მონღოლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 34:
შემდეგ წლებში ჩინგიზ ყაენმა დაიმორჩილა დარჩენილი მონღოლური ტომები, წარმართი თურქების ტომები და სამხრეთ[[ციმბირი]]ს ტყეებში მცხოვრები ხალხებიც. [[1218]] წლისათვის ჩრდილო–აღმოსავლეთი აზიის უმეტესი ნაწილი მის გამგებლობაში იყო და ის დასავლეთისაკენ შემოტრიალდა. ჩინგიზ ყაენის მხედართმთავრის [[ჯებე ნოინი]]ს მეთაურობით მონღოლებმა დაიმორჩილეს [[ყარახატაელების სახელმწიფო|ყარა–კიტა]]ის სამეფო და მალე მათ გამგებლობაში აღმოჩნდა [[სირდარია|სირდარი]]ის აღმოსავლეთით არსებული მიწები. ამდენად, ისინი უშუალოდ გაუმეზობლდნენ [[ხვარაზმი|ხორეზმი]]ს თურქული წარმომავლობის მუსლიმ [[შაჰი|შაჰს]].
 
მოდმევნო წელს [[სირდარია|სირდარიის]] ნაპირზე მდებარე ქალაქ [[ოტრარი]]ს ხორეზმელი გამგებლის ბრძანებით გაძარცვეს მონღოლეთიდან მომaვალი ქარავანი და 450 ვაჭარი მოკლეს. მონღოლთა შურისძიებამ არ დააყოვნა. იმავე წელს ჩინგიზ ყაენმა თავისი არმიით გადალახა [[სირდარია]] და შეიჭრა ისლამურ სამყაროს ტერიტორიაზე. [[1220]] წელს მთელი [[ცენტრარულიცენტრალური აზია]] უმნიშვნელოვანესი ქალაქების, [[ბუხარა]]ს და [[სამარყანდი]]ს ჩათვლით მის ხელთ იყო. მალე მონღოლებმა მდინარე [[ამუდარია]]ც გადალახეს და შეიჭრნენ აღმოსავლეთ ირანში.
 
[[1227]] წელს [[ჩინგიზ ყაენი]] გარდაიცვალა და მონღოლთა წინსვლა დროებით შეჩერდა.
 
[[1240]] წლისათვის მონღოლთა ხელში უკვე დასავლეთი [[ირანი]]ც იყო. [[1243]] წელს მათ დაამარცხეს [[ანატოლია|ანატოლი]]ის სელჩუკი სულთანის ჯარი.
[[XIII საუკუნე|XIII საუკუნ]]ის შუა ხანებში დაიგეგმა ახალი შეტევა დასავლეთით.დიდი ყაენის ბრძანებით,რომლის რეზიდენციაც უკვე დაპყრობილ [[პეკინი|პეკინ]]ში იყო,მონღოლთა არმია,რომელსაც სათავეში [[ჰულაგუ-ხანი|ჰულაგუ]] ედგა,გადალახა [[ამუდარია]] და დაიპყრო ისლამური ქვეყნები შორეულ [[ეგვიპტე]]მდე.უკიდურესად მოკლე დროში მონღოლებმა მოახერხეს უზარმაზარი დაპყრობების განხორციელება და გაანადგურეს [[ასასინები|ასასინ]]თა მიუდგომლად მიჩნეული ციხესიმაგრეები,მათ შორის [[ალამუთის ციხე|ალამუთი]]ც.
 
[[1258]] წელს მონღლთა ჯარები [[ბაღდადი|ბაღდადში]] შეიჭრნენ. მათ უკანასკნელი აბასიანი ხალიფა [[ალ-მუსთასიმი]], საგვარეულოს ყველა წარმომადგენელთან ერთად, სიცოცხლეს გამოასალმეს. [[აბასიანთა დინასტია]], რომელიც 5 საუკუნის მანძლზე სუნიტური ისლამის საყრდენად ითვლებოდა, ისტორიას ჩაბარდა.
 
მონღოლთა ძლევამოსილი წინსვლა [[მამლუქების სასულთნო (კაირო)|ეგვიპტის მამლუქთა არმია]]მ შეაჩერა, რომელიც [[1260]] წელს [[აიუნაინ ჯალუთის ბრძოლა]]ში გაანადგურა მონღოლთა არმია. [[1277]] წელს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მონღოლები და ეგვიპტელები. მონღოლები ამჯერადაც დამარცხდნენ. მონღოლთა არმიაში იბრძოდა სამი ათასი [[ქართველები|ქართველი]], რომლებმაც, მარცხის მიუხედევად, სიმამაცით გამოიჩინეს თავი.
 
[[ჩინგის ყაენი]]ს შთამომავლებს შორის მონღოლთა იმპერია შემდეგ ნაწილებად დაიყო:
ხაზი 65:
[[ჩინგიზ ყაენი]]ს მემკვიდრემ დიდი ყაენის ტახტზე, [[უგედეი]] ყაენმა ([[1229]]-[[1241]])ისტორიაში პირველად შემოიღო საფოსტო სისტემა.მან დააყენა მონღოლეთის სატახტო ქალაქიდან ყველა მიმართულებაზე დაახლოებით 15 [[კმ]]-ის დაშორებით ფოსტალიონები 2-3 ცხენით.როდესაც ყაენი გამოსცემდა ბრძანებას,ფოსტალიონი მას გადასცემდა მომდევნო საფოსტო პუნქტში მყოფ კოლეგას და ასე გრძელდებოდა,სანამ ბრძანება არ მიაღწევდა ნებისმიერ საჭირო ადგილს დროის რაც შეიძლება მოკლე მონაკვეთში.ამ სისტემას ეწოდებოდა „[[ურთუუ]]“ და მოქმედებდა [[მონღოლეთი|მონღოლეთ]]ში [[1921]] წლამდე.ფოსტალიონები იღებდნენ ხელფასს და ატარებდნენ სპეციალურ სამკერდე ნიშნს.ფოსტალიონს შეეძლო საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი პიროვნებისათვის ჩამოერთმია ცხენი და გამოეყენებინა.ნებისმიერი ოჯახი ვალდებული იყო,მათთვის მოთხოვნისთანავე მიეცა საკვები და წყალი.
 
== მონღოლთა დაპყრობების შედეგები და შეფასებები ==
[[აბასიანები|აბასიან]]თა [[აბასიანთა სახალიფო |სახალიფო]]ს განადგურება,რომელიც დაკნინების ხანაშიც რჩებოდა [[ისლამი]]ს ცენტრად და მისი ერთიანობის სიმბოლოდ,წარმოადგენდა დიდი ეპოქის დასასრულს [[ისლამი]]ს ისტორიაში.ეს იყო არა მხოლოდ მმართველობის ფორმისა და ხელისუფლების შეცვლა,არამედ საკუთრივ ისლამურ ცივილიზაციაში გარდატეხის მომენტი,რომლის განვითარებაც სტეპის ხალხების შემოსევებით გამოწვეული ტრანსფორმაციის ედეგად ახალი,გასული საუკუნეებისაგან განსხვავებული გზებით წავიდა.
 
მონღოლთა შემოსევებმა უმძიმესი შედეგები მოუტანა ისლამურ ცივილიზაციას განურჩევლად ყველა სფეროში - ეკონომიკურში,სოციალურში,კულტურულსა თუ პოლიტიკურში.თუმცა თანამედროვე ისტორიკოსთა დიდი ნაწილი აღარ იზიარებს მოსაზრებას,რომ მონღოლთა დაპყრობების შედეგები გამოუსწორებელი იყო ისლამური სამყაროსათვის.უეჭველია,რომ მონღოლთა შემოსევები გამანადგურებელი იყო და გამოიწვია მრავალი რეგიონის გავერანება,გაუკაცრიელება და განადგურება.მაგრამ მაგალითად [[ეგვიპტე]],რომელიც მონღოლებმა ვერ დაიპყრეს,სწორედ იმ ხანებში იქცა [[არაბული კულტურა|არაბული კულტურ]]ის ცენტრად და დღემდე ამგვარად რჩება,- ამდენად,მონღოლთა დაპყრობების შედეგები მას მხოლოდ არაპირდაპირად შეეხო.[[სირია]]ში მონღოლებმა მხოლოდ რეიდები განახორციელეს და [[1260]] წელს ეგვიპტის მამლუქთა არმიის მიერ აინ ჯალუთთან მონღოლების დამარცხების შედეგად მოხდა მისი ჩართვა ეგვიპტის სასულთნოში.ამგვარად ის დაცული გახდა მონღოლთა თავდასხმისაგან.[[ანატოლია]]ზე დიდი გავლენა მოახდინა მონღოლთა დამკვიდრებამ ირანშიმ,მაგრამ აქ დამკვირებულმა [[თურქები|თურქ]]ულმა ელემენტებმა მაინც შეინარჩუნა იმის ძალა, რომ მომავალში იმპულსი გამხდარიყო [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერი]]ის შექმნისათვის.
 
ყველაზე მძიმე შედეგები მონღოლთა დაპყრობებს [[ირანი|ირან]]ში ჰქონდა,მაგრამ აქაც ეს მთელ ქვეყანას არ შეხებია.სამხრეთ ირანში ადგილობრივმა დინასტიებმა ნებაყოფლობით გამოუცხადეს მორჩილება მონღოლებს და გადაურჩნენ დამპყრობელთა მხრიდან განადგურებას.[[ფარსის რაიონი|ფარსის პროვინცია]],სპარსული სახელმწიფოებრიობის და ცივილიზაციის აკვანი,კიდედვ ერთხელ იქცა სპარსულ ეროვნულ ცენტრად და [[აქემენიანთა იმპერია|აქემენი]]ნთა სატახტო ქალაქ [[პერსეპოლისი|პერსეპოლის]]თან ახლოს მდებარე ქალაქი [[შირაზი]] - სპარსული კულტურის კერად პოსტ-მონღოლურ პერიოდში.ამ ხანების გამორჩეული მოღვაწეთა შორის უნდა დასახელდნენ პოეტები [[საადი]] შირაზელი ([[1184]]-[[1291]]) და [[ჰაფეზი]] ([[1320]]-[[1389]]),ასტრონომი [[კუტბ ალ-დინი]](გარდ.[[1310]]) და არქიტექტორი [[კავამ ალ-დინი]](გარდ.[[1439]])
 
[[ირანი]]ს ის მხარეები,რომლებსაც მონღოლთა შემოსევებმა დიდი ზარალი მიაყენა შედარებით სწრაფად აღდგა.დაპყრობის თავდაპირველი შოკის შემდეგ,მონღოლთა ყაენებმა ირანს შედარებითი პოლიტიკური სტაბილურობა მოუტანეს.ისინი ხელს უწყობდნენ საქალაქო ცხოვრების აღდგენას,მრეწველობასა და ვაჭრობას,საუკეთესო პირობებს უქმნიდნენ მათ სამსახურში ჩამდგარ მეცნიერებს,[[1295]],ისლამზე მათი ისლამზე მოქცევის შემდეგ კი დიდი ყურადღებას აქცევდნენ განათლებას.[[XIV საუკუნე]]ში გამუსლიმებული ყაენები აგებდნენ შესანიშნავ შენობებს ისლამური ღვთისმსახურებისათვის. ამ თვალსაზრისებით მონღოლურმა დაპყრობებმა რეალურად ახალი სული ჩაბერა სტაგნაციაში მყოფ [[ახლო აღმოსავლეთი]]ს ცივილიზაციას.ისე,როგორც პირველმა არაბმა დამპყრობლებმა პირველად გააერთიანეს აღმოსავლეთ [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუაზღვ]]ისპირეთის ცივილიზაციები და [[ირანი]] და ამით დასაბამი დაუდეს ახალ ნაყოფიერ სოციალურ და კულტურულ კონტაქტებს,ახლა უკვე მონღოლებმა გააერთიანეს ერთი დინასტიით სათავეში [[ახლო აღმოსავლეთი]]სა და [[შორეული აღმოსავლეთი]]ს ცივილიზაციები სწრაფი და მომგებიანი შედეგებით როგორც ვაჭრობისათვის,ისე კულტურისათვის.იმავდროულად მათ კარი გახსნეს ახალი და ორივე მხარისათვის მომგებიანი კონტაქტებისათვის [[ევროპა]]სთან და მრავალმა ევროპელმა გამოიყენა შესაძლებლობა,რათა გაეკვალა გზები [[ჩინეთი]]საკენ.
 
ამ ნაყოფიერი კონტაქტების შესანიშნავი მაგალითია [[სპარსელები|სპარს]]ი ისტორიკოს [[რაშიდ ად-დინი]]ს ([[1247]]-[[1318]]) „ჯამი ათ-თავარიხი“ - „ისტორიათა კრებული“.
[[ებრაელი|ებრა]]ული წარმოშობის გამუსლიმებული რაშიდ ად-დინი იყო ექიმი,სწავლული,მონღოლთა [[ვაზირი]],რომელმაც ირანის მონღოლი ყაენების,ყაზანისა და [[ოლჯეითუ თემურ-ყაენი|ოლჯეითუ]]საგან მიიღო დავალება,შეედგინა მსოფლიო ისტორია.მან შეკრიბა თანამშრომელთა ჯგუფი,რომელშიც შედიოდნენ ორი [[ჩინელები|ჩინელ]]ი სწავლული,[[ბუდიზმი|ბუდისტ]]ი ბერი [[ქაშმირი]]დან,ტომობრივი ტრადიციების მცოდნე მონღოლი და სავარაუდოდ,ფრანგი ბერი,ასევე რამდენიმე სპარსი სწავლული.მათ დახმარებით მან შეადგინა ვრცელი მსოფლიო ისტორია [[ინგლისი]]დან დაწყებული [[ჩინეთი|ჩინეთ]]ამდე.მსოფლიო ისტორიის შექმნის მცდელობით,რომელიც სცილდებოდა მის საკუთარ ცივილიზაციას,რაშიდ ად-დინმა და მისმა დამკვეთებმა 500 წლით დაასწრეს [[ევროპა]]ს.
 
ამასთან ერთად,არსებობდა ერთი რეგიონი,რომელსაც გამოუსწორებელი ზარალი მიაყენა მონღოლთა შემოსევამ:ეს იყო [[ერაყი]] და მისი დედაქალაქი [[ბაღდადი]],რომელმაც ვეღარასოდეს შეძლო ისლამურ სამყაროში ადრინდელი ცენტრალური პოზიციის დაბრუნება.შემოსევის პირდაპირი შედეგი იყო სამოქალაქო-ადმინისტრაციული სიტემის განადგურება და განვითარებული საირიგაციო სისტემის მოშლა,რომელზეც დამყარებული იყო ქვეყნის კეთილდღეობა,არსებობაც კი.მაშინ როცა ირანში წსრიგი აღდგა და ქვეყანა წელში გაიმართა მას შემდეგ,რაც ახალმა რეჟიმმა სრულად დაამყარა საკუთარი კონტროლი,ერაყის დაკნინება შეუქცევადი პროცესი გამომდგა.ირანის მონღოლმა ყაენებმა საკუთარ სატახტო ქალაქად გაიხადეს [[თავრიზი]] [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯან]]ში,რომელიც დიდ და აყვავებულ ქალაქად იქცა.ერაყი კი დარჩა მიტოვებულ სასაზღვრო პროვინციად,ხალიფათა ერთ დროს ბრწყინვალე სატახტო ქალაქი განწირული აღმოჩნდა საუკუნოვანი სტაგნაციისა და დავიწყებისათვის.
 
==მნიშვნელოვანი წლები==
*[[1160]]-[[1227]] — [[ჩინგიზ ყაენი]]ს ზეობა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მონღოლები“-დან