The Lamb Lies Down on Broadway: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
}}
 
'''''The Lamb Lies Down on Broadway''''' — [[ინგლისი|ინგლისური]] [[პროგრესული როკი|პროგრესული როკ]]-ჯგუფ [[ჯენესისი|ჯენესისის]] ორმაგი [[კონცეპტუალური ალბომი]], რომელიც გამოვიდა [[1974]] წლის [[29 ნოემბერი|29 ნოემბერს]]. ეს არის ჯგუფის რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი და უკანასკნელი, ჩაწერილი [[პიტერ გებრიელი]]ს მონაწილეობით.
 
ალბომში მოთხრობილია [[პუერტო რიკო|პუერტო რიკოელი]] ახალგაზრდის, რაელის [[სიურრეალიზმი|სიურრეალისტური]] ამბავი, რომელიც ვითარდება ნიუ-იორკის ქუჩებსა და მიწისქვეშეთში. მიწისქვეშ რაელი აღმოაჩენს თავის გარდაცვლილ ძმა ჯონს. სხვადასხვა მოგზაურობისას იგი სიურრეალისტურ სამყაროში ამოჰყოფს თავს. საბოლოოდ, იგი საკუთარ ბედს შეეგუება და მოულოდნელად მიხვდება, რომ უკვე დიდი ხნის მკვდარია.
ხაზი 53:
სარეპეტიციო სესიების მსვლელობისას მუსიკოსებს მრავალი იმპროვიზაციის საშუალება ჰქონდათ. ერთ-ერთი ასეთი იმპროვიზაციის შედეგი იყო „Fly On A Windshield“, ალბომის მეორე კომპოზიცია. ჩაწერისას ასეთი რამ მოხდა - მუსიკოსებმა სტუდიაში ჩააქრეს განათება. სტივმა და ტონიმ დაიწყეს ინსტრუმენტებით უცნაური ხმების შექმნა. მოულოდნელად გაისმა ჭექა-ქუხილის ხმა. ეს იმპროვიზაცია, ცნობილი როგორც „Evil Jam“, ალბომში „The Waiting Room“-ის სახეს ატარებს.
 
მას შემდეგ, რაც მასალაზე მუშაობა დაასრულეს, ჯგუფმა უელსში ინსტრუმენტული ნაწილის ჩაწერა დაიწყო. ამ პერიოდში გებრიელს პირველი შვილი ეყოლა, რომელიც მოათავსეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. „უელსში ვიწერდით, ჩემი გოგონა კი სიკვდილ-სიცოცხლის პირას, პედინგტონში იმყოფებოდა. ამიტომ ხუთსაათიანი მგზავრობები მიწევდა. ძალიან მღლიდა. სხვები მითანაგძნობდნენ, მაგრამ ბოლომდე არ ესმოდათ. ჯგუფისთვის ყოველთვის მთავარი იყო ჩვენი ვალდებულებები. ჩვენი ცხოვრება იყო მუშაობა და არსებობის სხვა სახით გამოხატვა აღიქმებოდა, როგორც საშიში“.
 
მას შემდეგ, რაც მუსიკალური ნაწილი ჩაიწერა, დარჩა ტექსტების დამატება. ჯგუფში არ მოსწონდათ, რომ პიტერი აგვიანებდა მათ მიტანას. ვინაიდან მასზე ზეწოლა ხდებოდა, ყოველივე აისახა საბოლოო ტექსტების ბუნდოვან ხასიათში - პიტერს არ ჰქონდა საკმარისი დრო, კონცეფციისთვის გადაეხედა. საბოლოო ჯამში, მხოლოდ „The Light Dies Down On Broadway“-ის ტექსტი დაწერეს ტონი ბენქსმა და მაიკ რეზერფორდმა. ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ მუშაობა Island Studios-ში, ნოტინგ-ჰილში გაგრძელდა. პიტერი შეხვდა [[ბრაიან ინო]]ს, რომელსაც სთხოვა, ალბომის ჩაწერაში დახმარებოდა. უამრავი ექსპერიმენტის შემდეგ ალბომში მისი მონაწილეობით მხოლოდ ორი კომპოზიცია შევიდა - „In the Cage“ და „The Grand Parade of Lifeless Packaging“. საბოლოო ეტაპზე ალბომზე ლონდონში მუშაობდნენ. ფილ კოლინზი მასზე ღამით იჯდა და საბოლოო მიქსს ამზადებდა.
 
ჩაწერის მიწურულს სტივ ჰეკეტმა ცერა თითზე ნერვი დაიზიანა, რის გამოც ინგლისში დაგეგმილი სამკვირიანი ტურნე გადაიდო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/The_Lamb_Lies_Down_on_Broadway“-დან