'''მარიცა''' ({{lang-bg|Марица;}} {{lang-el|Εβρος;}} {{lang-tr|Meriç}}) –— მდინარე [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთის ნახევარკუნძულზე]], ძირითადად [[ბულგარეთი|ბულგარეთში]]. ქვემოთში წარმოადგენს საზღვარს [[საბერძნეთი|საბერძნეთსა]] და [[თურქეთი|თურქეთს]] შორის. სიგრძე 480 [[კილომეტრი]]. აუზის ფართობი 54 ათ. კმ². სათავე აქვს [[რილა|რილის მთებში]]. მიედინება [[თრაკიის დაბლობი|თრაკიის დაბლობზე]]. კვეთს აღმოსავლეთ როდოპის შტოქედებს და ერთვის [[ეგეოსის ზღვა]]ს. უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით. იყენებენ სარწყავად. სანაოსნოა ქალაქ [[ედირნე]]ს ქვემოთ. მარიცას ნაპირზე გაშენებულია ქალაქები: [[პაზარჯიკი]], [[პლოვდივი]] ([[ბულგარეთი]]), [[ედირნე]] ([[თურქეთი]]).
==რესურსები ინტერნეტში==
{{commonscat|მარიცა}}
{{დსე|073763|მარიცა}}
* [http://www.evros.gr Homepage] der griechische Region Evros (griechisch)