ნიკორწმინდის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: დღესდღეისობით → დღესდღეობით using AWB
(82.211.184.202-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(clean up, replaced: დღესდღეისობით → დღესდღეობით using AWB)
==ისტორია==
 
ნიკორწმინდის ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.
 
ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.
 
XVI საუკუნეში იმერეთის მეფის, [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III-ის]] ხელშეწყობით ნიკორწმინდა განაახლეს. ამ ფაქტის დამადასტურებელია 1534 წელს მეფის მიერ ტაძრისათვის ბოძებული სიგელი: {{ციტატა|ჩვენ მეფეთ მეფემან ბაგრატ... ხელ-ვყავით აღშენებად დაკნინებულისა მონასტრისა... და შევქმენ საყდრად საეპისკოპოსოდ.}} აქედან მოყოლებული, ნიკორწმინდა რაჭის საეპისკოპოსო ტაძრად მოიხსენიება.
 
ნიკორწმინდის შესახებ ბევრი ისტორიკოსი თუ მოგზაური წერდა. XVIII საუკუნეში ტაძარი დაუთვალიერებიათ რუს ელჩებს, ტოლოჩანოვსა და იევლევს: „გავემგზავრეთ ალექსანდრე მეფის რაჭაში... ეკლესია ქვისაა, დიდი, საქმედ საკვირველი, ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელზე... ეკლესიის ახლოს არის ქვის გალავანი ორი კარით. იმავე ეკლესიაში დასაფლავებული არიან მეფის მახლობელი ნათესავები... აკლდამები გამართულია ეკლესიის კედლებში“. ელჩების ჩანაწერებში მოხსენიებულია ეკლესიის გალავანი, რომელიც დღესდღეისობითდღესდღეობით მორღვეულია, მხოლოდ მისი ნაშთებია შემორჩენილი. ხოლო რაც შეეხება მეფის ახლობელთა აკლდამებს, ისინი ძეგლის განახლებისას გადაუფარავთ.
 
==არქიტექტურა==
 
ეკლესია ფორმით ცენტრალურ-გუმბათოვანია. ტაძრის ექსტერიერი რთულია და ელეგანტურობას მოკლებული, განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტების სიუხვე, მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი მნახველზე ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქრისტიანული სიუჟეტების გვერდით ბევრია ისეთი მოტივიც, რომლებიც ხალხურ წინარექრისტიანულ რწმენასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ნიკორწმინდის ფასადები და ეკვდერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია უაღრესად მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები, რეალური და ფანტასტიკური ცხოველები.
აღმოსავლეთ ფასადზე წარმოდგენილია [[ფერისცვალება|ფერისცვალების]] სცენა, ხოლო სამხრეთ ფრონტონზე ქრისტეს მეორედ მოსვლა და ჯვრის ამაღლების კომპოზიციები, რომლებიც შინაარსობრივად ატარებს უფლის ძლევამოსილების იდეას. განსაკუთრებით გამოირჩევა ტაძრის კამარა, რომელზედაც გამოსახულია ორნამენტულად მორთული სხივი და მასში ჩასმული ჯვარი. ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი [[გუმბათის ყელი]]ც. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება. ტაძრის ეზოში აღმართულია სამსართულიანი სამრეკლო რომელიც XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.
 
==მხატვრობა==