ცაგერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 46:
== ცაგერის ისტორია ==
[[ფაილი:View to Tsageri - panoramio.jpg|მარცხნივ|მინი|300x300პქ|ცაგერი. პანორამა ]]
მეცხრამეტე საუკუნის [[1860-იანები|60 -იან]] წლებში როდესაც ლეჩხუმის მაზრდა ჩამოყალიბდა ლეჩხუმის სამაზრო ცენტრი გახდა ლაილაში. მურიდან ლაილაშს იქნა გადატანილი ადმინისტრაცია, სასამართლო,პოლიცია,დაბა სწრაფად გაიზარდა, აშენდა სახელოსნოები, სავაჭრო დუქნები, გაჩნდა რამდენიმე წვრილი საწარმო.
 
მე–19 საუკუნის 60–იან წლებში ლაილაშს იყო 125 კომლი 903 მცხოვრებით. სამაზრო ცენტრად გამოხადებიდან მალე იქ მოსახლეობის რიცხვმა სამი ათასს გადააჭარბა, ლაილაშს გაჩაღდა ვაჭრობა და ხელოსნობა, რასაც ძირითადად იქ მცხოვრები ებრაელები და სომხები წარმართავდნენ. ბაზრობაზე მოდიოდნენ მეზობელი კუთხეებიდან – რაჭველები, სვანები, იმერლები, გადმოდიოდნენ ოსები და ყარაჩაელებიც კი. იმ დროიდან ცხენისწყლის ხეობის და რიონ–ლაჯანურის ხეობის მცხოვრებ თავადაზნაურობას და ინტელიგენციას შორის იწყება გაუთავებელი დავა სამაზრო ცენტრის ლაილაშიდან ცაგერში გადმოტანის შესახებ.
ხაზი 58:
რევოლუციამდელი პრესის ფურცლებიდან ირკვევა, რომ ლეჩხუმის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრის შერჩევის საკითხი მწვავე კამათს იწვევდა მოსახლეობაში. ამიტომ მისი საბოლოო გადაწყვეტა წლების მანძილზე ჭიანურდებოდა.
 
[[1880]] წელს ლეჩხუმში ქუთაისის გუბერნატორი ჩასულა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა მაზრის ცენტრად სოფელი ცაგერი შეერჩია,მაგრამ მისთვის დიდი წინააღმდეგობა გაუწევიათ ლაჯანურისა და რიონის ხეობათა საზოგადოებებს და იძულებული გამხდარა საგანგებოდ შედგენილი პირობები წარედგინა მათთვის. მათგან ერთ–ერთი მუხლი იყო ლაილაშისა და ცაგერის განაშენიანების საკითხი. ამაზე მიუთითებს ივერიაში,, დაბეჭდილი წერილის შინაარსი, რომელიც მოგვითხრობს იმ გარდაქმნების შესახებ, რაც ორმა მოწინააღმდეგე დაჯგუფებამ გაატარა თავიანთი ცენტრების – ცაგერისა და ლაილაშის გამშვენიერებისათვის. 80–იან წლებში ცაგერში გაუყვანიათ გზატკეცილები, გაუშენებიათ ბაღი, რომელიც დღესაც ამშვენებს ცაგერს და შემორჩენილი აქვს სახელად ,,ენკელის ბაღი,, ( ენკელი გვარია იმ დროს ლეჩხუმის მაზრის უფროსისა, რომლის თაოსნობითაც გაშენდა ბაღი). აუგიათ სავაჭრო დუქნები, უფრო ორგანიზებული სახე მიუციათ ,, იარმურკობისათვის,, , რაც ტრადიციულად ეწყობოდა მურში და შემდეგ ცაგერში და სხვა. ასეთი სამუშაოები ჩატარებულა სოფელ ლაილაშსაც. კორესპონდენცია მთავრდებოდა ასეთი სიტყვებით: ,,ბოლოს ლაილაშში დარჩება მაზრის ცენტრი, თუ ცაგერში გადაიტანებენ, არ ვიცით. იმედის თვალით შევყურებთ მომავალს, როცა მოვესწრებით სამაზრო ცენტრად ცაგერის აღიარებას,,.
 
ცაგერი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცაგერი“-დან