მონღოლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
მონღოლმა ბელადმა [[ჩინგიზ ყაენი|თემუჩინ]]მა ხანგძლივი ბრძოლის შემდეგ მოახერხა ერთმანეთთან მოქიშპე მომთაბარე მონღოლური ტომების გაერთიანება და სათავეში ჩაუდგა მათ [[ჩინგიზ ყაენი]]ს სახელით. [[1206]] წელს, მდინარე [[ონონი|ონონის]] სათავესთან გამართულ თავყრილობაზე მონღოლურმა ტომებმა მას ერთგულების ფიცი დაუდეს. დაიწყო [[მონღოლების დაპყრობების ეპოქა]].
 
შემდეგ წლებში ჩინგიზ ყაენმა დაიმორჩილა დარჩენილი მონღოლური ტომები, წარმართი თურქების ტომები და სამხრეთ[[ციმბირი]]ს ტყეებში მცხოვრები ხალხებიც. [[1218]] წლისათვის ჩრდილო–აღმოსავლეთი აზიის უმეტესი ნაწილი მის გამგებლობაში იყო და ის დასავლეთისაკენ შემოტრიალდა. ჩინგიზ ყაენის მხედართმთავრის [[ჯებე ნოინი]]ს მეთაურობით მონღოლებმა დაიმორჩილეს [[ყარახატაელების სახელმწიფო|ყარა–კიტა]]ის სამეფო და მალე მათ გამგებლობაში აღმოჩნდა [[სირდარია|სირდარი]]ის აღმოსავლეთით არსებული მიწები. ამდენად, ისინი უშუალოდ გაუმეზობლდნენ ხორეზმის[[ხვარაზმი|ხორეზმი]]ს თურქული წარმომავლობის მუსლიმ [[შაჰი|შაჰს]].
 
მოდმევნო წელს [[სირდარია|სირდარიის]] ნაპირზე მდებარე ქალაქ [[ოტრარი]]ს ხორეზმელი გამგებლის ბრძანებით გაძარცვეს მონღოლეთიდან მომaვალი ქარავანი და 450 ვაჭარი მოკლეს. მონღოლთა შურისძიებამ არ დააყოვნა. იმავე წელს ჩინგიზ ყაენმა თავისი არმიით გადალახა [[სირდარია]] და შეიჭრა ისლამურ სამყაროს ტერიტორიაზე. [[1220]] წელს მთელი [[ცენტრარული აზია]] უმნიშვნელოვანესი ქალაქების, [[ბუხარა]]ს და [[სამარყანდი]]ს ჩათვლით მის ხელთ იყო. მალე მონღოლებმა მდინარე [[ამუდარია]]ც გადალახეს და შეიჭრნენ აღმოსავლეთ ირანში.
ხაზი 40:
[[1240]] წლისათვის მონღოლთა ხელში უკვე დასავლეთი [[ირანი]]ც იყო. [[1243]] წელს მათ დაამარცხეს [[ანატოლი]]ის სელჩუკი სულთანის ჯარი.
 
[[1258]] წელს მონღლთა ჯარები [[ბაღდადი|ბაღდადში]] შეიჭრნენ. მათ უკანასკნელი აბასიანი ხალიფა [[ალ–მუსთასიმიალ-მუსთასიმი]], საგვარეულოს ყველა წარმომადგენელთან ერთად, სიცოცხლეს გამოასალმეს. [[აბასიანთა დინასტია]], რომელიც 5 საუკუნის მანძლზე სუნიტური ისლამის საყრდენად ითვლებოდა, ისტორიას ჩაბარდა.
 
მონღოლთა ძლევამოსილი წინსვლა [[მამლუქების სასულთნო (კაირო)|ეგვიპტის მამლუქთა არმია]]მ შეაჩერა, რომელიც [[1260]] წელს [[აიუნ ჯალუთის ბრძოლა]]ში გაანადგურა მონღოლთა არმია. [[1277]] წელს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მონღოლები და ეგვიპტელები. მონღოლები ამჯერადაც დამარცხდნენ. მონღოლთა არმიაში იბრძოდა სამი ათასი [[ქართველები|ქართველი]], რომლებმაც, მარცხის მიუხედევად, სიმამაცით გამოიჩინეს თავი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მონღოლები“-დან