ჩუვაშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 99:
}}
'''ჩუვაშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა''' ({{Lang-cv| Чăваш Автономлă Совет Социаллă Республики}}; {{Lang-ru|Чувашская Автономная Советская Социалистическая Республик}}), ''ჩუვაშეთი'' — შედიოდა [[რუსეთის სფსრ]]-ის შემადგენლობაში. [[1920]] წლის [[24 ივნისი|24 ივნისს]] შეიქმნა [[ჩუვაშეთის აო]], ხოლო [[1925]] წლის [[21 აპრილი|21 აპრილს]] გარდაიქმნა ასსრ-დ. მდებარეობდა [[აღმოსავლეთ ევროპის ვაკე]]ზე, [[ვოლგა|ვოლგის]] მარჯვენაპირეთში, მის შენაკადებს — [[სურა (მდინარე)|სურა]]სა და [[სვიაგა]]ს შორის. ფართობი 18,3 ათ. კმ². მოსახლეობა 1316 ათ. კაცი ([[1985]]). დედაქალაქი — [[ჩებოქსარი]]. რესპუბლიკაში 24 რაიონი, 9 ქალაქი და 7 დაბა იყო.
 
ჩუვაშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საერთო-სახალხო სახელმწიფო იყო. უკანასკნელი კონსტიტუცია მიღებული იქნა ჩუვაშეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე VIII სესიაზე [[1978]] წლის [[31 მაისი|31 მაისს]]. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო იყო, რომელიც ირჩევდა ჩუვაშეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლეს საბჭოს მოსახლეობა ირჩევდა ხუთი წლის ვადით. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს აღმასრულებელ და განმკარგულებელ ორგანოს მინისტრთა საბჭო (მთავრობა) წარმოადგენდა, რომელსაც ჩუვაშეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო ქმნიდა. სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები იყო: სარაიონო, საქალაქო, ქალაქის რაიონების, სადაბო, სასოფლო სახალხო დეპუტატთა საბჭოები, რომელთაც მოსახლეობა ირჩევდა ორ-ნახევარი წლის ვადით. [[სსრკ]]-ის უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოში ჩუვაშეთის ასსრ წარმოდგენილი იყო თერთმეტი დეპუტატით.
 
== ლიტერატურა ==