ადოლფ ჰიტლერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 119:
===ვენასა და მიუნხენში===
[[ფაილი:Hitler house in Leonding.jpg|მინი|ჰიტლერის სახლი ლეონდინგში]]
[[1905]] წლიდან ჰიტლერი სახელმწიფო შეღავათებისა და დედის დახმარების ხარჯზე [[ვენა]]ში ცხოვრობდა. იგი, ასევე, თავს ირჩენდა სხვადასხვა ადგილას არასტაბილური მუშაობით და ვენის ღირსშესანიშნაობების აკვარელით ხატვით. მან, ასევე, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაც სცადა, თუმცა მას ორჯერ უთხრეს უარი: ჯერ [[1907]], ხოლო შემდეგ [[1908]] წელს, რადგანაც, აკადემიის აზრით, ჰიტლერი „ფერწერისთვის გამოუსადეგარი“ იყო.<ref>Hitler 1999, გვ. 20</ref><ref>Bullock 1962, გვ. 30–31.</ref> აკადემიის დირექტორმა მას არქიტექტურის შესწავლა შესთავაზა, თუმცა, ეს შეუძლებელი გამოდგა, რადგან ჰიტლერს საშუალო სკოლა არ დაუმთავრებია.<ref>Bullock 1962, გვ. 31</ref> ამ წარუმატებლობას დაემატა 1907 წელს დედამისის გარდაცვალება 1907 წელს, რის შემდეგადაც უფულოდ დარჩენილ ჰიტლერს უსახლკაროთა სახლსა და კაცთა საერთო საცხოვრებლებში მოუწია ცხოვრება.<ref>Bullock 1999, გვ. 30–33</ref>
[[ფაილი:Adolf Hitler Der Alte Hof.jpg|მინი|ჰიტლერის ნახატი, [[1914]]]]
ვენაში ჰიტლერის ყოფნის დროს ქალაქი იყო რელიგიური და რასობრივი ცრურწმენების კერა.<ref>Shirer 1960, p. 26</ref> ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლელი მიგრანტების მიერ დაპყრობის შიში, რის გამოც მერი-პოპულისტი, კარლ ლიუგერი, პოლიტიკური ეფექტისთვის, თავის რიტორიკაში აშკარა ანტი-სემიტიზმს იყენებდა. ასევე ფართოდ იყო გავრცელებული გერმანული ნაციონალიზმი ჰიტლერის საცხოვრებელ რაიონში — მარიაჰილფში.<ref>Hamann 2010, გვ. 243–246</ref> იმ დროის ვენაში მოღვაწე გერმანელმა ნაციონალისტმა, გეორგ რიტერ ფონ შონერერმა, თავისი პან-გერმანული, ანტი-სემიტური, ანტი-სლავური და ანტი-კათოლიკური იდეებით დიდი გავლენა იქონია ადოლფ ჰიტლერზე.<ref>Nicholls 2000, გვ. 236–237</ref> მომავალი ფიურერი ასევე კითხულობდა ადგილობრივ გაზეთებს, როგორიც მაგალითად, Deutsches Volksblatt იყო. გაზეთი აქეზებდა ცრურწმენებს და თამაშობდა ქრისტიანთა შიშებზე, რომლებსაც ებრაელების დიდი რიცხვით მიგრაციის ეშინოდათ.<ref>Hamann 2010, გვ. 341–345.</ref> ჰიტლერი ასევე კითხულობდა გაზეთებს, რომლებშიც აქვეყნებდნენ დარვინის, ნიცშეს, ლე ბონისა და შოპენჰაუერის მოსაზრებებს.<ref>Hamann 2010, გვ. 233</ref> „კათოლიკური გერმანოფობიის“ მოწინააღმდეგე ჰიტლერი ასევე აღფრთოვანებული იყო [[მარტინ ლუთერი]]თ.<ref>Hamann 2010, გვ. 350.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადოლფ_ჰიტლერი“-დან