წყლის ტრანსპორტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(146.255.252.18-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McCleanBot-ის მიერ რედაქტირებული ვე...)
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
წყლის ტრანსპორტის განსაკუთრებული სახეობაა [[ბუერი]] — ყინულზე სასრიალო აფრიანი მსუბუქი ნავი, რომელსაც ძირზე ციგურები აქვს გაკეთებული.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=7754 ბუერი - უცხო სიტყვათა ლექსიკონი]</ref>
 
[[საზღვაო ტრანსპორტი]] — უზრუნველყოფს [[გემი|გემებით]] მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას. ადამიანმა ნაოსნობა ზღვაზე უხსოვარი დროიდან დაიწყო. სატრანსპორტო საშუალებანი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიდაარაფერიც. განსაკუთრებით დიდი ცვლილებანი მოხდა [[XIX საუკუნე]]ში, როდესაც აფრიანი გემი შეცვალა ორთქლისძრავიანმა გემმა. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში გაჩნდა თბომავალი გემი. ბოლო ხანებში შეიქმნა ატომმავალი და ორთქლის ტურბინით აღჭურვილი გემები. დანიშნულების მიხედვით გემები სხვადასხვანაირია: სამგაზვრო, სატვირთო და ტვირთის დასაყრელი. მოქმედებაშია აგრეთვე ლიხტერმზიდი გემები. [[ლიხტერი]] არის სატვირთო გემი კარჭაპის ტიპისა, ჩვეულებრივ არათვითმავალი.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=23072 ლიხტერი - უცხო სიტყვათა ლექსიკონი]</ref> განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დიდ [[ბორანი|გემ-ბორანს]], რომელზეც სარკინიგზო ლიანდაგია მოწყობილი.<ref>{{ქსე|8|653|ბუაჩიძე გ.|არა}}</ref>
 
[[სამდინარო ტრანსპორტი]] — წარმოადგენს ტრანსპორტის სახეობას, რომლის დანიშნულებაა მგაზვრების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ძირითადად შიგა წყლებში. სამდინარო ტრანსპორტის მთავარი უპირატესობაა გადაყვანის დაბალი თვითღირებულება. დიდი ხნის ისტორია აქვა. მიჩნეულია, რომ პირველ მსხვილ სამდინარო გემებს აშენებდნენ [[ძველი ეგვიპტე|ძველ ეგვიპტეში]]. ძველი სამდინარო გემები იყო სანიჩბავი ან აფრიანი ტიპის. [[XIX საუკუნე]]ში შიგა სანაოსნო გზებზე დაიწყეს გემების გამოყენება, ხოლო პირველი სამდინარო თბომავალი ააშენეს რუსეთში [[1903|1903 წელს]].
ანონიმური მომხმარებელი