ოსმან II: განსხვავება გადახედვებს შორის

19 ბაიტი წაიშალა ,  4 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[1618]] წელს [[თურქეთი]]ს არმიის რამდენიმე მარცხის შემდეგ, [[ოსმალეთის იმპერია]]მ ზავი დადო [[სეფიანთა იმპერია]]სთან, რომელიც იმეორებდა [[1612]] წლის ხელშეკრულების პირობებს.
 
[[1620]] წელს ოსმანმა ბრძოლა დაიწყო [[პოლონეთი|პოლონეთთან]] და [[მოლდოვა]]ში [[ცეცორსკის ბრძოლა]]ში დაამარცხა ის. შემდეგ წელს ოსმანი თავად ხელმძღვანელობდა ოსმალეთის არმიის შეჭრას პოლონეთში, მაგრამ [[ხოტინის ბრძოლა (1621)|ხოტინის ბრძოლაში]] განიცადა მარცხი, რის შემდეგაც დაიდო [[ხოტინის საზავო ხელშეკრულება]]. ამ დამარცებამ დიდად იმოქმედა ოსმან II-ის ავტორიტეტის დაცემაზე.
 
[[1621]] წელს სტამბოლში დაბრუნებულმა ოსმანმა დაგეგმა რამდენიმე რეფორმა. ის აპირებდა შეექმნა ახალი არმია [[ანატოლია|ანატოლიის]] და ჩრდილოეთ [[სირია|სირიის]] თურქული მოსახლეობისაგან, რათა მათი საშუალებით შეეცვალა აჯანყებისკენ მიმართული [[იანიჩარები]]ს კორპუსი. იგი ასევე აპირებდა დედაქალაქის აზიაში გადატანას. [[1622]] წლის მაისში მან გადაწყვიტა გადასულიყო [[კონსტანტინოპოლი]]დან ანატოლიაში იმ საბაბით, რომ დაემთავრებინა წმინდა ქალაქ [[მექა|მექის]] მოლოცვა. მაგრამ [[19 მაისი|19 მაისს]] დაიწყო იანიჩარების აჯანყება, რომლის დროსაც ოსმანი შეიპყრეს და [[ედიკულის ციხე]]ში ჩასვეს. მეორე დღეს ის სიკვდილით დასაჯეს.