ლონდა ღვალაძე-ჭაბუკიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
== ბიოგრაფია ==
 
ლონდა ღვალაძემ დაამთავრა [[თეატრალური ინსტიტუტი|თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი]]ს სამსახიობო ([[1949]]) და თეატრმცოდნეობის ([[1951]]) ფაკულტეტები. [[1949]]-[[1950]] იყო თბილისის [[მარჯანიშვილის თეატრი|კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის]] მსახიობი, ხოლო [[1951]]-[[1965]] წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის (ამჟამად [[საქართველოს ფოლკლორის ეროვნულისახელმწიფო ცენტრი]]) თეატრალური განყოფილების უფროსი მეთოდისტი (1951-1954) და სარეპერტუარო განყოფილების გამგე (1954-1965). აღნიშნულ წლებში ლ. ღვალაძე-ჭაბუკიანი იყო ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების შეკრებისა და აღდგენის მიზნით ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის მიერ ორგანიზებული მრავალი ექსპედიციის მონაწილე. [[1975]]-[[1995]] - საქართველოს კულტურის სამინისტროს [[თბილისის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი|თბილისის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის]] ქართული სასცენო მეტყველების უფროსი მასწავლებელი. იგი წლების მანძილზე ([[1955]]-[[1965]]) იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს თვითმოქმედების ხელმძღვანელთა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი რესპუბლიკური კურსების ლექტორი. მან აღზარდა ქართული ესტრადის და სასცენო მეტყველების არაერთი ცნობილი ოსტატი (მათ შორის, ელდინო საღარაძე, ლიზა ბაგრატიონი და სხვანი). მან დიდი ამაგი დასდო არაქართველი ავტორების დრამატული ნაწარმოებების გადმოქართულების საქმეს: მას ეკუთვნის 30-ზე მეტი პიესის და რამდენიმე ლიბრეტოს თარგმანები. არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელთა სექციის წევრად. 1955-1965 წლებში მის მიერ არის შედგენილი და მისი რედაქციით გამოიცა ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის არაერთი კრებული თვითმოქმედი თეატრალური კოლექტივებისათვის. [[1961]] წელს გამომცემლობამ "ხელოვნება" გამოსცა ლ. ღვალაძე-ჭაბუკიანის მონოგრაფია "საქართველოს სახალხო თეატრები". [[1960]] წელს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურმა სახლმა გამოსცა "მეთოდური მასალების კრებული თვითმოქმედი კოლექტივების დასახმარებლად", რომელშიც შესულია ლ. ღვალაძის და ვ. ლოლაძის მეთოდური სახელმძღვანელო "სპექტაკლის დამდგმელთა დასახმარებლად".
 
==ლიტერატურა==