მიხეილ გორბაჩოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 61:
| პრემიერ-მინისტრი5=
}}
'''მიხეილ გორბაჩოვი '''({{lang-ru|Михаил Сергеевич Горбачёв;}} დ. [[2 მარტი]], [[1931]], სოფელი პრივოლნოე, [[ჩრდილოეთი კავკასიის მხარე]], [[რსფსრ]]) — საბჭოთა და რუსი სახელმწიფო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი. სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავჯდომარეთავმჯდომარე, სსრკ-ს პირველი და ბოლო პრეზიდენტი. გორბაჩოვ-ფონდის დამფუძნებელი, 1993 წლიდან „ახალი ყოველდღიური გაზეთის“ თანადამფუძნებელი. მიღებული აქვს საპატიო ჯილდოები და წოდებები, მათ შორის ყველაზე ცნობილი არის [[ნობელის მშვიდობის პრემია]], რომელიც გორბაჩოვმა 1990 წელს მიიღო. გორბაჩოვმა მოღვაწეობის პერიოდში გაატარა რეფორმები, რომლებმაც დიდი გავლენა იქონია საბჭოთა კავშირზე.
კერძოდ კი: საბჭოთა სისტემის რეფორმირება ([[პერესტროიკა]]); სსრკ-ში სიტყვის და ბეჭდვის თავისუფლების და დემოკრატიული არჩევნების შემოტანა, სოციალისტური ეკონომიკის რეფორმირება; ცივი ომის დასრულება; საბჭოთა ჯარის ავღანეთიდან გაყვანა (1989); კომუნისტურ, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიაზე უარის თქმა და განსვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნის შეწყვეტა; სსრკ-ს და ვარშავის პაქტის დაშლა, რომელიც გამოწვეული იყო მისი წევრების საბაზრო ეკონომიკაზე და დემოკრატიაზე გადასვლით.
 
== ბიოგრაფია ==
მიხეილ გორბაჩოვი დაიბადა 1931 წლის 2 მარტს, გლეხის ოჯახში, სოფელ პრივოლნოეში, სტავროპოლის (მაშინ ჩრდილოეთ კავკასიის) მხარეში. მამამისი, სერგეი გორბაჩოვი (1909-1976) იყო რუსი, ხოლო დედა, მარია გოპკალო (1911-1993) უკრაინელი. გორბაჩოვის ორივე ბაბუა 1930-იან წლებში რეპრესიების ქვეშ მოყვა. ბაბუა მამის მხრიდან, ანდრეი გორბაჩოვის იყო (1890-1962) ერთპიროვნული გლეხი ({{lang-ru|крестьянин-единоличник}}). 1934 წელს გეგმის შეუსრულებლობის გამო გადასხლებული იქნა ირკუტსკის ოლქში. ორ წელიწადში გაანთავისუფლეს. მამულში დაბრუნების შემდეგ გაწევრიანდა კოლმეურნეობაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. ბაბუა დედის მხრიდან, პანტელეიმონ გოპკალო წარმოშობით იყო ჩერნიგოვსკის გუბერნიიდან. 13 წლისას გარდაეცვალა მამა, მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა სტავროპოლში. გახდა კოლმეურნეობის თავჯდომარეთავმჯდომარე, 1937 წელს დაადანაშაულეს ტროცკიზმში და დააპატიმრეს. ციხეში გაატარა 14 თვე, გაუძლო წამებას. დახვრეტისგან პარტიის პოლიტიკის ცვლილება გახდა (1938 წლის თებერვლის პლენუმი). საბოლოოდ, 1938 წლის სექტემბერში განთავისუფლებული იქნა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გორბაჩოვმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას საბჭოთა რეჟიმი არ უყვარდა, ბაბუს მონაყოლი იყო.
 
გორბაჩოვის მამა ფრონტზე 1941 წელს წავიდა, როდესაც მიხეილი 10 წლის იყო. 1942 წელს სოფელში ვერმახტი შევიდა. გორბაჩოვის ოჯახმა ხუთ თვეზე მეტი ოკუპაციაში გაატარა. 1943 წლის 21-22 იანვარს სოფელი წითელმა არმიამ გაანთავისუფლა. განთვისუფლების შემდეგ მოვიდა ცნობა, რომ სერგეი გორბაჩოვი დაიღუპა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საბუთი შეცდომით მოვიდა, ხოლო გორბაჩოვის მამა ცოცხალი იყო და ორდენებიც კი მიუღია.