ერევნის დრამატული თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Sundukyan_Theatre_sculptures_1.jpg|მინი|250პქ|თეატრის შესასვლელი]]
'''გ. სუნდუკიანის სახელობის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური თეატრი''', ({{lang-hy|Գաբրիել Սունդուկյանի անվան ազգային ակադեմիական թատրոն}}, უწინ „გ. სუნდუკიანის სახელობის ერევნის დრამატული თეატრი“) [[სომხეთი]]ს წამყვანი თეატრი. შეიქმნა 1922 წელს ერევანში სომხეთის I სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით. მის ბირთს შეადგენდნენ [[თბილისი]]დან ჩასული სომეხი მსახიობები. [[1937]] წელს მიენიჭა გ. სუნდუკიანის სახელი, [[1960]] — აკადემიური თეატრის წოდება. 1956 წელს დაჯილდოვდა [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თ. თეატრის დაარსების პირველ წლებში აქ მოღვაწეობდნენ მსახიობები: ჰ. აბელიანი, გ. ავეტიანი, ა. გულაკიანი, ჰასმიკი, ვ. ვაღარშიანი, რ. ნერსესიანი. წამყვანი რეჟისორები იყვნენ: ლ. ქალანთარი, ა. ბურჯალიანი, ა. გულაკიანი, კ. აჯემიანი და სხვები. დადგმებიდან აღსანიშნავია: შექსპირის „ოტელო“ (1926) და „ჰამლეტი“, ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“ (1951), პარონიანის „ძია ბაღდასარი“ (1954), გ. სუნდუკიანის „ხათაბალა“ (1927); შირვანზადეს „პატიოსნებისათვის“ (1939) და „ნამუსი“ (1955, დემირჭიანის „ნაპოლეონ კორკოტიანი“) (1934), ზარიანის „საცდელი მინდორი“ (1953), არაქსმანიანის „60 წელი და 3 საათი“ (1965), ბ. ლავრენოვის „რღვევა“ (1967) და სხვა.
 
1977 წელს დასში იყვნენ: სსრკ-ის სახალხო არტისტები: ა. ავეტისიანი, გ. ჯანიბეკიანი, ბ. ნერსესიანი, სომხეთის სახალხო არტისტები: ო. ავაქიანი, ა. არაზიანი, ა. ასრიანი და სხვები.