. ფაქტიურად ზიმბაბვეს დოლარი ბრუნვიდან იქნა ამოღებული, რადგანაც მოქალაქეები უბრალოდ აღარ იყენებდნენ ეროვნულ ფულს, ისინი უპირატესობას აძლევდნენ [[ამერიკული დოლარი|ამერიკულ დოლარს]], [[რანდი|სამხრეთაფრიკულ რანდს]] და [[ბოტსვანის პულა]]ს. ამ ნაბიჯით მუგაბეს ხელისუფლებამ შეძლო შეეჩერებინა უსაზღვრო ჰიპერინფლაცია, შეემცირებინა იგი 10 %-მდე წელიწადში (2009 წელი). უკვე 2009 წელს ზიმბაბვეს ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. 2010 და 2011 წლებში ზრდამ შეადგინა 9 %-ზე მეტი, ხოლო 2012 წელს მოუსავლიანობის და ალმასებზე ფასების ვარდნის გამო გახდა — 5,5 %.<ref>[http://data.worldbank.org/country/zimbabwe World DataBank]</ref>. მიუხედავად ამისა, [[ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო]]ს ანალიტიკოსების აზრით, ეკონომიკის სტრუქტურული უწესივრობები აგრძელებენ ზრდის დამუხრუჭებას.
 
[[მთლიანი შიდა პროდუქტი]] ერთ სულ მოსახლეზე ([[მსყიდველობითი უნარის პარიტეტი]]ს მიხედვით) — 600 აშშ დოლარია. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოს ყველა ქვეყანას და ტერიტორიებს შორის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ<ref>[https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/rankorder/2004rank.html?countryname name=Zimbabwe&countrycode=zi&regionCode=afr&rank=227#zi "The World Factbook]<"/ref>. უნდა აღინიშნოს, რომ ზიმბაბვეში რამდენიმე ათწლეულია მიმდინარეობს [[დემოგრაფია|დემოგრაფიული]] აფეთქება, ქვეყნის მოსახლეობა იზრდება 1 მილიონი ადამიანით თითოეულ ოთხ წელიწადში.
 
2000-იანი წლების უპრეცედენტო ეკონომიკურ კრიზისამდე ზიმბაბვეს მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონე 1990-იან წლებში ასევე არ იყო მაღალი: მიუხედავად იმისა, რომ 1990-იან წლებში ზიმბაბვე იყო საკვები პროდუქტების ექსპორტიორი, შემოსავლების დიდ ნაწილს ამ ექსპორტიდან ღებულობდა დაახლოებით 8000 თეთრკანიანი მესაკუთრე, რომლებიც იყვნენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლები და მოგვიანებით ჩამოერთვათ მიწები. თეთრკანიანი ფერმერების მეურნეობა აწარმოებდა სასოფლო-სამეურნეო საქონლის პროდუქტების 78 %-ს.
ხაზი 433:
ზიმბაბვეს პრესას ზოგჯერ აქვს დაძაბული ურთიერთობები უცხოურ პრესასთან და ხელისუფლებებთან. მეზობელი ქვეყნების — ბოტსვანის, ზამბიის და ტანზანიის ხელისუფლებები, რომლებთაც აქვთ დაძაბული ურთიერთობები ზიმბაბვესთან, რეგულარულად აპროტესტებენ ზიმბაბვეს სახელმწიფო მასმედიის მიერ მათი ქვეყნების მიმართ გამოქვეყნებულ საწინააღმდეგო სტატიებს.<ref>[http://www.times.co.zm/news/viewnews.cgi?category=2&id=1212740839 "Zambia protests over Zim attacks...Incessant blows on President Mwanawasa unjustified"], ''Times of Zambia'', accessed November 29, 2008.</ref> მთავრობამ ასევე აკრძალა ბევრი უცხოური რადიოსამაუწყებლო სადგური ზიმბაბვეში, მათ შორის: [[BBC]], [[CNN]], "[[Sky News]]", [[კანადის რადიოსამაუწყებლო კორპორაცია]], [[ავსტრალიის რადიოსამაუწყებლო კორპორაცია]], [[მეოთხე არხის სატელევიზიო კორპორაცია]], [[ამერიკული რადიოსამაუწყებლო კომპანია]] და "[[Fox News Channel]]". შეზღუდვები მოიხსნა 2009 წლის ივლისში, ანუ BBC-იმ და CNN-მა შეძლო განეახლებინა ქვეყანაში მუშაობა, მაგრამ სხვა ბევრ დასავლურ ახალი ამბების მედია საშუალებებს ისევ აკრძალული აქვთ მუშაობა.<ref>Plunket, John; Holmwood, Leigh (July 29, 2009). [http://www.guardian.co.uk/world/2009/jul/29/zimbabwe-bbc-cnn Zimbabwe lifts reporting ban on BBC and CNN after eight years]. ''[[The Guardian]]''.</ref> დასავლეთი და სამხრეთი აფრიკის სხვა ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოები და გაზეთები აკრძალულია ზიმბაბვეში.<ref>Dean, Chris (July 29, 2009). [http://www.digitaljournal.com/article/276668 CNN and BBC to Report Again from Zimbabwe]. [[DigitalJournal.com]].</ref> ის რადიოსადგურები, რომლებიც დაშვებულია ზიმბაბვეში, როგორიცაა "[[ალ ჯაზირა]]", გაფრთხილებული იყვნენ, რომ ყოფილიყვნენ "უფრო ობიექტურები" თავიანთ მოხსენებებში ზიმბაბვეს ხელისუფლების მიმართ საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
 
ქვეყანაში მედია საშუალებების მდგომარეობის შეფასებისას უცხოელმა ჟურნალისტებმა იგი მკაცრად გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ [[სიტყვის თავისუფლება]] მომავალში კიდევ უფრო გაუარესდება. იმფორმაციისინფორმაციის სამინისტროს განცხადებით უცხოელი ჟურნალისტები "ამრუდებენ ქვეყნის ისტორიას".<ref>[http://www.apanews.net/apa.php?page=show_article_eng&id_article=85299 Outrage over Zimbabwe media registration fees], ''African Press Agency'', January 10, 2009.</ref>
 
== კულტურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზიმბაბვე“-დან