რაჭა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
31.146.76.164-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Abandoner-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 28:
 
[[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს (ბატონიშვილის) „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ს მიხედვით, რაჭის მხარეს სხვადასხვა დროს განაგებდა რამდენიმე თავადური საგვარეულო: წულუკიძე, იაშვილი, ჯაფარიძე, ინასარიძე, ლაშხისშვილი.
 
==რაჭის საერისთავო==
რაჭის საერისთავო ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულად ფეოდალურ საქართველოში ჩამოყალიბდა მეათე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, ერთიანი ქართული მონარქიის შექმნის შემდეგ. წერილობით წყაროების მიხედვით, რაჭის პირველი ერისთავი იყო რატი ბაღაშთა საგვარეულოდან.{{ფაქტი}} რატის შემდეგ რაჭის ერისთავი იყო მისი ძე კახაბერი. მისი სახელიდან მოდის გვარსახელი კახაბერისძე, რასაც შუა ფეოდალურ ხანაში ატარებდაბა ბაღავშთა ის შტო, რომელიც რაჭის საერისთავოს განაგებდა. რაჭის საერისთვაო ერთიან საქართველოს სამეფოში მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენდა. მისი ერისთავები დიდ როლს თმაშობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში X-XIII საუკუნეებში.
 
რაჭას ჩრდილოეთით [[სვანეთის საერისთავო]] ესაზღვრებოდა. მათი გამყოფი იყო [[ლეჩხუმის ქედი]]. კავკასიონის მთავარ ქედამდე რაჭის საერისთავო მდ. [[ჭანჭახი]]ს ქედამდე აღწევდა. სამხრეთის მას [[რაჭის ქედი]] ესაზრვრებოდა. დასავლეთით თაკვერიდან მას გამყოფდა გუელისტავის ქედი (ლაბეჭინის სერი), ხოლო უშუალოდ მდ. რიონის ხეობაში ის ვიწროები, რომლებიც სოფელ ალპენის სამხრეთით იწყება. მდ. [[ჯეჯორი]]ს აუზში საზღვრები დაღვერილას ქედამდე აღწევდა. ამ ქედის ჩრდილოეთით მხარე კუდადო იყო.
 
X-XIII საუკუნეში რაჭის ერისთავები მეფის მოხელეებს წარმოადგენდნენ. მათ ევალებოდათ საერისთავოში სამეფო გადასახადების აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და წინამძღოლობა. ამ პერიოდში რაჭის ერისთავთ მთავარი რეზიდენცია [[მინდაციხე]] იყო. დიდი ციხე-დარბაზი იყო კვარის ციხეც.
 
XIII საუკუნის 80-იან წლებში [[დავით VI]] ნარინმა გააუქმა რაჭის საერთავო და [[სახასო]] მამულად აქცია. კახაბერისძეთა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა. XIV საუკუნის 30-იან წლებში, გიორგი მეხუთე ბრწყინვალემ საქართველოს ერთიანობა აღადგინა და რაჭა მის შემადგენლობაში შევიდა. შემდეგში საქართველოს მეფეებმა რაჭის საერისთვო ისევ აღადგინეს. თავდაპირველად რაჭის ერისთვთა ტიტულს ჭარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები ატარებდნენ, ხოლო დაახლოებით 1488 წლიდან ცხეტიძეები. XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართევლოს სამეფო-სათავროებად დაშლის შემდეგ რაჭის საერისთავო [[სამეგრელო]]ს შემადგენლობაში შევიდა.
 
მეთხუთმეტე საუკუნის 30-იან წლებში იმერეთის მეფემ ბაგრატ მესამემ რაჭის ერისთავებს მინდაციხე-დარბაზი გადასცა და იმერეთის შექმნილი სამეფოს ახლად შექმნილი სადროშოების, მასამო-რაჭის სადროშოს, სარდლობა ჩააბარა. რაჭის ერისთავებს საკუთარი სათავადო ჰქონდათ, რომელიც თავდაპირველად მდ. [[ლუხუნი]]ს ხეობის ერთ ნაწილს მოიცავდა. რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია გახდა მინდაციხე და სასახლე სოფელ წესში.
 
XV-XVII საუკუნეების რაჭის საერისთაოში იმერეთის მეფეები ფლობდნენ ყმა მამულს. მათვე ეკუთვნოდათ ხოტევისა და კვარის ციხეები, სოფელი ნიკორწმინდა. საზაფხულო რეზიდენცია იყო სოფელი [[შაორი]] და სოფელი [[ამბროლაური]]. იმერეთის მეფის [[ალექსანდრე III]]-ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სამეფოში ფეოდალური ანარქია სუფევდა, რაჭის ერისთავები შინა ომების აქტიური მონაწილეები და ხშირად ინიციატორებიც იყვნენ. მათ სურდათ: გაეფართოებინათ თავიანთი სათავადოები, თავი დაეღწიათ იმერეთის მეფის მოხელეობისაგან და საერისთავო დამოუკიდებელ სამთავროდ ექციათ.
 
თავდაპირველად ერისთავმა შოშიტა მეორემ იმერეთში გაჩაღებულ შინაომში კანონიერ მეფე [[ბაგრატ IV]]-ეს დაუჭირა მხარი. 1678 წელს შოშიტა არჩილ მესამეს იმერეთის სამეფო ტახტის დაკავებაში დაეხმარა. თუმცა შემდეგ ბაგრატ მეოთხეს თურქები დაეხმარნენ და არჩილი ტახტიდან გადაყენეს. 1679 წელს თურქები პირველად შეესივნენ რაჭას და სასტიკად ააოხრეს.{{ფაქტი}} რაჭის ერისთავებს არჩილის რუსეთში წასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ ბრძოლა იმერეთის ხელისუფლებასთან. ერისთავმა შოშიტა მესამემ კარგი ურთიერთობა დაამყარა ქართლის მეფეებთან, განსაკუთრებით ვახტანგ VI-სთან.
 
თავდაპირველად რაჭის ერისთავები საერისთავოს თავადებს ეყრდნობოდნენ იმერეთის სამეფო ხელისუფლებასთან ბრძოლაში. მოკავშირეებმა, უპირველეს ყოვლისა, რაჭის საერისთვოში მეფის კუთვნილი ყმა-მამული მიითვისეს: იაშვილებმა-კვარისციხე, წულუკიძეებმა-ხოტევისა; სამეფო ყმა-მამულის დიდი ნაწილი კი რაჭის ერისთავების ხელში გადავიდა. იმერეთის მეფე [[სოლომონ I|სოლომონ პირველმა]] 1769 წლის მეორე ნახევარში როსტომი ოჯახიანად შეიპყრო, ხოლო რაჭის საერისთავო გააუქმა. 1784 წელს რაჭის საერისთავო იმერეთის მეფემ დავით გიორგის ძემ აღადგინა. მეფის გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა [[კაცია II დადიანი|კაცია II დადიანმა]]. მეფემ ერისთვობა ერთ-ერთ თავის დისწულს ანტონს უბოძა. ამით უკმაყოფილო წულუკიძეებისა და წერეთლების გამოსვლა მარცხით დამთავრდა.
 
1785 წელს იმერეთის მეფემ რაჭის ერისთავად ანტონის ნაცვლად მისი მამა, გიორგი როსტომის ძე, დასვა. ბერი წულუკიძე და პაპუნა წერეთელი ახალციხეში გაიქცნენ და 1786 წლის ისნვარში 500 ლეკისა და 1000 თურქისაგან შემდგარი ლაშქრით რაჭაში შეიჭრნენ. იმერეთის მეფემ ოდიშის ლაშქარი მოიშველია და რაჭაში ილაშქრა. გადამწყვეტ ბრძოლაში 1786 წლის 26 იანვარს სოფელ სხვავასთან დავით გიორგის ძემ გაიმარჯვა, 1787 წელს გიორგი რაჭის ერისთავი ბრძოლაში დაიღუპა და მის ადგილას დავით გიორგის ძემ კვლავ ანტონ გიორგის-ძე დასვა. 1789 წელს იმერეთში გამეფდა [[სოლომონ II]], რომელმაც საბოლოოდ გაუქმა რაჭის საერისთავო.
 
[[ვახუშტი ბაგრატიონი]] რაჭის შესახებ წერს: {{ციტატა|...ბალახიან-ყუავილოვანნი, ნადირიან-ფრინველიანნი. და დებნები რაჭისანი, ამ მთათა კალთათა მყოფნი, არიან, ვითარცა [[შქმერი]] აღვსწერეთ, აგარაკად და მთის ადგილად; და ჩრდილოთ მზღვრის რაჭას კავკასი, რომელი განყოფს [[გლოლა]]ს, ღებს, [[ჭიორა]]სა და დიგორს-ბასიანსა, ლიხუნსა და სუანეთსა, სადმელს, [[ტოლა]]ს და სუანეთსა.
და ამ საზღვართ შინაგან არს რაჭა, ფრიად მაგარი მთითა, კლდითა, ხრამითა, ხევითა და ტყითა, შეუალი გარე მტრისაგან. ჰავით არს კეთილმშუენი, ზაფხულის გრილი, ზამთარ თბილი და უქარო, მოსავლიანი, თვინიერ ბრინჯ-ბამბისა ნაყოფიერებს ყოველნი მარცვალნი, ვენახნი, ხილნი, მტილოვანნი ყოველნი. რიონის კერძოდ ამიერ და იმიერ, სრულიად რაჭას ესრეთ ნაყოფიერებს, არამედ მთათა კერძონი, ვითრცა სხუანი მთის ადგილნი. პირუყვნი, აქლემს გარდა, ყოველნი, და არა მრავლად. ცხოვარი უდუმო, ღორი - სიცოცხლე მათი. მდინარეთა კალმახნი მრავალნი, სხუა თევზი არარაი, არცა რიონსა შინა. კაცნი ტანოვანნი, მხნენი, ბრძოლასა შემმართებელნი, ძლიერნი. უსაქციელო-ბრიყუნი, უშუერ-მქცევნი, სხუათა მაოხარნი, მომხუეჭნი და ძვირნი. სახლობენ მთავარნი და აზნაურნი. ქალნი მშუენიერნი, მქცევნი ეგრეთნივნე, რბილნი. პირველად იყო რაჭა [[შორაპანის საერისთაო]], მერმე იქმნა თვით საერისთაოდ, და შემდგომად კახაბერის მოწყუედისა ეპყრათ მეფეთა. მერმე ბაგრატ იმერთა მეფემან მისცა ჩხეიძეს ერისთობა, და აწცა არიან იგინი ერისთავად რაჭას, და არს მესამე სადროშო. ხოლო სახელი მოიგო გარემოსთა დიდროვანთა მთათაგან და შინაგან ღრმის ადგილობისა მიერ: „იხილე, რა ჭაა ადგილი ესე!“}}
 
==მთის რაჭა==
მთის რაჭა მდებარეობს მდინარე რიონის სათავისა და გლოლის ან ჭანჭახის წყლის შორის. იგი მოქცეულია კავკასიონის მთავარი ქედისა და შოდა-კედელას ქედს შორის და თავისი საშუალო სიმაღლით 3800 მეტრს აღემატება ზღვის დონიდან. მთის რაჭა შემოზღუდულია მაღალი მთებით: [[ფასისმთა]] — 3786 მეტრი, გეზე — 3870 მეტრი, ლაბო და წითელი — 4317 მეტრი, წიხვარგა — 4137, ბურჯულა — 4356, შოდა — 3607 მეტრი და სხვა.
აქ წლის განმავლობაში ცივი ამინდებია (წლის საშუალო ტემპერატურა 50-ია, ზამთარი კი ძლიერ ცივია და თოვლიან-ყინვებიანი. იანვრის ტემპერატურა (-120)-დან (-180)-დე, გაზაფხული გვიან დგება, შემოდგომა ადრე. ზაფხული გრილია და მოკლე.
 
მთის რაჭა შეიცავს ღებისა და გლოლის თემს და შედგება სამი სოფლისაგან: ღები (1500 მეტრი), [[ჭიორა]] (1500 მეტრი) და [[გლოლა]] (1400 მეტრი).
 
შემთხვევითი ხასიათის აღმოჩენები, რომლებსაც ადგილი აქვთ მთის რაჭაში, აშკარად უჩვენებენ, რომ ღებში, ჭიორასა და გლოლაში ადამიანს უცხოვრია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში, რამდენიმე საუკუნით ქრისტეს წინ. მხოლოდ მძივები და ერთის ბრინჯაოს სამაჯური ინახება საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიურ განყოფილებაში №18—26&1. შემდეგ, ფრიად საყურადღებოა აგრეთვე 1928 წელს სოფ. ღებში, ადგილ „შოშეთში“ აღმოჩენილი ბრინჯაოს ბალთა, რომელიც მიცვალებულს წელზე ჰქონია.
 
არქეოლოგიური თვალსაზრისით საყურადღებო, აგრეთვე, ჭიორის მიდამოში მდებარე ადგილი „შხროლი“, სადაც ჩნდება უფრო გვიანდელი დროის, ქრისტიანობის ხანის, სხვადასხვა ნივთები და სამკაულები. ერთი სიტყვით, ამ მცირეოდენი არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით მაინც ირკვევა, რომ მთის რაჭა უძველესი დროიდან დასახლებული ყოფილა, მაგრამ ამ მოსახლეობის ვინაობის გამორკვევა ჯერჯერობით მეტად ძნელია. მხოლოდ შემდეგში, როგორც ეს ისტორიული ცნობებიდან და გეოგრაფიული სახელების ნომენკლატურიდან ირკვევა, დღევანდელი მთის რაჭის ტერიტორიაზე სვანური მოსახლეობა გავრცელებულა და კავკასიონის მთელი ეს კუთხე XV საუკუნის პირველ ნახევარში სვანეთს ჰკუთვნებია.
 
რაჭული მოსახლეობა დამკვიდრებულა უმთავრესად სამ სოფელში: ღებში, ჭიორასა და გლოლაში, სადაც დღესაც ბინადრობენ.
 
სვანური ყოფის დამასახიათებელი ძველი ნაშთები დღეს აქ უკვე მოსპობილია, დარჩენილია მხოლოდ ერთი სვანური, „მურყვამის“ ტიპის კოშკი სოფ. ღებში, რომელიც გამოყენებულია სამლოცველოდ და ეწოდება „დედა ღვთისა“. ამასთანავე, გამქრალია სვანური ადათ-ჩვეულებების და რწმენის ნაშთებიც. აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ მიუხედავად ისტორიულ მოვლენათა ამ ფაქტისა, ჩვენ აქ არ ვხედავთ ორი ყოფის—სვანურისა და რაჭულის—გადაჯვარედინებას და არც მათ ასიმილაციას. რაჭველებს, დროისა და ადგილის მიუხედავად, დღემდე დაუცავთ წმინდა რაჭული კილო, ყოფა-ცხოვრება და რწმენა.
 
კავკასიონის მთავარ ქედსა და შოდა-კედელას ქედს შუა მოქცეული მთიულეთის რაჭის ფეოდალების ხელში გადასვლიდან ღებში, ჭიორასა და გლოლაში ვრცელდება რაჭული მოსახლეობა და სვანურის ნაცვლად მყარდება რაჭული ყოფა-ცხოვრება. ამ ხეობის გარშემო ითხზვება ახალი მითები და თქმულებები, რომლებსაც რაჭველი მოხუცები დღესაც შთაგონებით მოგვითხრობენ. მაგალითად, გლოლას 1(გლოლა სვანურად „გლოლაი“ ნიშნავს ჩამოწოლილს ან მოფერდო ადგილს) შესახებ ხალხში ასეთი გადმოცემა არსებობს:
 
მთიელებში მოგზაურობის დროს ერთხელ თურმე თამარ მეფეს, ხალხური გადმოცემის მეორე ვერსიით დავით მეფეს (იხ. ე. ვაშაკიძე, რაჭა, „ივერია“, 1902 წ. №177), სოფ. სამაროვანში შეუსვენია, გლოლიდან ათი ვერსის მანძილზე. სამაროვანიდან გამომგზავრებისას თამარს მოუკითხია საბალახოდ გაშვებული ჯორები. მეფის მხლებლებს ბევრი ძებნის შემდეგ მათი კვალისთვის მიუკვლევიათ, დასდევნებიან და გლოლას ჩასულან. აქ ჩიჩხვის მთის ძირში დაკარგული ჯორები უპოვიათ, რომლებიც თურმე მჟავე წყალს—„ვეძას“ სვამდნენ. მეფის მხლებლებს ეს მჟავე წყალი ძვირფასი აზარფეშით მეფისათვის მიურთმევიათ. თამარს მოუსურვებია ამ წყაროს ნახვა და თავისი ამალით გლოლას ჩასულა. მას ძლიერ მოსწონებია გლოლის არემარე და უბრძანებია აქ ეკლესიის აშენება, მაგრამ რადგანაც ეს ადგილი სრულიად უკაცრიელი და ტყით დაბურული ყოფილა, ამიტომ საჭირო გამხდარა ეკლესიის მეთვალყურედ ვინმეს დატოვება. ამის შესახებ თამარი თავის ამალას შეკითხვია, თუ ვინ მოუსურვებდა აქ დარჩენას. დუმილის შემდეგ ერთ ბერს მისთვის მოუხსენებია, თუ ცოლის შერთვის ნებას მიბოძებ, მე დავრჩებიო. თამარს ბერისათვის ამის ნება მიუცია. ბერთან დარჩენილა მისივე ბიძა და ერთი მოსამსახურე ბიჭიც. ხალხური გადმოცემით, ამ სამი პირისაგან შემდეგ სოფელი გლოლა მოშენებულა, რომელთა შთამომავალნი იქ დღესაც ცხოვრობენ. მაგალითად, ბერისაგან წარმოშობილა ბერიშვილები, ბერის ბიძისაგან—ბიძაშვილები და ბიჭისაგან—ბიჭაშვილები.
 
{{საქართველოს ისტორიული მხარეები}}
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაჭა“-დან