პალეოგენური სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- "Eocene_test.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Jcb-ს მიერ. მიზეზი: content was: "#REDIRECT c:File:Eocene.jpg", and the only contributor was
No edit summary
ხაზი 6:
პალეოგენური პერიოდის დასაწყისში ჰავა ზომიერი იყო. ეოცენში საგრძნობლად დათბა, ოლიგოცენიდან კი ისევ აცივება დაიწყო. პალეოგენური პერიოდი ცხოველთა სამყაროს განვითარების ახალი ეტაპია. ზღვის და განსაკუთრებით ხმელეთის ხერხემლიანების ფაუნა მკვეთრად განსხვავდება წინა პერიოდის ფაუნისაგან. პალეოგენური პერიოდის დასაწყისისათვის გადაშენდა ქვეწარმავალთა მრავალი ჯგუფი (დინოზავრები, გიგანტურ იქთიოზავრები, პლიოზავრები და სხვა), უკვე არსებობდნენ თანამედროვე ეპოქისათვის დამახასიათებელ ამფიბიათა ჯგუფები. თევზებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ ძვლიან თევზებს. პალეოგენური პერიოდში ფართოდ გავრცელდნენ ძუძუმწოვრები. [[პალეოცენური ეპოქა|პალეოცენში]] მათი პრიმიტიული ფორმები არსებობდნენ, ხოლო ეოცენიდან ჩნდება [[მწერიჭამიები]], [[მღრღნელები]], [[პრიმატები]], [[მტაცებლები]], [[ჩლიქოსნები]], [[ხორთუმიანები]], [[ვეშაპისნაირნი]] და [[სირენისნაირნი]]. [[მცენარეები|მცენარეულობიდან]] პალეოგენური პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული ფარულთესლოვანები, აგრეთვე შიშველთესლიანებიც. ეოცენიდან ჩნდება მცენარეთა თანამედროვე გვართა წარმომადგენლებიც. პალეოგენური სისტემის ნალექების სტრატიგრაფიული დანაწილებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ზღვის ორგანიზმებს, განსაკუთრებით ზღვის პლანქტონურ ფორმებს. პალეოგენური პერიოდის ზღვებში [[უმარტივესები|უმარტივესთაგან]] ბევრი იყო [[ნუმულიტები]], დისკოციკლინები და სხვა, ორსაგდულიანი და მუცელფეხიანი მოლუსკები, ექვსქიმიანი მარჯნები. პალეოგენურ პერიოდში ჩაისახა თანამედროვე ზოოგეოგრაფიული პროვინციათა კონტურები.
 
[[საქართველო]]ში პალეოცენ-ეოცენში გამოიყოფა 3 პალეოგეოგრაფიული ზოლი - კარბონატული (საქართველოს ბელტი და გაგრა-ჯავის ზონის სამრეთისამხრეთი ნაწილი), ვულკანოგენური (აჭარა-თრიალეთის სისტემა, ართვინ-ბოლნისის ბელტი და ლოქ-ყარაბაღის სუსტად დანაოჭებული ზონა) და ფლიშური (მესტია-თიანეთის ზონა და გაგრა-ჯავის ზონის ჩრდილოეთი ნაწილი). ოლიგოცენური ზღვიური აუზი უფრო შეზღუდული გავრცელებისა იყო, აქ ილექებოდა ძირითადად ტერიგენული მასალა: თიხები და ქვიშაქვები.
 
პალეოგენური სისტემის ნალექები მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით.