კოპალიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎რესურსები ინტერნეტში: ემილ კოპალიანი , "კოპალიანები"-გვარის ისტორია. გამომცემლობა "საუნჯე". თბი
ხაზი 1:
[[ფაილი:Kopaliani COA.png.jpg|283x283px|მინი|კოპალიანების საგვარეულო გერბი]]
'''კოპალიანები''' — ქართული (ლეჩხუმური) წარმოშობის გვარი. დღესდღეობით ძირითადად ცხოვრობენ [[ცაგერის მუნიციპალიტეტი|ცაგერის მუნიციპალიტეტში]], სადაც ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარია, ასევე ქუთაისში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თბილისში და საკმაოდ მრავალრიცხოვანი განსახლება აქვთ [[აფხაზეთი|აფხაზეთშიც]]. კოპალიანთა თავდაპირველ სამოსახლოდ ითვლება სოფელი [[ზარაგულა]]. გვარის ეტიმოლოგია წარმოშობილია ადგილობრივი ღვთაების [[კოპალა|კოპალას]] კულტიდან. კოპალიანები ჩნდებიან XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან. გვარის თავდაპირველი სტატუსი არც ისე მაღალი იყო თუმცა შემდგომში ზოგიერთ შტოში ჩნდებიან [[ლეჩხუმი|ლეჩხუმის]] თავადაზნაურთა საგვარეულოებს შორის. ზეპირსიტყვიერი გადმოცემებით გვარის ისტორიაში არსებობს ლეგენდა მისი წარმოშობის შესახებ: ფუძემდებელმა მოინადირა მთის ვეფხვი, რომლის ტყავიც ადგილობრივ მმართველს/მეფეს მიართვა. საჩუქრის საფასურად მმართველმა მას ასეთი პირობა მისცა-ერთი დღის განმავლობაში ფეხით უნდა შემოევლო მის მიერ არჩეული ადგილისთვის და სწორედ იმ ტერიტორიას გადასცემდა მას ძღვენად. ამ ადგილს უკავშირებენ კოპალიანთა მთავარი შტოს წარმოშობის ადგილ სოფელ [[ზარაგულა|ზარაგულას]]. გვარში გამოიყოფა ორი მთავარი შტო: [[ზარაგულა|ზარაგულას]] კოპალიანები და [[ლუხვანო|ლუხვანოს]] კოპალიანები. ეს უკანასკნელი უფრო გვიანდელი შტოა. დღესდღეობით კოპალიანთა გვარის წარმომადგენელთა რაოდენობა დაახლოებით ხუთი ათასია.
 
== თქმულებები ==
როგორც ქართული გვარების უმრავლესობას, ისე კოპალიანების გვარის შესახებ არსებობს სხვადასვა, ერთმანეთისაგან განსხვავებული თქმულება თუ გადმოცემა. დღესდღეობით რთულია იმის ზუსტი გარკვევა ამ თქმულებებიდან რომელიმე შეესაბამება თუ არა ისტორიულ სინმდვილეს, თმცა მათი არსებობა გვარის მეხსიერებაში მის სიძველეზე და განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. ყველაზე მეტად ფესვგადგმული და ცნობილი თქმულება გვარში წარმართულ ღვთაება კოპალეს უკავშირდება.
 
წინარექრისტიანულ ხანაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიეთა შორის, განსაკუთრებით არგვისპირა მოსახლეობაში გავრცელებული იყო ღვთაება [[კოპალა|კოპალეს]] კულტი.ადგილობრივებისათვის იგი წარმოადგენდა ყოველგვარი ბნელი, ბოროტი ძალების წინაამღდეგ მებრძოლი გმირის განსახიერებას. ლეგენდები ყვებიან მისი ლახტის დიდ შესაძლებლობებზე და დევებთან მის ომებზე. ამის გამო კოპალეს შრთამომავლობას ბევრი მტერი და მოშურნე გამოუჩნდა, ამიტომაც ისინი საქართვლეოს სახვადასხვა კუთხეებში გაიხიზნენ. მათი ნაწილი მოსულა ზემო სვანეთში სადაც დასაბამი მისცეს კოპალიანების გვარს. სხვა კუთხეებში გახიზნულებმაც შეინარჩნეს ლეგენდარული წინაპრის ფუძე და მიიღეს კოპალეიშვილის და კოპალაძის გვარები.
 
გვარში არსებობს შიდა განშტოებები, რომლებიც სხვა და სხვა წარმოშობისანი არიან. სისხლით ნათესავად არ მიიჩნევენ თავს თუმცა საერთო გვარის ხალხად იღებენ ერთმანეთს. ასეთი განშტოებები საგვარეულოს უფრო საინტერესოს და მრავალრიცხოვანს ხდის და ასეთი რამ არა გვარის არაერთსულოვნებისა და სისუსტის არამედ სიძლიერის ნიშანია.
 
== გვარის განშტოებები ==
კოპალიანების გვარში გამოიყოფა ორი ძირითადი შტო: [[ლუხვანო|ლუხვანოს]] კოპალიანები და [[ზარაგულა|ზარაგულას]] კოპალიანები. ამ განშტოებებს თავიანთი და ერთმანეთისაგან განსხვავებული თქმულებები აქვთ სკაუთარი წარმომავლობის შესახებ. რაც თითქმის დასტურდება კიდეც საარქივო მასალის კვლევით, თუმცა უნცროს-უფროსობა ჯერაც გაურკვეველია.
 
[[ლუხვანო|ლუხვანოს]] საკოპალიანო ყველაზე ძველ სამოსახლოდ ითვლება ლეჩხუმის ტერიტორიაზე ამ გვარის მიერ შქმნილს. თავდაპირველად მას ბრალოდ "საკოპალიანო" ერქვა. სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის სამაროვანი და აქ უძველესი დროიდან ცხოვრობდა ხალხი, თუმცა კოპალიანების საგვარეულოს დაფუძნება აქ სავარაუდებელია დაახლოებით XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე.
 
ლუხვანოს კოპალიანებში გავრცელებული თქმულების თანახმად: ზემო სვანეთში მცხოვრებ ერთ კაცს გოგის, მეზობელი მოუკლავს, სისხლის აღების შიშით გოგის სვანეთი მიუტოვებია და დადიანის სამფლობელოსაკენ წასულა. დიდი წვალების შემდეგ მას მიუღწევია ლეჩხუმის საზღვრამდე სადაც უნახავს მშვენიერი სანახები, ნადირით მდიდარი ტყეები და თევზით მრავალი მდინარეები. ერთი ჯიხვი მოუკლავს და მისი ტყავი ძღვნად წაუღია და გეზი აუღია მურის სასახლისაკენ სადაც დადიანს მოახსენეს მისი სტუმრობის შესახებ. გოგიმ ყველაფერი უამბო დადიანს, მათ შორის ლუხვანოს მთებში ნანახი ჯიხვების ჯოგის ფა თევზით მდიდარი ბაბაშურის ტბის შესახებ. დადიანს თან უხლია გოგი და ეს ადგილები პირადად მოუნახულებია. ნახვით კმაყოფილი დარჩენილა და გოგი ამ მიდამოებში დაუსახლებია. ამ დროს დაარსდა სოფელი "საკოპალიანო". გოგი აქ დაცოლშვილებულა და გამრავლებულა. სწორედ მის შრთამომავლებად მიიჩნევიან ლუხვანოს კოპალიანები.
 
ზარაგულას კოპალიანები გვარში ყველა ზე მცირერიცხოვანი თუმცა საკმაოდ ცნობილი შტოა. ისინი ლუხვანოელებზე შედარებით გვიანდელი განშტოებაა. სამეცნიერო თუ ეთნოგრაფიული კვლევებით ზარაგულას კოპალიანები არ მიიჩნევიან ლუხვანოელი კოპალიანების სისხლით ნათესავებად თუმცა მათ შორის ურთიერთობები ყოველთვის იყო ძალიან ახლო და მშვიდობიანი.
 
ზარაგულელი კოპალიანების თქმულების თანახმად: ზარაგულელი კოპალიანების წინაპარი კაცია გურიიდან მოსულა. ეს კაცი გვარად კოპალეიშვილი იყო ანუ კოპალეს გვარებიდან ერთ ერთის წარმომადგენელი, ამიტომაც იგი მარტივად დაფუძნდა ლეჩხუმში და გვარის გადაკეთებით საკუთარი გვარის ფუძეც არ დაუკარგავს. კაციას აღარ დაედგომებოდა გურიელის კარზე გაურკვეველი მიზეზების გამო და საკუთარ ოჯახთან ერთად გახიზნულა იმერეთში და შემდეგ მისთვის უბოძებიათ მამული ლეჩხუმში. ეს უნდა მომხდარიყო მაშინ როდესაც ოდიში ჯერ კიდევ არ მართავს ლეჩუხმს და იგი იმერეთის მეფის დომენია. კაცია დასახლებულა ლუხვანოსთან ახლოს ზარაგულაში სადაც დაცოლშვილებულა და გამრავლებულა. ამ გვარის ხალხი გამოირჩევა ენამოსწრებულობით, სიცქვიტით, გვარის დამფუძნებელი მამათავრის საპატივცემულოდ ზარაგულას კოპალიანები ასევე იხენიებიან როგორც "კაციეისანებად"
 
ამრიგად კოპალიანების გვარში ერთიანდება ორი დამოუკიდებელი შტო: ლუხვანოს კოპალიანები, რომლებიც ისტორიულად დადიანის ქვეშემრდომები იყვნენ და მისგან იღებდნენ წყალობას, ასევე ზარაგულას კოპალიანები, რომლებიც უფრო იმერეთი-გურიის მხარეს იხრებოდნენ პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას რაც მათ საგვარეულო თქმულებებში ნათლად აღიბეჭდა.
 
== გვარის ისტორია ==
კოპალიანების გვარი თუ თქმულებებს დავუჯერებთ უნდა მომდინარეობდეს კოპალეს კულტიდან, ანუ მათი წინაპრები იყვნენ წარმართობის პერიოდიდან მომდინარე ძლიერი შტოები, რომლებიც შემდეგ დასავლეთ საქართველოში განსახლდნენ სვანეთში, ლეჩხუმში გურიასა და იმერეთში.
 
გვარი პირველად იხსენიება XII-ე საუკუნეში საეკლესიო დასტარებში. მისი ძლიერ საგვარეულოდ ჩამოყალიბება კი დაიწყო XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც სვანეთში მოიპოვეს მამულები და შემდეგ დამკვიდრდნენ ლეჩხუმში სადაც დაარსეს დიდი სოფელი "საკოპალიანო (დღევ. [[ლუხვანო]]). შემდგომში მათ მიემატა მეორე განშტოება ზემო საკოპალიანო([[ზარაგულა]], რომლებიც სხვა დამოუკიდებელი შტო იყო.
 
კოპალიანები ძირითადად მსახურობდნენ ლეჩხუმის მოუურავების კარზე, მათი ნაწილი პეიროდულად მოურავობის ტიტულსაც აღწევდა. მაგ. პეტრე კოპლიანი [[დავით დადიანი|დავით დადიანის]] მოურავი იყო. ასევე ბერი კოპალიანი, რომელიც სოლომონ I-ს ემხრობოდა (სავარაუდოდ ზარაგულის კოპალიანებიდან). ლუხვანოს კოპლლიანები რადგანაც მათ მამულები კაცია დადიანმა გადასცა სწორედ ლეჩხუმში ოდიშის მომხრეთა რიგებში იდგნენ, ხოლო ზარაგულას კოპალიანები უფრო იმერეთის მეფის მხარეს იხრებოდნენ. დადიანების ერთპიროვნული მმართვლეოსბის და [[ლეჩხუმის სათავადო|ლეჩხუმის სამოურავოს]] არსებობის პერიოდში ლუხვანოს კოპალიანები იყვნენ აზნაურის ტიტულის მქონეები რაც ჩანს არქივში არსებული სამეფო სიგელებიდან. თუმცა სამეგრელოში რუსეთის პროტექტორატის დამყარების შემდგომ მათ ეს ყველაფერი დაკარგეს.
 
XVIII საუკუნის დასაწყიიდან კოპალიანთა შორის აზნაურული წოდების გარდა ასევე დამკვიდრდა სასულერო ფენაც. იმერეთის მეფის [[ალექსანდრე V]]-ის 1733 წელს შედგენილ სიგელში იხსენიება გრიგოლ კოპალიანი, რომელსაც მეფე ანიჭებს გელატის მონასტრის წინამძღვრის წოდებას, უწოებს მას ყველაზე განსწავლულ და ბრძენს და ავალებს მოაროს აქამდე გავერანებული და მიტოვებული მონასტრის ვენახებს, მეფეთა საფლავებს მიაგოს საკადრისი პატივი, მიხედოს მიწებს, მასზე მოსახლე კომლებს და ათავისუფლებს მის დაქვემდებარებაში არსებულ საეკლესიო ადგილ მამულებს გადასახადებისაგნ. XVIII-XIX სს-ში კოპალიანთა გვარიდან გამოვიდა 40 სასულიერო პირი.
 
რუსეთის პროტექტორატის დამყარების შემდეგ კოპალიანების გვარს ჩამოერთვა ყველა პრივილეგია და ადგილ მამულების დიდი ნაწილი.
 
== აფხაზეთის კოპალიანები ==
აფხაზეთში კოპალიანების დასახლებები გაჩნდა XIX ს-ის ბოლოს. ზარაგულის კოპალიანების ნაწილმა მწირი მიწების და გამოუვალი მდგომარეობის გამო მიატოვა სოფელი და იმერეთის გავლით ფოთის პორტიდან გაემგზავრა სოხუმისაკენ. აქ ფავრცელებული მალარიის გამო მათი დიდი ნაწილი სოხუმის რაიონის სოხუმთან ალხოს არსებულ სოფელბში დასახლდა მათ შორის პირველები იო სოხუმის რაიონის სოფელი ოქტომბერი და გულრფშის რაონეის სოფელი ყადა. მათ ძრითადად ხელი მიყვეს მეცხოველეობას და მემინდვრეობას.
 
საბჭოთა დიქტატურის დამუარების შემდეგ ლავრენტი ბერიას პროექტით ლეჩხუმიდან დაიწყო გვარების მასობრივი ჩასახლება აფხაზეთის ტერიტორიაზე. მათ შორის უამრავი კოპალიანი ჩაასახლეს გულრიფშის და სოხუმის რიაონის სოფლებში.
 
1989 წლისათვის კოპალიანები განსახლებულებ იყვნენ: [[კელასური (წებელდის თემი)|კელასურში]], [[წებელდა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)|წებელდაში,]] [[ლინდავა|ლინდავაში]], არადუში, ოქტომბერში, ტამიშში და სხვა სოფლებში. ასევე [[სოხუმი|სოხუმში.]]
 
1991 წელს აფხაზეთის ომის დაწყებისას ბევრი კოპალიანი წავიდა მოხალისედ ომში. გუმისთაზე განლაგებული სოხუმის I ბატალიონის უმრავლესობას სწორედ კოპალიანები შეადგენდნენ, ძირითადად კელასურიდან, ლინდავიდან და ჩამბიდან. სწორედ მათ ევალებოდათ ყველაზე ცხელი წერტილის [[აჩადარა]]-ს დაცვა. ასევე კოპალიანებმა გამოიჩინეს თავი [[ტამიში|ტამიშის]] ბრძლებში.
 
ოფიციალური ინფორმაციით აფხაზეთის ომში დაიღუპა 169 კოპალიანი, მათ შორის 70 მდე საბრძლო მოქმედებებისას დახვრიტეს რუსმა მოხალისეებმა, აფხაზმა და ჩრდილოკავკასიელმა სეპარატისტებმა, ხოლო ასამდე კოპალიანი წინა ხაზზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისას დაიღუპა ძირითადად გუმისთის მარტის ბრძლებსა და ტამიშის ბრძლებში.
 
აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ გვარის წარმომადგენლების უმრავლესობა საკუთარ სამშობლოში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
 
== დღევანდელობა ==
დღეს საქართველოში დაახლოებით ხუთი ათასი კოპალიანი ცხოვრობს. მათ შორის უმრავლესობა ლუხვანოს კოპალიანებს ეკუთვნის. ლეჩხუმში იგი დღემდე ყველაზე მრავალრცხოვანი გვარია. ასევე მასიურად ცხოვრობენ ქუთაისში, წყალტუბოს და ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, თბილისში, ბოლნისში და მცხეთაში.
 
2011 წლის მარტში დაარსდა საგვარეულო კავშირი "კოპალიანი", რომელიც ცდილობს გვარის საგვარეულო ერთობის შენარჩნებას და მის გაღრმავებას. ასევე საგვარეულო ეკლესია მამულების რესტარვაციას. მათი ინიციატივით მრავალწლიანი მუშაობის შედეგად 2017 წელს გამოიცა პირველი წიგნი გვარის ისტორიის შესახებ, რომლის ავტორია ცნობილი ისტორიკოსი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი [[ემილ კოპალიანი]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==
Line 6 ⟶ 55:
* [http://geogen.ge/ge/treasurege/80/4313/ გვარები ლეჩხუმში]
 
== ლიტერატურა ==
* ემილ კოპალიანი , "კოპალიანები"-გვარის ისტორია. გამომცემლობა "საუნჯე". თბილისი. 2017 წელი.
[[კატეგორია:ქართული გვარები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოპალიანები“-დან