აღმოსავლეთი ტიმორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ნიკოლოზ გაგნიძე
176.74.124.129-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა GiorgiXIII-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 54:
'''აღმოსავლეთი ტიმორი''' ან '''აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკა''' – სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ [[აზია]]ში. უჭირავს კუნძულ [[ტიმორი]]ს აღმოსავლეთი ნაწილი და [[ექსკლავი]] კუნძულის დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქი [[დილი]].
 
== ისტორია ==
სახელმწიფო აზიაში, ინდონეზიაში
1974 წლის აპრილამდე, აღმოსავლეთ ტიმორის ტერიტორია ოფიციალურად პორტუგალიის სამფლობელო იყო. როცა [[პორტუგალია]]ში „ტიტების რევოლუცია“ მოხდა, პორტუგალიელთა მმართველობა დასრულდა და 1975 წლის 28 ნოემბერს აღმოსავლეთ ტიმორის ადმინისტრაციულ ცენტრ დილიში ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მაგრამ ცხრა დღის შემდეგ აღმოსავლეთ ტიმორი [[ინდონეზია|ინდონეზიის]] არმიამ დაიკავა და ქვეყანა ინდონეზიის 27-ე პროვინციად გამოაცხადეს. პრაქტიკულად, ამ დღიდან აღმოსავლეთ ტიმორზე დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არ შეწყვეტილა. საბოლოოდ, კრიზისი საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით მოგვარდა. აღმოსავლეთ ტიმორმა დამოუკიდებლობა დაიბრუნა და ინდონეზიამაც ოფიციალურად ცნო.
(პორტუგალიის ყოფილი კოლონია).
 
დამოუკიდებლობა მოიპოვა 2002 წელს.
=== კრიზისის დასაწყისი: მუსლიმანურ-ქრისტიანული დაპირისპირება ===
ტერიტორია-14 925 კვ.კმ.
პორტუგალიის კოლონიურ [[იმპერია]]ს სხვა იმპერიებისაგან ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება გამოარჩევდა — სადაც კი ჩავიდოდნენ ადგილობრივ მოსახლეობაში კათოლიციზმს ნერგავდნენ და პორტუგალიურ ყაიდაზე აწყობდნენ ყველაფერს. მართვა-გამგეობით დაწყებული და დაპყრობილ ხალხთა სახელებითა და გვარებით დამთავრებული. ამიტომაცაა, რომ დღესაც კი პორტუგალიურენოვან ქვეყნებში მოსახლეობის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა კათოლიკეა, პორტუგალიურ ენაზე იღებს განათლებას, პორტუგალიური სახელი და გვარი აქვს, მაგრამ წარმოშობით, კანის ფერითა და ზოგი სხვა არსებითი ნიშნით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
მოსახლეობა-750 ათ.მცხ.
 
ადმინისტრაციული ცენტრი-დილი 61 ათ მცხ.
ამგვარად, აღმოსავლეთ ტიმორი (სახელწოდება „ტიმორი“ ძველ მალაურ ენაზე „აღმოსავლეთს“ ნიშნავს. კუნძულს ასე იმიტომ უწოდეს, რომ ის მალაელებით დასახლებული კუნძულების აღმოსავლეთით მდებარეობს) ჯერ კიდევ [[1515]] წლიდან პორტუგალიის სამფლობელოდ იქცა, დომინიკელი ბერების მისია დაფუძნდა და მოსახლეობაში [[კათოლიციზმი|კათოლიციზმის]] გავრცელება დაიწყო. კუნძულზე ევროპულ-ქრისტიანული ცივილიზაცია, პორტუგალიის სხვა სამფლობელოებთან შედარებით უმტკივნეულოდ დამკვიდრდა: ტიმორის ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი - ტეტუმი მთლიანად გაკათოლიკდა, რადგან მისი არისტოკრატია ამაში სარგებელს ხედავდა, კათოლიკობით პორტუგალიელთა ნდობა მოიპოვეს და სხვა უფრო მცირერიცხოვანი ხალხები დაიმორჩილეს.
ფულის ერთეული- ინდონეზიური რუპია.
 
ჰავა ტროპიკული. საშუალი წლიური ტემპერატურაა 23-25 გრადული
[[1702]] წელს აღმოსავლეთ ტიმორი პორტუგალიის ზღვისიქითა ტერიტორიად გამოაცხადეს, ანუ სტატუსი აუმაღლეს - ქვეყანა უბრალო კოლონიად აღარ ითვლებოდა და პორტუგალიის მეფის საგანგებო ბრძანებით ყველა ტიმორელს ქვეშევრდომის სრული უფლებები მიენიჭა, შესაბამისად უფრო გაძლიერდა ადგილობრივი მოსახლეობის პორტუგალიზაცია და მალე ტეტუმელები რელიგიით და ენობრივად პორტუგალიელებისაგან არაფრით განირჩეოდნენ.
მისდევენ ტროპიკულ მიწათმოქმედებას.
 
ქვეყანა მდიდარია ტყითა და სავანით.
[[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 60-იან წლებში, როდესაც მეზობელი [[ინდონეზია]] დამოუკიდებელი გახდა (მანამდე ის [[ნიდერლანდები]]ს სამფლობელო იყო), ინდონეზიის პრეზიდენტმა [[სუკარნო]]მ, რომელიც ადრე საკუთარი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ხელმძღვანელობდა, აღმოსავლეთი ტიმორი „პორტუგალიისაგან მიტაცებულ ინდონეზიურ მიწად“ გამოაცხადა და [[ლისაბონი|ლისაბონს]] ამ ტერიტორიის [[ჯაკარტა|ჯაკარტისათვის]] ნებით დათმობისაკენ მოუწოდა. აღმოსავლეთ ტიმორის მუსულმანური თემი, რომელიც მცირერიცხოვანი კი იყო, მაგრამ პორტუგალიელთა ბატონობას არ ურიგდებოდა, სუკარნოს მოწოდებას აჯანყებით გამოეხმაურა. აღმოსავლეთტიმორელ მუსულმანთა ლიდერმა - მოლა აბდულა სალეჰმა, რომელიც ოეკუსი-ამბენუს ტომის ბელადის შვილი იყო, ტიმორის ჯუნგლებში 2000-ზე მეტ პარტიზანს მოუყარა თავი და პორტუგალიელებს ომი გამოუცხადა. [[აბდულა სალეჰი]]ს პარტიზანებმა დაიკავეს ოეკუსი-ამბენუს პროვინცია, რომელიც აღმოსავლეთ ტიმორის სხვა პროვინციებისაგან განცალკევებით მდებარეობს და მუსლიმანებითაა დასახლებული, სხვა პროვინციების დაკავება კი ვეღარ შეძლეს - მოსახლეობა მხარს პორტუგალიელებს უჭერდა. [[1969]] წელს აბდულა სალეჰი მოკლეს და „ტიმორის მუსლიმანურ ფრონტს“ მისი შვილი, ალი სალეჰი ჩაუდგა სათავეში. ის გაცილებით გამჭრიახი იყო ვიდრე მამამისი და ამიტომ აქცენტი ისლამის გავრცელებაზე გადაიტანა. მუსლიმანურმა თემმა ბრძოლა შეწყვიტა, პორტუგალიური კანონების თანახმად ოფიციალურად დარეგისტრირდა და მორწმუნეთა გადაბირებას შეუდგა.
 
70-იანი წლების დასაწყისში, აღმოსავლეთ ტიმორის ქალაქებში ახალმოქცეულ მუსლიმანთა რიცხვმა იმატა, რასაც მალე პორტუგალიელთა გულისწყრომა მოჰყვა: მათ მუსლიმანური თემი შეზღუდეს და მეჩეთების მშენებლობაც შეაჩერეს. ტიმორის დასავლეთ ნაწილში მცხოვრებთა უმეტესი ნაწილი მუსლიმანია და ალი სალეჰს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მათი (და მათ ზურგს უკან მდგარი ინდონეზიის ხელისუფლების) იმედი ჰქონდა. მუსლიმანურმა თემმა მალე შეიარაღებული ბრძოლა განაახლა და აღმოსავლეთ ტიმორის რამდენიმე ქალაქში ტერაქტები მოაწყო. პორტუგალიაში სწორედ მაშინ მოხდა უსისხლო „ტიტების რევოლუცია“ და ქვეყნის სათავეში სოციალისტები მოვიდნენ. პირველივე ნაბიჯი, რაც მაშინ გადაიდგა, იმპერიის დეკოლონიზაცია იყო. 1974 წელს პორტუგალიის ყველა ზღვისიქითა ტერიტორიას ჯერ თვითმმართველობა, შემდეგ კი დამოუკიდებლობა მიენიჭა. გამონაკლისი არც ტიმორი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ტიმორელ კათოლიკეებს პორტუგალიისაგან გამოყოფა არ სურდათ (მათ მუსლიმანური ინდონეზიის შემოჭრის ეშინოდათ), იძულებულნი გახდნენ მაინც გადაედგათ ეს ნაბიჯი - ოფიციალური ლისაბონი ზღვისიქითა ტერიტორიების შენახვას აღარ აპირებდა, ამიტომაც აღმოსავლეთ ტიმორზე დამოუკიდებლობა დაჩქარებული წესით გამოცხადდა, ისე, რომ არც არმია ჰყავდათ და არც პოლიცია. აღმოსავლეთტიმორელები დარწმუნებული იყვნენ, რომ ინდონეზიელები მათ არ მოასვენებდნენ და ასეც მოხდა — ინდონეზიის არმია დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ რაღაც 9 დღის შემდეგ ქვეყანაში შეიჭრა და დაიპყრო. პორტუგალიელი გუბერნატორი, გარნიზონი და პოლიცია კუნძულიდან განდევნეს. ინდონეზიური ოკუპაციის წლებში (1975-2001 წწ.) აღმოსავლეთ ტიმორზე მუსლიმთა ექსპანსია დაიწყო. ოფიციალური ჯაკარტა დიდად უწყობდა ხელს მათ, ვინც აღმოსავლეთ ტიმორზე დასახლდებოდა და იქაური მუსლიმანური თემის აქტივისტი გახდებოდა. ამგვარი პოლიტიკით აღმოსავლეთ ტიმორის ქალაქებში მუსლიმანთა რაოდენობა გაიზარდა. იმავდროულად შეიზღუდა კათოლიკური ეკლესიის მოღვაწეობა, უცხოელ სამღვდელოებას ქვეყანაში შესვლა აეკრძალა და ცხოვრების ყველა სფეროში შეიზღუდა პორტუგალიური ენის გამოყენება. აღმოსავლეთ ტიმორის განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, რომელსაც სათავეში კათოლიკე [[არქიეპისკოპოსი]] კარლუშ ბელუ ედგა, აქცენტი კუნძულელთა ერთობაზე აიღო. ტეტუმის გარდა, აღმოსავლეთ ტიმორზე კიდევ 12 ტომი სახლობს, რომლებიც ადრე უუფლებონი იყვნენ და ამიტომაც ნებით თუ უნებლიეთ, გარეშე მტრებს ხელს უწყობდნენ. კარლუშ ბელუმ ამ ტომებს აღუთქვა, რომ თუ აღმოსავლეთ ტიმორი დამოუკიდებელი გახდებოდა, ისინი ყველა იმ უფლებით ისარგებლებდნენ, რითაც აქამდე მხოლოდ ტეტუმელები სარგებლობდნენ. აქედან გამომდინარე, აღმოსავლეთ ტიმორის განმათავისუფლებელი მოძრაობის ძირითად ენად პორტუგალიური იქცა. არქიეპისკოპოს კარლუშ ბელუს, როგორც კათოლიკე სასულიერო პირს, მხარს ვატიკანი უჭერდა, ამიტომ მას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში სიტყვა ეთქმოდა და სხვათა შორის, სწორედ საერთაშორისო ზეწოლით შეძლო სამშობლოსათვის დამოუკიდებლობის მოპოვება.
 
=== კრიზისის მოგვარება: ტიმორის საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე ===
აღმოსავლეთ ტიმორის საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე იმთავითვე დიდად აქტუალური იყო, რადგან, ჯერ ერთი, ინდონეზია [[სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია|სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში]] [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირის]] უმსხვილეს სატელიტად ითვლებოდა და მისი ჭკუაზე მოყვანა იმ დროისათვის აუცილებელი იყო, მეორე - ტიმორის ამბებით ვატიკანი იყო დაინტერესებული. ამასთან, საერთაშორისო საზოგადოება ერთ აზრზე იდგა - ინდონეზიური ოკუპაცია უკანონო იყო და აუცილებლად უნდა შეწყვეტილიყო, აღმოსავლეთ ტიმორს კი დამოუკიდებლობა უნდა მიეღო. ამ აზრის განმტკიცებას ხელი შეუწყო არქიეპისკოპოს კარლუშ ბელუს მიერ გონივრულად წარმართულმა საინფორმაციო ომმა - აღმოსავლეთტიმორელი ინდეპენდისტები თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად ფართოდ იყენებდნენ დასავლურ მასმედიას, ვატიკანის რადიოს, საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებს და ა. შ. ინდონეზიის მთავრობა, ცხადია, ცდილობდა თავი დაეცვა და ამ მიზნით, ძირითადად, საბჭოთა მასმედიას იყენებდა. საბოლოოდ, „აღმოსავლეთ ტიმორის გათავისუფლების ფრონტი“ - დაჯგუფება, რომელიც აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, გაერომ ტიმორელი ხალხის ერთადერთ კანონიერ წარმომადგენლად ცნო და [[1982]] წლის დასაწყისში [[ჯაკარტა]]ს აღმოსავლეთ ტიმორიდან ჯარების გაყვანის, რეფერენდუმის ჩატარებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ მოუწოდა. დიდი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ინდონეზიის მთავრობა იძულებული გახდა, რეფერენდუმის ჩატარებაზე დათანხმებულიყო, თუმცა ჯარი მაინც არ გაიყვანა. [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაეროს]] რწმუნებულებმა, რომლებიც ქვეყანაში რეფერენდუმის ჩასატარებლად საგანგებოდ დაუშვეს, ეგზიტპოლის მეშვეობით დაადგინეს, რომ დამოუკიდებლობას მხარს უჭერდა აღმოსავლეთ ტიმორის მოსახლეობის 60 %-ზე მეტი. შემდგომში, როცა რეფერენდუმი ჩატარდა, დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა საერთო მაჩვენებელი 50 %-მდე შემცირდა და ბუნებრივია, მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. მეორე ტური კი აღარ გაიმართა, რადგან [[ინდონეზია|ინდონეზიის]] ხელისუფლებამ გაეროს რწმუნებულები ქვეყნიდან გააძევა და აღმოსავლეთ ტიმორში ომი განაახლა.
 
საბოლოოდ, [[1999]] წელს, გაერომ ინდონეზია აიძულა აღმოსავლეთ ტიმორში სამშვიდობო ძალების შეყვანას დასთანხმებოდა. შეიარაღებული დაპირისპირება შეწყდა, გაეროს ცისფერჩაფხუტიანებმა დაპირისპირებული მხარეები დააშორეს და რეფერენდუმის ჩასატარებელ სამზადისს შეუდგნენ. იმავდროულად გაეროში შეიქმნა აღმოსავლეთ ტიმორის საქმეთა სამმხრივი კომისია, რომელშიც ინდონეზიის, პორტუგალიისა და „აღმოსავლეთ ტიმორის გათავისუფლების ფრონტის“ წარმომადგენლები შევიდნენ. ინდონეზიის პრეზიდენტი ჰაბიბი იძულებული გახდა რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობა განეცხადებინა და ჯარებიც გაეყვანა. [[2001]] წლის აგვისტოში, როცა აღმოსავლეთ ტიმორი უკანასკნელმა ინდონეზიელმა ჯარისკაცმაც დატოვა, გაიმართა რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა 70 %-მა ხმა ქვეყნის დამოუკიდებლობას მისცა. აღმოსავლეთ ტიმორი პირველად ცნო ყოფილმა მეტროპოლიამ - პორტუგალიამ, შემდეგ კი ინდონეზიამ.
 
== რესურსები ინტერნეტში ==