კაპის კოლონია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} thumb|კაპის კოლონია - 1878|alt=The Cape Colony - 1878.jpg '''კაპის კოლ...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Fiqriasidamonize|Fiqriasidamonize]]|2=2017 წლის 30 მაისი}}
[[File:The Cape Colony - 1878.jpg|thumb|კაპის კოლონია - 1878|alt=The Cape Colony - 1878.jpg]]
'''კაპის კოლონია''' — პირველი ჰოლანდიური დასახლება სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე ცენტრით ქ. [[კაპსტადი]], მოგვიანებით ინგლისური სამფლობელო სახელწოდებით [[კეიპტაუნი]]. დაარსდა ჰოლანდიელი მეზღვაურის იან ვან რიბეკის მიერ 1652 წელს სანაოსნოდ მოსახერხებელ ადგილას, [[კეთილი იმედის კონცხი]]ს სიახლოვეს, [[ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანია|ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიის]] ხელმძღვანელობით. კაპის კოლონია აღმოჩნდა გადასახლებულთა ყველაზე უფრო წარმატებული პროექტი ყველა ჰოლანდიურ კოლონიას და ევროპის ყველა გადასახლებულთა შორის აფრიკის ტერიტორიაზე. ჰოლანდიელებმა, აგრეთვე, გერმანელებმა და ფრანგმა ჰუგენოტებმა ჩამოაყალიბეს ახალი თეთრი რასა აფრიკის ტერიტორიაზე. ეს არის აფრიკანერი. მათ უწოდებენ, აგრეთვე, [[ბურები|ბურებს]]. ისინი რიცხობრივად დაახლოებით 3 მილიონს შეადგენე. მათი ენა განვითარდა [[ჰოლანდიური ენა|ჰოლანდიური ენის]] საფუძველზე და წარმოიქმნა ახალი ენა ე.წ. [[აფრიკაანსი]]. 1806 წელს კოლონია დაიპყრო [[დიდი ბრიტანეთი|დიდმა ბრიტანეთმა]]. ამ დროიდან კაპის კოლონია ტანდათანობითთანდათანობით გაიზარდა ბრიტანეთის კუნძულებიდან წამოსული ხალხით.
==ჰოლანდიური რეჟიმის ქრონოლოგია==
*1652 — კაპის კოლონიის დაარსება.
*1657 — თეთრი ფერმერების მსხვილმასშტაბიანი გადასახლების დაწყება ევროპიდან და მონების (მონათა მომწოდებლები: დასავლეთ [[აფრიკა]], [[აზია]], [[ინდონეზია]], [[ცეილონი]], [[მადაგასკარი]]).
*1691 — კაპის კოლონიის პირველი გუბერნატორის [[სიმონ ვან დერ სტელი]]ს დანიშვნა.
*1700 — ჰოლანდიელები აკონტროლებენ ქ. კაპსტადიდან კონცხის შემოგარენს 50-70 კმ. რადიუსში. მრავალრიცხოვან ფერმებში მოჰყავთ [[ხორბალი]], [[ყურძენი]], [[ბოსტნეული]].
*1713 — ყვავილის ეპიდემიის შედეგად ათასობით [[ჰოტენტოტები|ჰოტენტოტი]] გარდაიცვალა, სხვები კი გაიქცნენ.
*1730 — [[აბორიგენები]] შერეკეს შიდა სიღრმეებში; თეთრი რასის რადიუსი გაიზარდა 400 კმ-მდე.
*1779—1781 — პირველი სასაზღვრო («[[კაფრის ომი|კაფრის]]») ომი. დაიწყო კოლონისტებსა და [[კოსა]]ს ხალხს შორის.
*1795—1803 — კოლონია დაიპყრო დიდმა ბრიტანეთმა, რამდენადაც თავად [[ნიდერლანდი]] აღმოჩნდა [[ფრანგები]]ს მიერ დაპყრობილი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაპის_კოლონია“-დან