ჩან კაიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 54:
== ომი იაპონიათან ==
 
1928 წლის ივლისში გომინდანის მთავრობა ოფიციალურად ცნეს [[აშშ]]-მ და სხვა სახელმწიფოებმა. ქვეყანა გაერთიანებული იყო, ნომინალურად მაინც და გომინდანის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა გამოაცხადა რევოლუციის სამხედრო ეტაპის დამთავრებისა და სუნ იატსენის მიერ გამოცხადებული პოლიტიკური მეურვეობის 6 წლიანი პერიოდის შესახებ, რითაც გათვალისწინებულია პარტიის სახელმწიფოზე პრევალირება. კომუნისტები მწვავედ აკრიტიკებდნენ და ადანაშაულებდნენ გომინდანს იმპერიალიზმთან კაპიტულაციაში, რევოლუციური პარტიიდან რეაქციულ პარტიად გადაქცევაში, მიაჩნდათ რომ ამით ” გაყიდულია სუნ იატსენის საქმე”. მიუხედავად ამისა, იაპონიის აგრესიამდე, 10 წლის განმავლობაში გომინდანმა ბევრი რამის გაკეთება შეძლო: დაიწო კაპიტალისტურ სახელმწიფოებთან ჩინეთის იმპერიის მიერ ადრე დადებული უსამართლო ხელშეკრულებების ლიკვიდაცია, აღდგა ქვეყნის საბაჟო დამოუკიდებლობა, შეიქმნა სახელმწიფო საბანკო სისტემა, ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგებში გაიზარდა წარმოება, გაფართოვდა და მოდერნიზებულ იქნა კომუნიკაციის სიტემასისტემა, შეიქმნა სამოქალაქო ავიაცია, შეომღებულ იქნა ახალი, უფრო პროგრესული შრომითი კანონმდებლობა სუნ იატსენის კონცეფციის თანახმად. ქვეყნის შემგდომ განვითარებას ხელი შეუშალა იაპონიის იმპერიალისტურმა პოლიტიკამ.
 
1937 წლის ივლისში იაპონიამ გააძლიერა აგრესია და ჩინეთის დაპყრობა დაიწყო, რამაც ერთმანეთთან დროებით კვლავ დააკავშირა კომუნისტური და გომინდანის ძალები. 1937 წლის 7 ივლისს ჩან კაი ში დათანხმდა ერთიანი ანტიმპერიალისტური ეროვნული ფრონტის შექმნაზე გომინდანსა და ჩინეთის კომუნისტური პარტიას შორის შეთანხმების ბაზაზე, მაგრამ ერთიანი ფრონტის შექმნა მაინც ვერ მოხერხდა, გომინდანსა და კომუნისტებს შორის არ იყო ნდობის ატმოსფერო, კარგად ჩანდა, რომ მათ შორის მომავალი ომი გარდაუვალი იქნებოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩან_კაიში“-დან