ლისის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის: საქართველოს ტბები წაშლა HotCat-ით
No edit summary
ხაზი 31:
}}
'''ლისის ტბა''' — [[ტბა]] [[თბილისის ქვაბული|თბილისის ქვაბულში]], [[თბილისი|ქალაქის]] ჩრდილო-დასავლეთით. ზედაპირის ფართობია 0,47 კმ², აუზის ფართობი — 16 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 4 მ, [[მოცულობა]] — 1,22 მლნ. მ³. საზრდოობს [[წვიმა|წვიმის]], [[თოვლი]]სა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს [[გაზაფხული|გაზაფხულზე]], დაბალი — [[შემოდგომა]]ზე. [[ზაფხული|ზაფხულში]] [[წყალი]] თბილია, მაქსიმალური [[ტემპერატურა]] — 28 °C. [[ზამთარი|ზამთრობით]] [[ტბა]]ზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. [[წყალი]] მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). [[ტბა]]ში მოშენებულია [[თევზები|თევზი]]. საწყლოსნო [[სპორტი]]სა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე [[თბილისი|თბილისელთა]] დასასვენებელი ადგილია.
 
==კურორტი==
ლისის ტბა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი ზონაა.აქ მშვენიერი ჰავაა დასასვენებლად.თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით,ლისის ტბა ზღვის დონიდან მათზე რამოდენიმე ასეული მეტრით მაღლა მდებარეობს.მისი მიდამოების კეთილმოწყობა ჯერ კიდევ 1937 წლიდან დაიწყო.მაშინ ტბის ირგვლივ 1400-მდე სხვადასხვა ჯიშის მცენარე დაირგო გარემოს გასამწვანებლად.2007 წელს მის სიახლოვეს გაიხსნა თბილისის ახალი იპოდრომი.დღეს ისეთ ფართომასშტაბიან პროექტს,როგორიცაა ლისის ტბის მიმდებარედ ოთხასამდე ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანება,ახორციელებს კომპანია ,,ლისი დეველოპმენტი".პროექტის პირველი უბანია ლისი ვერანდა,რომლის მოწყობა 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდა.2016 წელს ტბის გარშემო [[თბილისის მერია|ქალაქის მერიის]] დავალებით მოეწყო საფეხმავლო ბილიკი,რომლის სიგრძე 3 [[კილომეტრი|კილომეტრია]],ასევე მის გარშემო გაიხსნა რამოდენიმე კაფე და რესტორანი.
 
 
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლისის_ტბა“-დან