ადოლფ ჰიტლერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 83:
დაიბადა [[ავსტრია-უნგრეთი]]ს ქალაქ [[ინის ბრაუნაუ]]ში, ხოლო გაიზარდა ქალაქ [[ლინცი|ლინცთან]] ახლოს. [[1913]] წელს საცხოვრებლად გადავიდა [[გერმანიის იმპერია|გერმანიაში]] და მოხალისედ წავიდა [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]]. პოლიტიკური კარიერა დაიწყო [[1919]] წელს გერმანელ მუშათა პარტიაში გაწევრიანებით, ხოლო უკვე [[1921]] წელს გახდა [[ნსდაპ|ნაცისტური პარტიის]] ლიდერი. [[1923]] წელს, ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით, წამოიწყო ''[[ლუდის პუტჩი]]'', რომელშიც მან და მისმა მომხრეებმა მარცხი განიცადეს. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მოჰყვა დაპატიმრება. საპყრობილეში დაწერა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის „[[ჩემი ბრძოლა (წიგნი)|ჩემი ბრძოლის]]“ პირველი ტომი, ხოლო უკვე [[1924]] წელს ციხიდან გამოვიდა. განთავისუფლების შემდეგ, პოპულარული გახდა ანტი-ვერსალური, ანტი-სემიტური, პან-გერმანული და ანტი-კომუნისტური იდეებისა და თავისი ორატორული ნიჭის წყალობით. ხშირად აკრიტიკებდა საერთაშორისო კაპიტალიზმსა და კომუნიზმს, როგორც [[ებრაული შეთქმულება|ებრაული შეთქმულების]] ნაწილს.
 
[[1933]] წლის 30 იანვარს რაიხსპრეზიდენტმა [[პაულ ფონ ჰინდენბურგი|პაულ ფონ ჰინდენბურგმა]] ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერად დანიშნა. იმავე წლის არჩევნებში გამარჯვების წყალობთწყალობით, მისმა პარტიამ მიიღო ''უკიდურესი ძალაუფლების კანონი'', რომელმაც გამოიწვია [[ვაიმარის რესპუბლიკა|ვაიმარის რესპუბლიკის]] ნაცისტურ გერმანიად გადაქცევა და ნაციონალ-სოციალისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ერთპარტიული ავტორიტარული მმართველობის დამყარება. ამის შემდეგ ჰიტლერმა გამოაცხადა მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარება, რათა დაემარცხებინა უსამართლობა, რომელიც პირველმა მსოფლიო ომმა გამოიწვია და დაეწყო გერმანიის ებრაელებისგან ''გაწმენდა''. მისი ხელისუფლების პირველი ექვსი წლის განმავლობაში სწრაფად განვითარდა გერმანიის ეკონომიკა, მოხდა ვერსალის შეთანხმების პირობების უგულვებელყოფა, ამას კი დაემატა [[სუდეტის ოლქი|სუდეტის ოლქის]] (მოგვიანებით კი ჩეხეთის მორავიის და ბოჰემიის პროტექტორატად გადაქცევა) ანექსია და [[ავსტრიის ანშლუსი]], რამაც გერმანიაში ჰიტლერს კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა მოუტანა.
 
თავისი პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ჰიტლერი განიხილავდა ''საარსებო სივრცის'' (''Lebensraum'') მოპოვებას, ხოლო მისი აგრესიული საგარეო პოლიტიკა განიხილება როგორც [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. [[1939]] წლის 1 სექტემბერს, მასშტაბური გადაიარაღების შემდეგ, [[ვერმახტი]] შეიჭრა [[პოლონეთის მეორე რესპუბლიკა|პოლონეთში]], რამაც მეორე მსოფლიო ომის დაწყება განაპირობა, ხოლო უკვე [[1941]] წლის 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირში]]. ომის პირველ ორ წელიწადში ჰიტლერმა და მისმა მოკავშირეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს: მათ ხელთ იყო ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის უდიდესი ნაწილი. მიუხედავად დიდი წარმატებისა, გერმანიამ მაინც ვერ მოახერხა საბჭოთა კავშირის დამარცხება, იაპონიის მიერ პერლ-ჰარბორის დაბომბვის შემდეგ კი ომში [[აშშ|ამერიკის შეერთებული შტატებიც]] ჩაებნენ. სხვადასხვა წარუმატებლობების შემდეგ გერმანიას თავდაცვვით პოზიციაზე გადასვლა მოუწია. თავისი სიცოცხლის ბოლო დღეებში ჰიტლერი დაქორწინდა [[ევა ბრაუნი|ევა ბრაუნზე]], ხოლო [[1945]] წლის 30 აპრილს, საბჭოთა ტყვეობისგან თავდასაღწევად, ახალდაქორწინებულმა წყვილმა თავი მოიკლა, მათი გვამები კი დაწვეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადოლფ_ჰიტლერი“-დან