არჩილ II: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''არჩილ II''' (* [[1647]] ― † [[16 აპრილი]]. [[1713]], [[მოსკოვი]]), [[საქართველო | საქართველოს]] მეფე, პოეტი, [[ვახტანგ V | ვახტანგ V-ის]] ძე. მეფობდა იმერეთში [[1661]]-[[1663]], კახეთში - [[1664]]-[[1675]], კვლავ იმერეთში - [[1678]]-[[1679]], [[1690]]-[[1691]], [[1695]]-[[1696]], [[1698]]. ვახტანგ V-მ, რომელიც საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, 14 წლის არჩილი იმერეთში გაამეფა, ოსმალეთის (რომლის ვასალიც იმერეთი იყო) პროტესტისა და ირანის მთავრობის მოთხოვნის გამო ვახტანგ V-მ არჩილ II ირანში გაგზავნა ([[1663]]), სადაც მას მუსულმანობა მიაღებინეს, ''შაჰნაზარ-ხანი'' უწოდეს და კახეთის მეფედ გამოგზავნეს ([[1664]]).
[[image:Imerati-Archili.gif|thumb|right|არჩილ II]]
'''არჩილ II''' (დ. [[1647]] ― გ. [[16 აპრილი]]. [[1713]], [[მოსკოვი]]), [[საქართველო | საქართველოს]] მეფე, პოეტი, [[ვახტანგ V | ვახტანგ V-ის]] ძე. მეფობდა იმერეთში [[1661]]-[[1663]], კახეთში - [[1664]]-[[1675]], კვლავ იმერეთში - [[1678]]-[[1679]], [[1690]]-[[1691]], [[1695]]-[[1696]], [[1698]].
 
==ბიოგრაფია==
'''არჩილ II''' (* [[1647]] ― † [[16 აპრილი]]. [[1713]], [[მოსკოვი]]), [[საქართველო | საქართველოს]] მეფე, პოეტი, [[ვახტანგ V | ვახტანგ V-ის]] ძე. მეფობდა იმერეთში [[1661]]-[[1663]], კახეთში - [[1664]]-[[1675]], კვლავ იმერეთში - [[1678]]-[[1679]], [[1690]]-[[1691]], [[1695]]-[[1696]], [[1698]]. ვახტანგ V-მ, რომელიც საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, 14 წლის არჩილი იმერეთში გაამეფა, ოსმალეთის (რომლის ვასალიც იმერეთი იყო) პროტესტისა და ირანის მთავრობის მოთხოვნის გამო ვახტანგ V-მ არჩილ II ირანში გაგზავნა ([[1663]]), სადაც მას მუსულმანობა მიაღებინეს, ''შაჰნაზარ-ხანი'' უწოდეს და კახეთის მეფედ გამოგზავნეს ([[1664]]).
 
ამ აქტით ქართლისა და კახეთის სამეფოები ფაქტობრივად გაერთიანდა. არჩილ II-მ, კახეთის ტახტის განმტკიცების მიზნით, [[1667]] ცოლად შეირთო [[თეიმურაზ I | თეიმურაზ I-ის]] შვილიშვილი ქეთევანი. მან კახეთის დედაქალაქი [[გრემი | გრემიდან]] [[თელავი | თელავში]] გადაიტანა, განაახლა ეკლესიები, ააშენა მრგვალი სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობა, ნაწილობრივ ალაგმა ლეკების თარეში. კახეთის ასეთი მოღონიერებით უკმაყოფილო ირანის შაჰმა მეფის ტახტი თეიმურაზ I-ის შვილიშვილს [[ერეკლე I | ერეკლე ბატონიშვილს]] (''ნაზარალი-ხანს'') აღუთქვა. არჩილ II-მ [[1675]] დატოვა კახეთი და იმერეთში გამეფებას შეეცადა. იგი ოთხჯერ ავიდა ტახტზე იმერეთში, მაგრამ ოსმალეთის მხარდაჭერით იმერეთის თავადაზნაურობამ ოთხჯერვე გააძევა. [[1680]] არჩილ II-მ ელჩი გაგზავნა [[რუსეთი | რუსეთში]] და დახმარება ითხოვა, [[1682]]-88 თვითონ იყო რუსეთში, მაგრამ ვერც ამ გზით მიაღწია მიზანს. [[1699]] საბოლოოდ გადასახლდა რუსეთში. [[პეტრე I | პეტრე I-მა]] გულთბილად მიიღო არჩილ II და მისი ოჯახი. სამეფო კარზე განსაკუთრებით დაწინაურდა არჩილ II-ის ძე [[ალექსანდრე ბატონიშვილი (იმერეტინსკი) |ალექსანდრე ბატონიშვილი]]. არჩილ II დასახლდა მოსკოვის მახლობლად, სოფელ ვსესვიატსკოვში (ქართული გამოთქმით "სესენწკაში"). იგი ფაქტობრივად ჩამოსცილდა პოლიტიკურ ცხოვრებას და ფართო კულტურულ-საგამნანათლებლო მუშაობას მიჰყო ხელი. იქვე გარდაიცვალა, დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში.
 
 
 
==ლიტერატურა==
 
* ''ბარამიძე ალ.'', ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1940
{{ქსე}}
* ''გვრიტიშვილი დ.,'' ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV- XVII სს.), წგნ. 2, თბ., 1965;
*''ვახუშტი'', აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;
*''კეკელიძე კ.'', ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
* ''ტატიშვილი ვ.'', ქართველები მოსკოვში, თბ., 1959;
* ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966
* ქსე, ტ. 1, გვ. 614, თბ. 1975
 
[[კატეგორია:ქართველები]]