სეიდაბადი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 1:
'''სეიდაბადი''' — [[თბილისი]]ს ერთ-ერთი ძველი უბანი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] დინების მარჯვნის, კრწანისის ველსა და [[თაბორი (მთა)|თაბორის მთას]] შორის (ახლანდელი კიროვის სახელობის რაიონის ტერიტორიაა). სახელი ეწოდა XVII საუკუნის 30-იან წლებში აქ დასახლებული სპარსული ტომის სეიდების მიხედვით (სეიდ-აბად, ე. ი. სეიდების დასახლება). [[პლატონ იოსელიანი]] თავის სიძველეთა აღწერაში ვახუშტის ეთანხმება, მაგრამ საკუთარ ვარაუდსაც გვამცნობს: „... ამ დროს კი დასახლებაში — სეიდაბადი ჩაგვესმის სეიდნეი, დამახინჯებული სახელწოდება ძველი სიდონისა, თავისი კლდოვანი მიდამოთი და ქრისტიანული განწყობით ანტილიბანონის ძველი ხალხისა ჩვენებური სეიდაბადის გარემოს რომ ჰგავს. სეიდაბადი ძირითადად სასოფლო-სამეურნე რეგიონი იყო. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზა, ე. წ. განჯის გზა, რომელიც თბილისის აღმოსავლეთ ამიერკავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთთან აკავშირებდა.
 
XVIII—XIX საუკუნეების მიჯნაზე სეიდაბადს [[ხარფუხი]] ეწოდა (ახლანდელი გოგირდოვანი წყლების აბანოების რაიონი). შემორჩენილია ქალაქის ზღუდის ნაშთი — ე. წ. განჯისკარი, რომლის მიდამოებში 1948—1949 წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა აქ IX—XIII საუკუნეებში მეთუნეთა უბნის არსებობა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სეიდაბადი“-დან