ჩან კაიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: მაშტაბ → მასშტაბ using AWB
No edit summary
ხაზი 76:
1949 წლის 1 ოქტომბერს პეკინში საზეიმოდ გამოაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა, 10 დეკემბერს კი ჩან კაი-ში, ძაინ ძინ-გოსთან ერთად სამუდამოდ ტოვებს მატერიკულ ჩინეთს და ტაივანზე გადადის, სადაც ოჯახის წევრები ადრევე იყვნენ ევაკუირებულნი. მათ თან წაიყვანეს ერთგული ჯარები, გომინდანის პარტიის წევრები და მათი ოჯახები, სულ დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი.
 
მრავალი სუბიექტური და ობიექტური მიზეზის გამო გომინდანი მატერიკზე დამარცხდა. ამ მიზეზებს შორისაა კომუნისტების უკეთესი ორგანიზებულობა და მკაცრი დისციპლინა, ბოლშევიკების რევოლუციური გამოცდილების გამოყენებით უკეთესი პროპაგანდისტული მუშაობა მოსახლეობასთან, განსაკუთრებით გლეხობასთან. მეორე მხრივ, რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო აპარატი ფაქტობრივად მთლიანად კორუმპირებული იყო, გომინდანი ვეღარ ახერხებდა საზოგადოების ეფექტიან მართვას, მოწყდა გლეხობას, არ იყო სერიოზული კავშირი ინტელიგენციასა და ახალგაზრდობასთან, მუხედავადმიუხედავად ძიან ძინ-გოს აქტიური საქმიანობისა ახალგაზრდობის სახალხო კავშირში. ვერ განხორციელდა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური რეფორმები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების რელსებზე დასაყენებლად, რაშიც თვითონ გომინდანის შეცდომებთან ერთად უდიდესი როლი იაპონიის აგრესიამ ითამაშა. თუმცა უმთავრესი მიანც საბჭოთა კავშირის დახმარება იყო, რომლის გარეშეც, როგორც მაო ძე-დუნი აღნიშნავდა, ჩკპ ვერ მოიპოვებდა სამხედრო გამარჯვებას.
 
== ტაივანი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩან_კაიში“-დან