გრიგოლი (ცერცვაძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''გრიგოლი (ცერცვაძე)''' (დ. 18 მაისი, 1910 — გ. 1991) — ქართველები|ქარ...
 
No edit summary
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გიორგი ალექსანდრეს ძე ცერცვაძე, დაიბადა [[1910]] წლის 18 მაისს თელავის[[თელავი]]ს მაზრის სოფელ ვაზისუბანში. [[1948]] წლის 18 თებერვალს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 24 თებერვალს მღვდლად. [[1971]] წლის დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის [[ეფრემ II]]-ის ლოცვა-კურთხევით მიენიჭა დეკანოზის ხარისხი.
 
[[1976]] წლის 21 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის ლოცვა-კურთხევით იგი აღიკვეცა ბერად და უწოდეს სახელი გრიგოლი. იმავე წლის 22 მაისს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტი გრიგოლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ აკურთხა ალავერდის ეპისკოპოსად.
 
ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა XII საეკლესიო კრებაზე წმიდა სინოდის სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ასარჩევად წამოაყენა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიას კანდიდატურა. [[1977]] წლის 25 დეკემბერს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო პატრიარქის კურთხევის ცერემონიალში, მიართვა საქართველოს ეკლესიის ახლად აღსაყდრებულ საჭეთმპყრობელს საპატრიარქო მიტრა, კუნკულ-ბარტყულა და კვერთხი. [[1978]] წლის 4 იანვარს უწმიდესმა და უნეტარესმა [[ილია II]]-მ ეპისკოპოს გრიგოლს მიტროპოლიტობა უბოძა.
 
მიტროპოლიტი გრიგოლი გარდაიცვალა [[1991]] წლის თებერვალში. დაკრძალულია ალავერდის საკათედრო ტაძარში.
 
==ლიტერატურა==