ჩან კაიში: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
== სამოქალაქო ომი ==
 
იაპონისთან ომის დამთავრების შემდეგ, გაჩაღდა უმწვავესი ბრძოლა კომუნისტებსა და გომინდანს შორის იაპონიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაკავებლად. ერთდროულად ჩან კაი-შიმ და ჩკპ(ჩინეთის კომუნისტური პარტია)-ის ძალების სარდალმა გასცეს ბრძანება ტერიტორიების დაკავების შესახებ. უმთავრესი იყო მანჯურიის დაკავება, რომელსაც თავისი მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, ბუნებრივი სიმდიდრით, დიდი სამხედრო და სამრეწველო პოტენციალით, გადამწყვეტი სატრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ახლა აქ საბჭოთა ჯარები იდგა და საბჭოთა ადმინისტრაცია მოქმედებდა, რომელმაც ხელისუფლეა ჩკპ-ს ჩააბარა. [[სტალინი]]ს მოსაზრება არ იყო მხოლოდ იდეოლოგიური, ის ვარაუდობდა, რომ თუ მანჯურია გომინდანის ხელში აღმოჩნდებოდა, მაშინ ადრე თუ გვიან აქ მოვიდოდა აშშ თავისი ღია კარის პოლიტიკით და უფრო სუსტი საბჭოთა ეკონომიკა ამ რეგიონიდან განიდევნებოდა. საშიში იყო ასევე აშშ-ს სახედრო ბაზების განლაგებაც. ამიტომაც საბჭოთა ადმინისტრაციამ არ დაუშვა პორტ-არტურისა და დალნიშის სამთავრობო ჯარები, ჩაუკეტა მათ რკინიგზა, არ შეაქმნევინა გომინდანს ადგილობრივი მისახლეობისგან პოლიციური და სამხედრო ნაწილები. მანჯურია შეუფერხებლად დაიკავეს ჩკპ-ს ნაწილებმა. ძიან ძინ-გოს დიპლომატიურმა მისიამ სტალინთან ვერაფერი გააწყო, მიუხდავადმიუხედავად იმისა, რომ ჩან კაი ში სტალინს სთავაზობდა თანამშრომლობის და კეთილმეზობლური ურთიერთობების საუკეთესო პირობებს.
 
1946 წლის 10 იანვარს გომინდანი და ჩკპ შეთანხმდნენ შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ, სამოქალაქო ომი ახალი ძალით გაჩაღდა. 1946 წლის ივნისში ჩანმა დაიწყო საერთო შეტევა კომუნისტების წინააღმდეგ, ამავე დროს 1946 წლის დეკემბერში ეროვნულმა კრებამ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლითაც გარანტირებული იყო მთელი რიგი დემოკრატიული თავისუფლებანი.