კოპალიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
როგორც ქართული გვარების უმრავლესობას, ისე კოპალიანების გვარის შესახებ არსებობს სხვადასვა, ერთმანეთისაგან განსხვავებული თქმულება თუ გადმოცემა. დღესდღეობით რთულია იმის ზუსტი გარკვევა ამ თქმულებებიდან რომელიმე შეესაბამება თუ არა ისტორიულ სინმდვილეს, თუმცა მათი არსებობა გვარის მეხსიერებაში მის სიძველეზე და განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. ყველაზე მეტად ფესვგადგმული და ცნობილი თქმულება გვარში წარმართულ ღვთაება კოპალეს უკავშირდება.
 
წინარექრისტიანულ ხანაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიეთა შორის, განსაკუთრებით არგვისპირა მოსახლეობაში გავრცელებული იყო ღვთაება [[კოპალა|კოპალესკოპალე ს]]კულტი.ადგილობრივებისათვის იგი წარმოადგენდა ყოველგვარი ბნელი, ბოროტი ძალების წინაამღდეგ მებრძოლი გმირის განსახიერებას. ლეგენდები ყვებიან მისი ლახტის დიდ შესაძლებლობებზე და დევებთან მის ომებზე. ამის გამო კოპალეს შრთამომავლობას ბევრი მტერი და მოშურნე გამოუჩნდა, ამიტომაც ისინი საქართვლეოს სახვადასხვა კუთხეებში გაიხიზნენ. მათი ნაწილი მოსულა ზემო სვანეთში სადაც დასაბამი მისცეს კოპალიანების გვარს. სხვა კუთხეებში გახიზნულებმაც შეინარჩნეს ლეგენდარული წინაპრის ფუძე და მიიღეს კოპალეიშვილის, კოპაძის და კოპალაძის გვარები.
 
გვარში არსებობს შიდა განშტოებები, რომლებიც სხვა და სხვა წარმოშობისანი არიან. სისხლით ნათესავად არ მიიჩნევენ თავს თუმცა საერთო გვარის ხალხად იღებენ ერთმანეთს. ასეთი განშტოებები საგვარეულოს უფრო საინტერესოს და მრავალრიცხოვანს ხდის და ასეთი რამ არა გვარის არაერთსულოვნებისა და სისუსტის არამედ სიძლიერის ნიშანია.
ხაზი 46:
კოპალიანების გვარი თუ თქმულებებს დავუჯერებთ უნდა მომდინარეობდეს კოპალეს კულტიდან, ანუ მათი წინაპრები იყვნენ წარმართობის პერიოდიდან მომდინარე ძლიერი შტოები, რომლებიც შემდეგ დასავლეთ საქართველოში განსახლდნენ სვანეთში, ლეჩხუმში გურიასა და იმერეთში.
 
გვარი პირველად იხსენიება XII-ე საუკუნეში საეკლესიო დასტარებში. მისი ძლიერ საგვარეულოდ ჩამოყალიბება კი დაიწყო XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც სვანეთში მოიპოვეს მამულები და შემდეგ დამკვიდრდნენ ლეჩხუმში სადაც დაარსეს დიდი სოფელი "საკოპალიანო" (დღევ. [[ლუხვანო]]). შემდგომში მათ მიემატა მეორე განშტოება ზემო საკოპალიანო([[ზარაგულა]]) რომელიც სხვა დამოუკიდებელი შტო იყო.ამავე პერიდში შეიქმნა მცირე სამოურავო, რომელიც [[ლეჩხუმის სათავადო|ლეჩხუმის სათავადოს]] შემადგენელი ნაწილი იყო და კოპალიანების გვარი მართავდა —[[საკოპალიანო]].
 
კოპალიანები ძირითადად მსახურობდნენ ლეჩხუმის მოუურავების კარზე, მათი ნაწილი პეიროდულად მოურავობის ტიტულსაც აღწევდა. მაგ. პეტრე კოპლიანი [[დავით დადიანი|დავით დადიანის]] მოურავი იყო. ასევე ბერი კოპალიანი, რომელიც სოლომონ I-ს ემხრობოდა (სავარაუდოდ ზარაგულის კოპალიანებიდან). ლუხვანოს კოპლლიანები რადგანაც მათ მამულები კაცია დადიანმა გადასცა სწორედ ლეჩხუმში ოდიშის მომხრეთა რიგებში იდგნენ, ხოლო ზარაგულას კოპალიანები უფრო იმერეთის მეფის მხარეს იხრებოდნენ. დადიანების ერთპიროვნული მმართვლეოსბის და [[ლეჩხუმის სათავადო|ლეჩხუმის სამოურავოს]] არსებობის პერიოდში ლუხვანოს კოპალიანები იყვნენ აზნაურის ტიტულის მქონეები რაც ჩანს არქივში არსებული სამეფო სიგელებიდან. თუმცა სამეგრელოში რუსეთის პროტექტორატის დამყარების შემდგომ მათ ეს ყველაფერი დაკარგეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოპალიანები“-დან