ჯანო ბაგრატიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ქეთო და კოტე“ და სხვ. გამოდიოდა საბალეტო სპექტაკლებშიც (ზაალი - [[ანდრია ბალანჩივაძე|ანდრია ბალანჩივაძის]] „მთების გული“; დიტო - შ. თაქთაქიშვილის „მალთაყვა“). [[1938]]-[[1945]] და [[1956]]-[[1970]] იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, [[1970]]-[[1979]] კი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი. დადგა ცეკვები „საქორწილო“, „ძველი თბილისის ფრესკები“, „ალვანური“ და სხვა. ბაგრატიონი იღვწოდა ქართული ხალხური ცეკვების უძველესი ტრადიციების შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის. ერთდროულად ([[1934]]-[[1939]]) პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სტუდიაში. [[1935]]-[[1945]] ხელმძღვანელობდა თსუ-ისა და საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ წრეებს. მისი მოწაფეები იყვნენ ნ. გურია, ლ. თათეიშვილი, ე. კელაპტრიშვილი, ნ. ბაგრატიონი, გ. დარახველიძე, გ. სალუქვაძე, ა. თათარაძე, კ. მანჯგალაძე, მ. შუბაშიკელი, გ. ბახტაძე და სხვები.
 
აღსანიშნავია ბაგრატიონის მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზე. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ერთ-ერთ პირველ ჯაზურ კოლექტივს ([[1945]]-[[1950]]). აფხაზეთის ფილარმონიის საესტრადო ანსამბლს ([[1950]]-[[1953]]), საქართველოს ფილარმონიის საესტრადო კოლექტივს ([[1953]]-[[1956]]). ამ კოლექტივებში გემოვნებით ასრულებდა ქართული და ამიერკავკასიის ხალხთა სიმღერებს, განსაკუთრებიგანსაკუთრებით აღსანიშნავია მ. ჩირინაშვილის მიერ დამუშავებული ხალხური სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ (ტექსტი ბ. ფერაძისა). ბაგრატიონმა დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური ცეკვის საესტრადო სცენაზე შემოტნისა და დამკვიდრების საქმეს.
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 2, გვ. 131, თბ., 1977