ჩუვაშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 101:
 
ჩუვაშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საერთო-სახალხო სახელმწიფო იყო. უკანასკნელი კონსტიტუცია მიღებული იქნა ჩუვაშეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე VIII სესიაზე [[1978]] წლის [[31 მაისი|31 მაისს]]. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო იყო, რომელიც ირჩევდა ჩუვაშეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლეს საბჭოს მოსახლეობა ირჩევდა ხუთი წლის ვადით. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს აღმასრულებელ და განმკარგულებელ ორგანოს მინისტრთა საბჭო (მთავრობა) წარმოადგენდა, რომელსაც ჩუვაშეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო ქმნიდა. სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები იყო: სარაიონო, საქალაქო, ქალაქის რაიონების, სადაბო, სასოფლო სახალხო დეპუტატთა საბჭოები, რომელთაც მოსახლეობა ირჩევდა ორ-ნახევარი წლის ვადით. [[სსრკ]]-ის უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოში ჩუვაშეთის ასსრ წარმოდგენილი იყო თერთმეტი დეპუტატით.
 
== ბუნება ==
 
მარჯვენაპირეთი ეკავა ვოლგისპირა მაღლობს; მისი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილია ჩუვაშეთის პლატო (სიმაღლე 175-227 [[მ]]), რომელიც ციცაბოდ ეშვებოდა ვოლგის ნაპირისაკენ. პლატოს ზედაპირი ძლიერ იყო დანაწევრებული ხრამებითა და ხევებით. მარცხენაპირეთი, ე.წ. ვოლგისიქეთი წარმოადგენდა ვაკეს (სიმაღლე 50-70 მ).
 
== ლიტერატურა ==