ახალი ამსტერდამი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

03:03, 30 იანვარი 2006-ის ვერსია

ჰოლანდიური სტილის აღორძინების მცდელობა ადრეულ მე-20 საუკუნეში პერლის ქუჩაზე ქვემო მანჰატენზე ქალაქის ჰოლანდიური წარმოშობის აღსანიშნავად. ახალი ამსტერდამის მე-17 საუკუნის არქიტექტურა სრულიად დაიკარგა და მისგან მხოლოდ არქეოლოგიური ფრაგმენტებია დარჩენილი ახალი ამსტერდამი (ჰოლ.: Nieuw Amsterdam) იყო მე-17 საუკუნეში ახალი ნიდერლანდის პროვინციის გამაგრებული დასახლების სახელი; დაარსდა 1624 და მოგვიანებით ნიუ-იორკის ნაწილი გახდა. დაფუძნდა რა ჰოლანდიური ვესტ-ინდოეთის კომპანიის მიერ, ქალაქი მდებარეობდა მანჰეტენის კუნძულის სტრატეგიულ, გამაგრებულ სამხრეთ ბოლოში და მისი დანიშნულება იყო მდინარესთან მისასვლელის დაცვა კომპანიის ბეწვეულის ვაჭრობის წარმოებისთვის ჰუდზონის ხეობაში. ახალი ამსტერდამი გადაიქცა უდიდეს ჰოლანდიურ კოლონიურ დასახლებად ახალი ნიდერლანდის პროვინციაში, ამჟამად ნიუ-იორკის ტრაი-შტატის რეგიონი, და ჰოლანდიელთა მფლობელობაში დარჩა 1664 წლამდე, როცა ის ინგლისეთა ხელში ჩავარდა. ჰოლანდიელებმა უკან დაიბრუნეს იგი 1673 წლის აგვისტოში და მას ახალი სახელი "ნიუ-ორანჟი" დაარქვეს, თუმცა 1674 წლის ნოემბერში ინგლისელებმა ქალაქის წართმევა ისევ მოახერხეს. ქალაქის დაარსების წელი 1625 ამჟამად ოფიციალურად არის აღნიშნული ნიუ-იორკ სიტის ბეჭედზე (მანამდე, ბეჭედზე 1664 - ინგლისელთა მიერ ქალაქში შესვლის თარიღი იყო აღბეჭდილი).