ნიკიტა თალაკვაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
დეკანოზი ნიკიტა განსაკუთრებით აქტიურობდა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. [[1917]] წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ [[ნოე ჟორდანია]], [[ალექსანდრე ლომთათიძე]], [[სოსიკო მერკვილაძე]] და [[ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე)]]. კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს [[სვეტიცხოველში]] გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
 
[[1917]]-[[1920]] წლებში დეკანოზი ნიკიტა [[საკათოლიკო საბჭო]]ს წევრია. იგი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავჯდომარეთავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლადაღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი [[კირიონ II]] (საძაგლიშვილი). 1918 წლის ივნისში კირიონ II მარტყოფში მოკლული იპოვნეს. დეკანოზმა ნიკიტამ ძალიან განიცადა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ტრაგიკული აღსასრული. დაკრძალვის დღეს სიონის ტაძარში მან ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა, დაახასიათა განსვენებული, როგორც ღირსეული პიროვნება და ბრწყინვალე მეცნიერ-მწყემსმთავარი: საქართველოში [[კომუნისტური რეჟიმი]]ს დამყარების შემდეგ, ისევე როგორც მთელ ეკლესიას და სამღვდელოებას, მამა ნიკიტასაც უმძიმესი დღეები დაუდგა. [[1922]] წლის 30 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) იგი სამოძღვრო კურსების პედაგოგად და მქადაგებლად დანიშნა. ამავე წლის 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, მამა ნიკიტამ ქადაგების დროს ამხილა ბოლშევიკები და მათ მიერ საქართველოს ოკუპაცია:
 
„ყველაფრიდან ჩანს, რომ კომუნიზმმა რუსეთში ჩაიცვა იმპერიალისტური ქურქი, მას სურს სოციალიზმ-კომუნიზმის მანტიის ქვეშ ძველი რუსეთის საზღვრები აღადგინოს. ასეთი სიცრუის და სიყალბის ხანა არა მგონია, რომ კაცობრიობას ახსოვდეს. დაიწყო დიდი ზნეობრივი გათახსირება“.