Blu-ray: განსხვავება გადახედვებს შორის

3 ბაიტი დაემატა ,  4 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
 
'''Blu-ray ან Blu-ray Disc (BD)''' ({{lang-en|}} blue ray — ლურჯი სხივი და disc — დისკი; წარწერა blu ნაცვლად blue — განზრახ შეცვლილია) [[ციფრული]] [[მონაცემთა საცავი|მონაცემების შენახვის]] [[ოპტიკური დისკი]]ს ფორმატი. ძირითადად, მასზე ვრცელდება უკანასკნელ წლებში გამოსული კინოფილმები, თუმცა ასევე ხდება უფრო ძველი ფილმების რესტავრაცია და ამ ფორმატში გამოცემა. Blu-ray ტექნოლოგია იძლევა დისკის თითო შრეზე 25 გიგაბაიტის ოდენობის ინფორმაციის მოთავსების საშუალებას, რითაც ხდება დისკებზე ვიდეოჩანაწერის გამოსახულების მაქსიმალურად შესაძლებელი ხარისხით მოთავსება. მაყურებელს ეს აძლევს საშუალებას, შეხედოს არა მხოლოდ ეკრანზე მოძრავ ობიექტებს, არამედ მათი უმცირესი დეტალებიც გაარჩიოს, როგორიც არის ადამიანის სახის ნაოჭები ან თვალის სტრუქტურა.
 
ფორმატის პროტოტიპები პირველად წარმოდგენილი იქნა [[2000]] წლის ოქტომბერში, პირველი კომერციული დისკი კი გამოვიდა [[2003]] წლის აპრილში. მისმა პოპულარობამ გაუსწრო მანამდე არსებულ [[HD DVD]] ფორმატს, რის გამოც ამჟამად HD DVD-ს გამოცემის აუცილებლობა არ არსებობს და ეს ფორმატი გაუქმებულია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ფორმატზე [[Blu-ray 3D]], რომელიც მაყურებელს საშუალებას მისცემს, 3D ფილმები იხილოს უმაღლესი ხარისხით და სამგანზომილებიან ფორმატში.