სეიდაბადი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სეიდაბადი''' — [[თბილისი]]ს ერთ-ერთი ძველი უბანი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] დინების მარჯვნის, კრწანისის ველსა და [[თაბორი (მთა)|თაბორის მთას]] შორის (ახლანდელი კიროვის სახელობის რაიონის ტერიტორიაა). სახელი ეწოდა XVII საუკუნის 30-იან წლებში აქ დასახლებული სპარსული ტომის სეიდების მიხედვით (სეიდ-აბად, ე. ი. სეიდების დასახლება).
 
[[თბილისი]]ს აღწერისას [[ვახუშტი]] ამბობს: „ხოლო აწ უწოდებენ ოთხთავ ქალაქთა აწ ტფილისს და განაყოფით: კალას-ტფილისსა, ტფილისს-სეიდაბადს, და ისნს-ავლაბარს, დაგარეთუბანი არს ტფილისისა. მსახლობელნი არიან ციხესა და სეიდაბადს სპარსნი მოჰმადიანნი“, „აქ დასხნა შასეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს...“. XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ სეიდების ჩამოსახლების გამო თბილისის ტერიტორიაზე სეიდების დასახლება გაჩნდა და უბანსაც სეიდების უბანი, ანუ „[[სეიდაბადი]]“„სეიდაბადი“ დაერქვა. [[პლატონ იოსელიანი]] თავის სიძველეთა აღწერაში ვახუშტის ეთანხმება, მაგრამ საკუთარ ვარაუდსაც გვამცნობს: „... ამ დროს კი დასახლებაში — სეიდაბადი ჩაგვესმის სეიდნეი, დამახინჯებული სახელწოდება ძველი სიდონისა, თავისი კლდოვანი მიდამოთი და ქრისტიანული განწყობით ანტილიბანონის ძველი ხალხისა ჩვენებური სეიდაბადის გარემოს რომ ჰგავს.
 
სეიდაბადი ძირითადად სასოფლო-სამეურნე რეგიონი იყო. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზა, ე. წ. განჯის გზა, რომელიც თბილისის აღმოსავლეთ ამიერკავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთთან აკავშირებდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სეიდაბადი“-დან