მეორე მსოფლიო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გიორინგი → გერინგი
No edit summary
ხაზი 132:
[[14 ივნისი|14 ივნისს]] ვერმახტის მე-18 არმიამ უბრძოლველად აიღო [[პარიზი]]. იმავდროულად სახმელეთო არმიათა დაჯგუფება "C"-მ გაარღვია მაჟინოს ხაზი და აიღო ციხესიმაგრე [[ვერდენი]]. [[17 ივნისი|17 ივნისს]] ახლადჩამოყალიბებული მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა [[პეტენი, ანრი ფილიპ|ანრი ფილიპ პეტენმა]] საფრანგეთის კაპიტულაცია გამოაცხადა, რომელიც ოფიციალურად გაფორმდა [[1940]] წლის [[22 ივნისი|22 ივნისს]] [[კომპიენი]]ს ტყეში, ზუსტად იმ აგილზე სადაც [[1918]] წლის [[11 ნოემბერი|11 ნოემბერს]] გერმანიამ ხელი მოაწერა [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]] დამარცხების დოკუმენტს. ჰიტლერმა საამისაოდ [[მარშალი|მარშალ]] [[ფოში, ფერდინან|ფერდინან ფოშის]] ვაგონიც კი წამოაღებინა პარიზიდან. საომარი ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა [[25 ივნისი]]ს 01:35 საათზე. იმისათვის რომ საფრანგეთის ფლოტი გერმანელებს არ ჩავარდნოდათ ხელში ბრიტანელებმა [[3 ივლისი|3 ივლისს]] დაბომბეს [[მერს-ელ-ქებირი]]ს პორტი, სადაც ფრანგული გემების ნაწილი იყო სტაციონირებული.
 
[[ბლიცკრიგი]] დასავლეთ ფრონტზე 6 კვირა და 3 დრე გაგრძელდა, რომელმაც 135.000 მოკავშირეთა და 46.000 ვერმახტის ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. საფრანგეთი ორ ნაწილად იქნა გაყოფილი. ჩრდილოეთში (გერმანიის სფერო) სტაციონირებულ იქნენ ვერმახტის და ლუფტვაფეს ძალები ბრიტანეტზე ინვაზიის დასაწყებად. ატლანტის ოკეანის პორტებში და განსაკუთრებით [[ბრესტი (საფრანგეთი)|ბრესტში]] შეიქმნა [[კრიგსმარინე|კრიეგსმარინეს]] [[წყალქვეშა ნავი|წყალქვესა ნავების]] ბაზები. სახრეთისამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილი ფრანგული კონტროლის ქვეშ დარჩა, რომელსაც [[პეტენი, ანრი ფილიპ|პეტენის]] მარიონეტული მთავრობა განაგებდა ქალაქ [[ვიში]]დან.
 
=== საჰაერო ომი ინგლისისათვის (1940/41) ===