კაპის კოლონია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 21:
[[File:LocationCape Colonyca1890.svg|thumb|კაპის კოლონია (გამოყოფილია წითლად), 1890 წელი]]
კოლონიის ტერიტორია მუდმივად იზრდებოდა აფრიკელთა მიწის ხარჯზე: [[ბუშმენები]]ს, [[ჰოჰენტოტები]]ს, [[ბანტუ]]ს ხალხების. [[ბურები]]სა და [[ინგლისელი]] კოლონიზატორების მთელი რიგი დაპყრობების შედეგად ([[კაფრის ბრძოლა]]) კაპის კოლონიის აღმოსავლეთ საზღვარმა 1894 წელს მდინარე [[უმტამბუნა]]მდე მიაღწია. 1895 წელს კოლონიას შეერწყა ტსვანას მიწების სამხრეთ ნაწილი, რომელიც 1884-1885 წწ. იქნა ანექსირებული. არანაკლებ სისხლისმღვრელი იყო თეთრკანიანთა ბრძოლები ერთმანეთში. ეს იყო 1899-1902 წწ. [[ანგლო-ბურების ომი]]. ბურების რესპუბლიკებმა დაკარგეს თავიანთი დამოუკიდებლობა. იმისათვის, რომ მოესპოთ აფრიკანერთა წინააღმდეგობა, [[ისტორია]]ში პირველად ინგლისელებმა შექმნეს [[საკონცენტრაციო ბანაკი]]. 1890 წელს ინგლისელებმა უხეშად წაუყენეს პორტუგალიელებს ულტიმატუმი, რომელმაც წერტილი დაუსვა პორტუგალიელთა ოცნებას - შეექმნათ მეორე [[ბრაზილია]] [[აფრიკა]]ში — ტრანსკონტინენტური სამფლობელოების ფართო ზოლი, რომელსაც ერთიან [[იმპერია]]ში უნდა მოაქცია [[ანგოლა]] და [[მოზამბიკი]]. 1910 წელს [[სამხრეთ აფრიკის კავშირი]]ს დომინიონის შექმნით (1961 წლიდან [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა]]) კაპის კოლონია შევიდა მის შემადგენლობაში. 1994 წელს უზარმაზარი კაპის კოლონია სამ ახალ პროვინციად გაიყო. ჩრდილოეთ კაპის პროვინცია, დასავლეთ კაპის პროვინცია და აღმოსავლეთ კაპის პროვინცია.
==რესურსები ინტერნეტში==
*[https://books.google.ge/books?id=yT4UAAAAIAAJ&pg=PA268&redir_esc=y#v=onepage&q&f=false კაპის კოლონიის ისტორია]
*[https://babel.hathitrust.org/cgi/pt?id=uc1.l0074071051;view=1up;seq=35 კაპის კოლონია]
 
[[კატეგორია:ბრიტანეთის ისტორია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაპის_კოლონია“-დან