თათები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: თათები. თათები ჩრდილოეთ კავკასიაში (დაღესტანში) მცხოვრები პ...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}{{ვიკი}}{{უკატეგორიო}}'''თათები.''' თათები ჩრდილოეთ კავკასიაში (დაღესტანში) მცხოვრები პატარა ხალხიახალხი. ისინი ცხოვრობენ აგრეთვე აზერბაიჯანსა და ირანში. თათების თავდაპირველი განსახლების არეალია ირანი. აქ თათები ირანის მთიანეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, თეირანსა და ყაზვინს შორის გაბნეულად არიან განსახლებულნი. თათების თვითსახელწოდებაა “თაგ”. თათები ლაპარაკობენ თათურ ენაზე, რომელიც ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ ჯგუფში შედის. სამეცნიერო ლიტერატურაში იმასაც აღნიშნავენ, რომ თათური ენა ფარსის დიალექტია, რომელზედაც თავდაპირველად ლაპარაკობდნენ აღმოსავლეთ მიდიაში და ის ახლოს იყო მაზანდარანულთან, თალიშურთან, გილანურთან, დარიულთან. დღევანდელ თათურს ორი დიალექტი აქვს: სამხრეთული და ჩრდილოური. ჩრდილოური დიალექტი დაღესტნის ერთერთი ლიტერატურული ენაა. დამწერლობა ეფუძნება რუსულ ანბანს. ოქტომბრის გადატრიალებამდე თათები სამწერლობო ენად სპარსულს იყენებდნენ, იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კავკასიელი მთის ებრაელების დედა ენა თათური ენა იყო, საბჭოთა ხელისუფლებამ XXს-ის 30-იან წლებიდან მთის ებრაელები პიროვნების დამადასტურებელ ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტებში თათებად ჩაწერა. აზერბაიჯანში თათების ორ სოფელში ქრისტიანობის სომხური მიმართულება _ გრიგორიანობა მიიღეს. საბჭოთა პერიოდში ისინი პრაქტიკულად გასომხდნენ და ყარაბახის კონფლიქტის შემდეგ სომხეთსა და რუსეთში მიგრირდნენ. დაღესტანში თათები განსახლებულნი იყვნენ ქ. დერბენტის დასავლეთით, მთისწინა ზოლში. მთიელი ებრაელები და თათები სრულიად სხვადასხვა წარმოშობის ხალხია, რომლებიც უბრალოდ ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ. მათი მიგრაციაც კავკასიაში სხვადასხვა დროს განხორციელდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თათები“-დან