ჯენესისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎კლასიკური პერიოდი (1971–75): clean up, replaced: სიმღერების კრებული → სიმღერების კომპილაციური ალბ using AWB
ხაზი 62:
ამ პერიოდში ჰეკეტი იქცა ერთ-ერთ პირველ გიტარისტად, რომელიც ელექტრონულ გიტარაზე დაკვრისას იყენებდა [[ტეპინგი]]ს ტექნიკას, რომელიც მოგვიანებით [[ედი ვან ჰელენი]]ს მიერ იქნა უფრო წარმატებულად შემოღებული. ჰეკეტი აგრეთვე იყენებდა „[[სვიპ-პიკინგი|სვიპ-პიკინგს]]“, რომელსაც 1980-იან წლებში პოპულარობა [[ინგვი მალმსტინი|ინგვი მალმსტინმა]]ს მოუტანა.<ref>Rolling Stone Magazine October 22 2012 interview with Steve Hackett</ref> ეს ტექნიკები გამოყენებული იქნა „[[Dancing with the Moonlit Knight]]“-ში. ამავე პერიოდში ჯგუფმა გააფორმა კონტრაქტი [[ტონი სმითი (მენეჯერი)|ტონი სმითთან]], რომელიც შემდგომში ჯგუფის სიმღერებს კომპანია [[Hit & Run Music Publishing]]-ის მეშვეობით გამოსცემდა.
 
1974 წელს ჯენესისმა ჩაწერა ორმაგი [[კონცეპტუალური ალბომი]] ''[[The Lamb Lies Down on Broadway]]'', რომელიც გამოვიდა 18 ნოემბერს. წინა ალბომების ხანგრძლივ სიმღერებთან შედარებით ''The Lamb Lies Down on Broadway'' არის უფრო მოკლე სიმღერების კრებულიკომპილაციური ალბომი, რომელშიც სიმღერები ერთმანეთს უერთდება. ალბომში მოთხრობილია რაელის, [[ნიუ-იორკი]]ს მაცხოვრებელი [[პუერტო-რიკო|პუერტო-რიკოელის]] სულიერი თავგადასავალი, თავისუფლებისა და ინდივიდუალურობის ჩამოყალიბებისთვის.<ref>Welch, Chris. "Genesis: The Lamb Lies Down On Broadway". ''Melody Maker'', 23 November. 1974.</ref> მოგზაურობისას რაელი ხვდება რამდენიმე საოცარ პერსონაჟს, რომელთა შორის არიან მოლიპული ადამიანები და [[ლამია (მითოლოგია)|ლამია]]. გებრიელის თქმით, რაელის ამბავზე გავლენა იქონია [[ალეხანდრო ხოდოროვსკი]]ს „[[თხუნელა (1970 წლის ფილმი)|თხუნელამ]]“.
 
ალბომს მოჰყვა მსოფლიო ტურნე, რომლის ფარგლებში გაიმართა 102 კონცერტი, გებრიელის თანმხლები ანოტაციებით. შესასრულებელი მასალის ასეთი არჩევანის შესახებ ჯგუფმა მოგვიანებით ინანა, ვინაიდან პროგრამის ხანგრძლივობის გამო ისინი ვერ უკრავდნენ უფრო ადრეული მასალის დიდ რაოდენობას და ასრულებდნენ სიმღერებს, რომლებიც ცოცხლად არც თუ კარგად გამოსდიოდათ.<ref name="Mike on Mike">Neer, Dan (1985). ''Mike on Mike'' [interview LP], Atlantic Recording Corporation.</ref> ცოცხალი გამოსვლებისას ჯენესისმა პირველად გამოიყენა ლაზერული განათება და სხვა ეფექტები, რომელთა ნაწილი ჰოლანდიელმა თეო ბოტსხუეივერმა ააგო. სპეციალურად შემუშავებული პულტი აკონტროლებდა ლაზერულ განათებას, რითაც გებრიელიც მაყურებელზე სხვადასხვა ფერების პროეცირებას ახდენდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯენესისი“-დან