აიაქსი ამსტერდამი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
და დაიწყო პროცესები პროცესები. მილანის „ინტერმა“ იყიდა დენის ბერგკამპი და ვიმ იონკი, ჯონ ვან ტ’სხიპი გადავიდა „ჯენოაში“, მას მიჰყვა ასევე მარსიანო ფინკიც, მიშელ კრეეკი წავიდა „პადოვაში“. ძალიან მოკლე ვადაში ვან გაალის მიერ აწყობილი გუნდი უკვე მერამდენედ დაიცალა ვარსკვლავებისგან. მწვრთნელ ისევ ტავიდან უნდა დაეწყო ყველაფერი. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ თაობის ჩანაცვლება ახალი ტალანტებით ძალიან მალე მოხდებოდა.... შედეგმა მოლოდინს 100 - ჯერ გადააჭარბა. „აიაქსის“ აკადემიამ გამოაცხო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ბრწყინვალე თაობა თავის ისტორიაში, თუმცა მანამდე იყო მცირე ჩავარდნა, 1992-1993 წლებში გუნდი ნაადრევად გამოეთიშა ევრო ტურნირებს, დამარცხდა რა იტალიურ „პარმასთან“. ამ სეზონში ამსტერდამელებმა მოახერხე ჰოლანდიის თასის მეთორმეტეჯერ მოგება. ნახევარფინალში დამარცხებულ იქნა როტერდამის „ფეინოორდი“ „დე კუიპზე“ ანგარიშით 5:0. ხოლო ფინალში „აიაქსმა“ „ჰერენვენს“ გადაურბინა 6:2. ამ წელს დაფიქსირდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი: ამსტერდამის „აიაქსის“ ფან კლუბში ოფიციალურად გაწევრიანდა 80 000 გულშემატკივარი. ეს ნაბიჯი ნათლად მეტყველებდა იმაზე, რომ დგებოდა ერთ-ერთი საუკეთესო ეპოქა გუნდის ისტორიაში. [[ედვინ ვან დერ სარი]], [[ედგარ დავიდსი]], ძმები დე ბურები, [[იარი ლიტმანენი]], [[მარკ ოვერმარსი]] და ამსტერდამის ქუჩებში ნაპოვნი [[პატრიკ კლუივერტი]] და [[კლარენს ზეედორფი]] უკვე მზად იყვნენ დიდი გამარჯვებებისთვის....
1994 წელს ამსტერდმელებმა ვან გაალის ხელმძღვანელობით გახდენენ ჰოლანდიის ჩემპიონები და ამით მოიპოვეს უფლება შემდეგ წელს მონაწილეობა მიეღოთ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. ამ პერიოდში ნკანკო კანუს და პინიდი ჰორჯის შეძენით მწვრთნელმა უკვე დაასრულა გუნდის კოპლექტაცია, მაგრამ ყველაზე მნიშვნოლავანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ფრანკ რეიკარდის მიერ. მან გადაწყვიტა მშობლიურ კლუბში დაესრულებინა თავისი საფეხბურთო კარიერა.
1994-1995 წლების სეზონში ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დაფიქსირდა პრეცედენტი, რომლიცრომელიც იყო თითქმის წარმოუდგენელი ფეხბურთის კომერციულ ერაში. „აიაქსმა: მოიგო გათამაშება და ეს გააკეთა დაუმარცხებლად. ამსტერდამელებმა ჩემპიონთა ლიგაში სამჯერ დაამარცხეს მოქმედი ჩემპიონი - იტალიის „მილანი“. ჯგუფურ ეტაპზე გუნდმა ბრწინვალდე განვლო, ხოლო მეოთხედფინალში ამსტერდამელთა მეტოქე იყო სპლიტი „ჰაიდუკი“. ჰოლანდიელებმა პრობლემების გარეშე დაამარცხეს მეტოქე 3:0 და 0:0. ნახევარფინალში „დე მეერზე“ განადგურებულ იქნა მიუნხენის „ბაიერნი“ ნგრიშით 5:2. ხოლო ფინალში ‘ერნსტ ჰაპელზე“ ფაბიო კაპელოს მილანი მესამეჯერ იქნა იმ წელს დამარხებული. მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა შეცვლაზე შემოსულმა 17 წლის პატრიკ კლუივერტმა (რეიკარდის პასით). ეს ბრწყინვალე გამარჯვება აღნუშნულ იქნა ამსტერდამში მუზემპლეინში 250 000 ადამიანის ტანდასწრებით. ერთადერთი სამწუხარო დეტალი იყო ის, რომ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა ფრანკ რეიკარდმა.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უცხოურმა გრანდებმა ხელი მიჰყვეს „აიაქსის“ ტალანტების გადაბირებას, მაგრამ იარი ლიტმანენის მაგალითზე მთელმა გუნდმა მიიღო დარჩენის გადაწყვეტილება. ისინი ხვდებოდნენ, რომ ამ თაობას ხელეწიფებოდათ 70 - იანი წლების ეპოქის გამეორება. ამსტერდამელებმა შემდეგ წელსაც წაუგებლად მოიგეს ეროვნული პირველობა. საკონტინეტთაშორისო თასზე დამარცხებულ იქნა ბრაზილიური „გრემიო“. ხოლო ევროპის სუპერთასზე განადგურდა ესპანური „რეალ სარაგოსა“.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი განვლილი იქნა უფრო შთამბეჭდავად, ვიდრე წინა წელს. მადრიდის „რეალი“, „გრასჰოპერსი“ და „ფერენცვაროში“ ერთი მეორეს მიყოლებით დამარცხდნენ. მადრიდელებს გაახსენეს 1973 წლის კოშმარი. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მსაჯმა ორი გოლი არ ჩაუთვალა ჰოლანდიელებს, თუმცა ესპანელები მაინც დამარცხდნენ 0:2. მეოთხედფინალში გუნდმა უპრობლემოდ გაიარა დორტმუნდის „ბორუსიის“ ბარიერი და ნახევარფინალში მოხდა პირველი მარცხი, „დე მეერზე“ გუნდი დამარცხდა „პანათინაიკოსთან 0:1. სიტუაცია საგანგაშო გახდა, თუმცა საბერძნეთში „აიაქსმა“ სრულფასოვანი რევანში აიღო 3:0. გუნდი ზედიზედ მეორედ გავიდა ჩმეპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მას ელოდებოდა ტურინის „იუვენტუსი“. ანგარიში გახსნეს იტალიელებმა (რავანელი), თუმცა წონასწორობა მალევე აღადგინა იარი ლიტმანენმა. მიუხედავად უპირატესობისა საქმე მივიდა პენალტების სერიამდე, სადაც ჰოლანდილები როგორც მოსალოდნელი იყო დამარცხდნენ. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანები ვერ გამოიყენესსონი სილოიმ და ედგა დავიდსმა. მეორე ტრიუმფი არ შედგა...